მოიძებნა 669199 ჩანაწერი
204481.
პიტერ პენი | თავი 3, წავედით, წავედით
– მშვიდობაა, – გამოაცხადა ჯონმა და სამალავიდან გამოვიდა, – მოიხედე, პიტერ, მართლა შეგიძლია ფრენა?
– It's all right, – John announced, emerging from his hiding-place, – I say, Peter, can you really fly?
204482.
პიტერ პენი | თავი 3, წავედით, წავედით
– რა სასიამოვნოა! – წამოიძახა ვენდიმ.
– How sweet! – cried, Wendy.
204483.
პიტერ პენი | თავი 3, წავედით, წავედით
ბავშვებს ისეთი იოლი მოეჩვენათ, რომ ჯერ იატაკიდან სცადეს, მერე საწოლებიდან, მაგრამ აფრენის ნაცვლად დაბლა ებერტყებოდნენ.
It looked delightfully easy, and they tried it first from the floor and then from the beds, but they always went down instead of up.
204484.
პიტერ პენი | თავი 3, წავედით, წავედით
– მოიხედე, როგორ ახერხებ? – ჰკითხა პიტერს ჯონმა და მუხლი მოისრისა.
– I say, how do you do it? – asked John, rubbing his knee.
204485.
პიტერ პენი | თავი 3, წავედით, წავედით
ჯონი ერთობ პრაქტიკული ბიჭი გახლდათ.
John was quite a practical boy.
204486.
პიტერ პენი | თავი 3, წავედით, წავედით
– მივხვდი, ვენდი! – წამოიძახა ჯონმა, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ ვერაფერსაც ვერ მიმხვდარიყო.
- I've got it now, Wendy! - cried John, but soon he found he had not.
204487.
პიტერ პენი | თავი 3, წავედით, წავედით
ვერც ერთმა ერთი დუიმიც კი ვერ გაიფრინა, არადა, მაიკლი რომ მაიკლია, ისიც კი უკვე ორმარცვლიან სიტყვებს კითხულობდა, პიტერს კი „ა“ და „ი“ ვერ გაერჩია ერთმანეთისგან.
Not one of them could fly an inch, though even Michael was in words of two syllables, and Peter did not know "A" from "Z".
204488.
პიტერ პენი | თავი 3, წავედით, წავედით
რა თქმა უნდა, პიტერი ეხუმრებოდა, რადგან აბა, ვინ აფრინდება, თუ ჯადოსნური ფხვნილი არ შეაფრქვიეს.
Of course Peter had been trifling with them, for no one can fly unless the fairy dust has been blown on him.
204489.
პიტერ პენი | თავი 3, წავედით, წავედით
– აბა, მხრები შეარხიეთ, აი, ასე, – თქვა პიტერმა.
- Now just wiggle your shoulders this way, - he said.
204490.
პიტერ პენი | თავი 3, წავედით, წავედით
ყველანი თავ-თავიანთ საწოლებზე იდგნენ, მამაცი მაიკლი პირველი აფრინდა.
They were all on their beds, and gallant Michael let go first.
204491.
პიტერ პენი | თავი 3, წავედით, წავედით
– გავიფრინე! – იყვირა ჯერაც ჰაერში მყოფმა.
- I flewed! - he screamed while still in mid-air.
204492.
პიტერ პენი | თავი 3, წავედით, წავედით
ჯონიც აფრინდა და სააბაზანოსთან ახლოს ვენდის შეხვდა.
John let go and met Wendy near the bathroom.
204493.
პიტერ პენი | თავი 3, წავედით, წავედით
– მიყურეთ!
– Look at me!
204494.
პიტერ პენი | თავი 3, წავედით, წავედით
პიტერივით მოხდენილები არ იყვნენ, ფეხებს ზედმეტად იქნევდნენ, სამაგიეროდ, თავებს ჭერს ახლიდნენ, ამაზე უფრო საამური კი რა უნდა ყოფილიყო!
They were not nearly so elegant as Peter, they could not help kicking a little, but their heads were bobbing against the ceiling, and there is almost nothing so delicious as that.
204495.
პიტერ პენი | თავი 3, წავედით, წავედით
თავიდან პიტერმა ვენდის ხელი ჩაჰკიდა, მაგრამ წკრინი ისე გაკაპასდა, რომ იძულებული გახდა, გაეშვა.
Peter gave Wendy a hand at first, but had to desist, Tink was so indignant.
204496.
პიტერ პენი | თავი 3, წავედით, წავედით
– მოიხედეთ, – დაიძახა ჯონმა, – გარეთ არ გავიდეთ?
– I say, – cried John, – why shouldn't we all go out?
204497.
პიტერ პენი | თავი 3, წავედით, წავედით
მაიკლი მზად იყო: უნდოდა ენახა, რამდენ ხანში გაიფრენდა მილიარდ მილს.
Michael was ready: he wanted to see how long it took him to do a billion miles.
204498.
პიტერ პენი | თავი 3, წავედით, წავედით
ვენდი ორჭოფობდა.
Wendy hesitated.
204499.
პიტერ პენი | თავი 3, წავედით, წავედით
– სირინოზები! – ისევ უთხრა პიტერმა.
– Mermaids! – said Peter again.
204500.
პიტერ პენი | თავი 3, წავედით, წავედით
– მეკობრეებიც არიან.
– And there are pirates.