მოიძებნა 669199 ჩანაწერი
204541.
პიტერ პენი | თავი 4, ფრენა
ნენა რომ გვერდით ჰყოლოდათ, მაიკლს კარგა ხნის წინ შეუხვევდა შუბლს.
If Nana had been with them, she would have had a bandage round Michael's forehead by this time.
204542.
პიტერ პენი | თავი 4, ფრენა
იმ წუთს პიტერი მათთან არ იყო, და იქ, ზემოთ, მარტონი, ძალზე ეულად გრძნობდნენ თავს.
Peter was not with them for the moment, and they felt rather lonely up there by themselves.
204543.
პიტერ პენი | თავი 4, ფრენა
ის მათთან შედარებით ისე სწრაფად ფრენდა, რომ უცაბედად თვალიდან დაეკარგებოდათ და რაღაც თავგადასავალში გადაეშვებოდა ხოლმე, რომელშიც ისინი მონაწილეობას ვერ იღებდნენ.
He could go so much faster than they that he would suddenly shoot out of sight, to have some adventure in which they had no share.
204544.
პიტერ პენი | თავი 4, ფრენა
მერე ჩამოქანდებოდა და სიცილით კვდებოდა, ეს რა სახალისო ამბავი მოვუყევი ერთ ვარსკვლავსო, ოღონდ რა ამბავი აღარ ახსოვდა, ანდა ამოქანდებოდა, და აქა-იქ ჯერაც სირინოზის ქერცლი ჰქონდა მიკრული, თუმცა დარწმუნებით ვერ ჰყვებოდა, რა გადახდა თავს.
He would come down laughing over something fearfully funny he had been saying to a star, but he had already forgotten what it was, or he would come up with mermaid scales still sticking to him, and yet not be able to say for certain what had been happening.
204545.
პიტერ პენი | თავი 4, ფრენა
– და, თუ ისინი ასე იოლად ავიწყდება, – მსჯელობდა ვენდი, – ჩვენ როგორღა უნდა გვქონდეს იმედი, რომ ვეხსომებით?
– And if he forgets them so quickly, – Wendy argued, – how can we expect that he will go on remembering us?
204546.
პიტერ პენი | თავი 4, ფრენა
და, მართლაც, ზოგჯერ მობრუნდებოდა ის და აღარ ახსოვდა, ვინ იყვნენ ისინი, ყოველ შემთხვევაში, კარგად აღარ ახსოვდა.
Indeed, sometimes when he returned he did not remember them, at least not well.
204547.
პიტერ პენი | თავი 4, ფრენა
ვენდის ამაში დარწმუნებული იყო.
Wendy was sure of it.
204548.
პიტერ პენი | თავი 4, ფრენა
– ვენდი ვარ, – უთხრა შეშფოთებით.
– I'm Wendy, – she said agitatedly.
204549.
პიტერ პენი | თავი 4, ფრენა
– მისმინე, ვენდი, – წასჩურჩულა მან, – თუ დაინახე, რომ მავიწყდები, იმდენჯერ მიმეორე, ვენდი ვარო, სანამ არ გამახსენდები.
– I say, Wendy, – he whispered to her, – always if you see me forgetting you, just keep on saying I'm Wendy, and then I'll remember.
204550.
პიტერ პენი | თავი 4, ფრენა
ასე და ამრიგად, ალაგ-ალაგ კინკლაობით, მეტწილად კი უდარდელად მიფრინავდნენ არლანდიისკენ და, მრავალი მთვარის შემდეგ, როგორც იქნა, მიაღწიეს იქაურობას.
So with occasional tiffs, but on the whole rollicking, they drew near the Neverland, for after many moons they did reach it.
204551.
პიტერ პენი | თავი 4, ფრენა
– საითაც ყველა ისარი გვიჩვენებს.
- Where all the arrows are pointing.
204552.
პიტერ პენი | თავი 4, ფრენა
მართლაც, ბავშვებს მილიონი ოქროს ისარი უჩვენებდა კუნძულს, ეს ისრები მათმა მეგობარმა, მზემ, გასტყორცნა, რადგან სურდა, ზუსტად სცოდნოდათ გზა მას მერე, რაც თვითონ მთელი ღამით გამოეთხოვებოდა.
Indeed a million golden arrows were pointing the island out to the children, all directed by their friend the sun, who wanted them to be sure of their way before leaving them for the night.
204553.
პიტერ პენი | თავი 4, ფრენა
ვენდი, ჯონი და მაიკლი ჰაერში ფეხის წვერებზე შედგნენ, რათა კუნძული კარგად დაენახათ.
Wendy and John and Michael stood on tip-toe in the air to get their first sight of the island.
204554.
პიტერ პენი | თავი 4, ფრენა
– ვენდი, უყურე, კუები ქვიშაში კვერცხებს ფლავენ.
- Wendy, look at the turtles burying their eggs in the sand.
204555.
პიტერ პენი | თავი 4, ფრენა
– მოიხედე, ჯონ, აი, შენი ფეხმოტეხილი ფლამინგო!
- I say, John, I see your flamingo with the broken leg!
204556.
პიტერ პენი | თავი 4, ფრენა
– შეხე, მაიკლ, აგერ შენი გამოქვაბული.
- Look, Michael, there's your cave!
204557.
პიტერ პენი | თავი 4, ფრენა
– ჯონ, იმ ბუჩქებში რაღაა?
- John, what's that in the brushwood?
204558.
პიტერ პენი | თავი 4, ფრენა
– მგელია თავისი ლეკვებით.
- It's a wolf with her whelps.
204559.
პიტერ პენი | თავი 4, ფრენა
ვენდი, ეგ უეჭველად შენი პატარა ლეკვია!
Wendy, I do believe that's your little whelp!
204560.
პიტერ პენი | თავი 4, ფრენა
მოიხედე, ჯონ, ინდიელების ბანაკში კვამლი ადის!
I say, John, I see the smoke of the redskin camp!