მოიძებნა 669199 ჩანაწერი
204561.
პიტერ პენი | თავი 4, ფრენა
მაჩვენე, შევხედავ, როგორ იკლაკნება კვამლის ბოლქვები და გეტყვი, დგანან ომის ბილიკზე თუ არა.
Show me, and I'll tell you by the way smoke curls whether they are on the war-path.
204562.
პიტერ პენი | თავი 4, ფრენა
– აგერ, იდუმალი მდინარის გაღმა.
– There, just across the Mysterious River.
204563.
პიტერ პენი | თავი 4, ფრენა
წინათ, შინ, დაწოლის დრო რომ მოახლოვდებოდა, არლანდიას ცოტა ბნელი და საშიში იერი ეძლეოდა.
In the old days at home the Neverland had always begun to look a little dark and threatening by bedtime.
204564.
პიტერ პენი | თავი 4, ფრენა
ძალიანაც გიხაროდა, რომ ღამის ლამპები ენთო.
You were quite glad that the night-lights were on.
204565.
პიტერ პენი | თავი 4, ფრენა
რასაკვირველია, მაშინ არლანდია სწორედაც რომ გამონაგონი იყო, მაგრამ ახლა განამდვილდა, არც ღამის ლამპები ენთო, სიბნელეც თვალდათვალ წვებოდა, და სად იყო ნენა?
Of course the Neverland had been make-believe in those days, but it was real now, and there were no night-lights, and it was getting darker every moment, and where was Nana?
204566.
პიტერ პენი | თავი 4, ფრენა
აქამდე ცალ-ცალკე მიფრინავდნენ, ახლა კი პიტერს შემოეხვივნენ.
They had been flying apart, but they huddled close to Peter now.
204567.
პიტერ პენი | თავი 4, ფრენა
როგორც იქნა, მოშორდა უდარდელი იერი, თვალები უელავდა და რამდენჯერაც მიეკარებოდნენ ტანზე, იმდენჯერ ჟრჟოლა დაუვლიდათ.
His careless manner had gone at last, his eyes were sparkling, and a tingle went through them every time they touched his body.
204568.
პიტერ პენი | თავი 4, ფრენა
ახლა უკვე ამ შიშისმომგვრელი კუნძულის თავზე მიფრინავდნენ, ისე დაბლა, რომ ხანდახან ტერფებზე ხის კენწერო გაედებოდათ ხოლმე.
They were now over the fearsome island, flying so low that sometimes a tree grazed their feet.
204569.
პიტერ პენი | თავი 4, ფრენა
ჰაერში საშიში არაფერი ჩანდა, არადა უკვე ისე ნელა და გაჭირვებით მიიწევდნენ წინ, თითქოს მტრის ჯარში იკაფავენ გზასო.
Nothing horrid was visible in the air, yet their progress had become slow and laboured, exactly as if they were pushing their way through hostile forces.
204570.
პიტერ პენი | თავი 4, ფრენა
– არ უნდათ, რომ დავეშვათ, – აუხსნა მან.
- They don't want us to land, - he explained.
204571.
პიტერ პენი | თავი 4, ფრენა
– ვის არ უნდა? – წაიჩურჩულა აკანკალებულმა ვენდიმ.
– Who are they? – Wendy whispered, shuddering.
204572.
პიტერ პენი | თავი 4, ფრენა
მაგრამ მან ან არ იცოდა, ან არ უთხრა.
But he could not or would not say.
204573.
პიტერ პენი | თავი 4, ფრენა
აქამდე წკრინკარდალას მის მხარზე ეძინა, ახლა კი გააღვიძა და წინ გაუშვა.
Tinker Bell had been asleep on his shoulder, but now he wakened her and sent her on in front.
204574.
პიტერ პენი | თავი 4, ფრენა
ყოველივე ამას რომ მოიმოქმედებდა, ისევ გააგრძელებდა გზას.
Having done these things, he went on again.
204575.
პიტერ პენი | თავი 4, ფრენა
– თავგადასავალი გირჩევნია, – სხვათა შორის ჰკითხა ჯონს, – თუ ჯერ ჩაის დალევდი?
– Would you like an adventure now, – he said casually to John, – or would you like to have your tea first?
204576.
პიტერ პენი | თავი 4, ფრენა
ვენდიმ სწრაფად უთხრა, ჯერ ჩაისო, და მაიკლმა მადლობის ნიშნად ხელი მოუჭირა, სამაგიეროდ, შედარებით მამაცი ჯონი შეჭოჭმანდა.
Wendy said tea first quickly, and Michael pressed her hand in gratitude, but the braver John hesitated.
204577.
პიტერ პენი | თავი 4, ფრენა
– როგორი თავგადასავალი? – იკითხა ფრთხილად.
- What kind of adventure? - he asked cautiously.
204578.
პიტერ პენი | თავი 4, ფრენა
– ზუსტად ჩვენ ქვემოთ, პამპაში, მეკობრეს სძინავს, – უთხრა პიტერმა,
- There's a pirate asleep in the pampas just beneath us, - Peter told him.
204579.
პიტერ პენი | თავი 4, ფრენა
– თუ გინდა, ჩავიდეთ და მოვკლათ.
- If you like, we'll go down and kill him.
204580.
პიტერ პენი | თავი 4, ფრენა
– რომ ვერ ვხედავ? – ხანგრძლივი დუმილის შემდეგ უთხრა ჯონმა.
- I don't see him, - John said after a long pause.