მოიძებნა 669199 ჩანაწერი
204581.
პიტერ პენი | თავი 4, ფრენა
– ხომ არ გგონია, მივალ და მძინარეს მოვკლავ?
- You don't think I would kill him while he was sleeping?
204582.
პიტერ პენი | თავი 4, ფრენა
– ჯერ გავაღვიძებ და მერე მოვკლავ.
- I would wake him first, and then kill him.
204583.
პიტერ პენი | თავი 4, ფრენა
მერე ჰკითხა, ახლა კუნძულზე ბევრი მეკობრეა თუ არაო, პიტერმა უპასუხა, ამდენი არც არასოდეს ყოფილაო.
He asked if there were many pirates on the island just now, and Peter said he had never known so many.
204584.
პიტერ პენი | თავი 4, ფრენა
– კაუჭა, – მიუგო პიტერმა და ამ საძულველი სახელის ხსენებაზე სახე ავად მოეღუშა.
- Hook, - answered Peter, and his face became very stern as he said that hated word.
204585.
პიტერ პენი | თავი 4, ფრენა
– შავწვერას ბოცმანი იყო, – ხრინწიანად წაიჩურჩულა ჯონმა.
- He was Blackbeard's bosun, - John whispered huskily.
204586.
პიტერ პენი | თავი 4, ფრენა
– ცოტა წავაჭერი.
- I cut off a bit of him.
204587.
პიტერ პენი | თავი 4, ფრენა
– დიახაც, მე, – მკვახედ თქვა პიტერმა.
- Yes, me, - said Peter sharply.
204588.
პიტერ პენი | თავი 4, ფრენა
– არის ერთი რამ, – განაგრძო პიტერმა, – ყველა ბიჭი, ვინც ჩემს რაზმში მსახურობს, პირობას მაძლევს და შენც უნდა მომცე.
– There is one thing, – Peter continued, – that every boy who serves under me has to promise, and so must you.
204589.
პიტერ პენი | თავი 4, ფრენა
ჯონი გაფითრდა.
John paled.
204590.
პიტერ პენი | თავი 4, ფრენა
– აი, რა, თუ კაუჭას ხელჩართულ ბრძოლაში შევხვდებით, ის მე უნდა დამითმო.
– It is this, if we meet Hook in open fight, you must leave him to me.
204591.
პიტერ პენი | თავი 4, ფრენა
– გპირდები! – ერთგულად თქვა ჯონმა.
– I promise! – John said loyally.
204592.
პიტერ პენი | თავი 4, ფრენა
– ის ამბობს, მეკობრეებმა დაბნელებამდე შეგამჩნიეს და გრძელი ტომი გამოაგორესო.
– She tells me, that the pirates sighted us before the darkness came, and got Long Tom out.
204593.
პიტერ პენი | თავი 4, ფრენა
– მაიკლ უთხარი, ახლავე მოგვშორდეს, პიტერ, – ერთხმად შეჰყვირა სამივემ, მაგრამ მან იუარა.
– Michael tell her to go away at once, Peter, - the three cried simultaneously, but he refused.
204594.
პიტერ პენი | თავი 4, ფრენა
– ჰგონია, გზა აგვერია, – უპასუხა მშრალად, – და საკმაოდ შეშინებულია.
– She thinks we have lost the way, – he replied stiffly, – and she is rather frightened.
204595.
პიტერ პენი | თავი 4, ფრენა
სინათლის წრე წამით გაწყდა და პიტერს რაღაცამ სიყვარულით უჩქმიტა.
For a moment the circle of light was broken, and something gave Peter a loving little pinch.
204596.
პიტერ პენი | თავი 4, ფრენა
– მაშინ უთხარი, შუქი მაინც ჩააქროს, – შეევედრა ვენდი.
– Then tell her, to put out her light, – Wendy begged.
204597.
პიტერ პენი | თავი 4, ფრენა
– ვერ ჩააქრობს.
– She can't put it out.
204598.
პიტერ პენი | თავი 4, ფრენა
ეს ლამის ერთადერთი რამეა, რაც ფერიებს არ გამოსდით.
That is about the only thing fairies can't do.
204599.
პიტერ პენი | თავი 4, ფრენა
როცა დაეძინება, თავისთავად ჩაქრება, როგორც ვარსკვლავი.
It just goes out of itself when she falls asleep, same as the stars.
204600.
პიტერ პენი | თავი 4, ფრენა
– მაშ უთხარი, ამ წუთშივე დაიძინოს, – თითქმის ბრძანებით უთხრა ჯონმა.
– Then tell her to sleep at once, – John almost ordered.