მოიძებნა 669199 ჩანაწერი
204641.
პიტერ პენი | თავი 5, არლანდია
აი, ასეთია ის საშინელი კაცი, ვისაც პიტერ პენი უნდა შეერკინოს.
Such is the terrible man against whom Peter Pan is pitted.
204642.
პიტერ პენი | თავი 5, არლანდია
მეკობრეთა კვალდაკვალ, გამოუცდელი თვალისთვის უხილავ ომის ბილიკზე, უჩუმრად მოიპარებიან ინდიელები.
On the trail of the pirates, stealing noiselessly down the war path, which is not visible to inexperienced eyes, come the redskins.
204643.
პიტერ პენი | თავი 5, არლანდია
ხელში ტომაჰავკები და დანები უჭირავთ, შიშველი ტანები ცხიმითა და საღებავით ულაპლაპებთ.
They carry tomahawks and knives, and their naked bodies gleam with paint and oil.
204644.
პიტერ პენი | თავი 5, არლანდია
იგი ყველაზე ლამაზია მუქკანიან დიანათა შორის – პიკანინების მზეთუნახავი, კეკლუცი, ხან ცივი და ხანაც სიყვარულისთვის მზადმყოფი.
She is the most beautiful of dusky Dianas and the belle of the Piccaninnies, coquettish, cold and amorous by turns.
204645.
პიტერ პენი | თავი 5, არლანდია
შეხედე, ისე აბიჯებენ ხმელ ტოტებზე, რომ ჩქამიც არ ისმის.
Observe how they pass over fallen twigs without making the slightest noise.
204646.
პიტერ პენი | თავი 5, არლანდია
ინდიელები ისევე ჩრდილებივით ქრებიან, როგორც გამოჩნდნენ და მალე მათ ადგილს ნადირები იკავებენ.
The redskins disappear as they have come like shadows, and soon their place is taken by the beasts, a great and motley procession.
204647.
პიტერ პენი | თავი 5, არლანდია
ენაგადმოგდებულები მოდიან, ამაღამ ისინი მშივრები არიან.
Their tongues are hanging out, they are hungry tonight.
204648.
პიტერ პენი | თავი 5, არლანდია
ცოტა ხანში ვნახავთ, ვის დაეძებს იგი ახლა.
We shall see for whom she is looking presently.
204649.
პიტერ პენი | თავი 5, არლანდია
ნიანგიც ჩაივლის და მალე კვლავ ბიჭები გამოჩნდებიან, რადგან ეს მსვლელობა იქამდე უნდა გაგრძელდეს, სანამ რომელიმე მონაწილე არ გაჩერდება ან ტემპს არ შეცვლის.
The crocodile passes, but soon the boys appear again, for the procession must continue indefinitely until one of the parties stops or changes its pace.
204650.
პიტერ პენი | თავი 5, არლანდია
– ნეტავ პიტერი მაინც დაბრუნდებოდეს, – მოუსვენრად ამბობდა ყოველი მათგანი, თუმცა სიგრძე და, მით უფრო, სიგანე ყველას თავიანთ კაპიტანზე მეტი ჰქონდა.
– I do wish Peter would come back, – every one of them said nervously, though in height and still more in breadth they were all larger than their captain.
204651.
პიტერ პენი | თავი 5, არლანდია
– ერთი მე ვარ, მეკობრეებისა რომ არ მეშინია, – ისეთნაირად თქვა მცირემ, რომ მიხვდებოდი, რატომ ვერ მოიხვეჭა საყოველთაო სიყვარული;
– I am the only one who is not afraid of the pirates, – Slightly said, in the tone that prevented his being a general favourite.
204652.
პიტერ პენი | თავი 5, არლანდია
დედებზე მხოლოდ პიტერის არყოფნაში თუ ილაპარაკებდნენ.
It was only in Peter's absence that they could speak of mothers.
204653.
პიტერ პენი | თავი 5, არლანდია
– დედაჩემის მარტო ის მახსოვს, – თქვა ყოყოჩამ, – რომ მამაჩემს ეტყოდა ხოლმე, ნეტავ ჩემი საკუთარი საბანკო წიგნაკი მომცაო.
- All I remember about my mother, - Nibs told them, - is that she often said to my father, how I wish I had a cheque-book of my own.
204654.
პიტერ პენი | თავი 5, არლანდია
არ ვიცი, რა არის ეს საბანკო წიგნაკი, მაგრამ სიამოვნებით ვაჩუქებდი მას დედას.
I don't know what a cheque-book is, but I should just love to give my mother one."
204655.
პიტერ პენი | თავი 5, არლანდია
ამ საუბარში შორიდან რაღაც ხმა მოესმათ.
While they talked they heard a distant sound.
204656.
პიტერ პენი | თავი 5, არლანდია
ამაზე სწრაფად კურდღელიც კი ვერ გაუჩინარდებოდა.
Rabbits could not have disappeared more quickly.
204657.
პიტერ პენი | თავი 5, არლანდია
გეტყვი, სადაც არიან.
I will tell you where they are.
204658.
პიტერ პენი | თავი 5, არლანდია
ჩასასვლელი არსად ჩანს, დიდი ქვაც კი არ გდია, რომ გადააგორო და მღვიმის შესასვლელი დაინახო.
for there is no entrance to be seen, not so much as a large stone, which if rolled away, would disclose the mouth of a cave.
204659.
პიტერ პენი | თავი 5, არლანდია
თუმცა, კარგად დააკვირდი და იქნებ შენიშნო, რომ იქ შვიდი დიდი ხე დგას, ყოველ მათგანს გამოღრუტნულ ტანში ფუღურო აქვს.
Look closely, however, and you may note that there are here seven large trees, each with a hole in its hollow trunk.
204660.
პიტერ პენი | თავი 5, არლანდია
ეს გახლავს შვიდი ჩასასვლელი იმ მიწისქვეშა ბინისა, რომელსაც უკვე რა ხანია, ამაოდ დაეძებს კაუჭა.
These are the seven entrances to the home under the ground, for which Hook has been searching in vain these many moons.