მოიძებნა 669199 ჩანაწერი
204661.
პიტერ პენი | თავი 5, არლანდია
– კაპიტანო, გამიშვი!
- Captain, let go!
204662.
პიტერ პენი | თავი 5, არლანდია
ახლა პირველად გავიგონებთ კაუჭას ხმას.
Now for the first time we hear the voice of Hook.
204663.
პიტერ პენი | თავი 5, არლანდია
– ჯერ პისტოლეტი დაუშვი, – მუქარით თქვა მან.
– Put back that pistol first, –he said threateningly.
204664.
პიტერ პენი | თავი 5, არლანდია
– მე ხომ არ გავედევნო, კაპიტანო, – იკითხა საბრალო სმიმ, – და ჯონ კორპსაძრობით შევუღიტინო?
– Shall I after him, Captain, – asked pathetic Smee, – and tickle him with Johnny Corkscrew?
204665.
პიტერ პენი | თავი 5, არლანდია
მაგალითად, ვინმეს რომ მოკლავდა, იარაღის ნაცვლად სათვალის წმენდას მოჰყვებოდა.
For instance, after killing, it was his spectacles he wiped instead of his weapon.
204666.
პიტერ პენი | თავი 5, არლანდია
– ჯონი ჩუმი ბიჭია, – გაახსენა კაუჭას.
– Johnny's a silent fellow, – he reminded Hook.
204667.
პიტერ პენი | თავი 5, არლანდია
გაიფანტეთ და ეძებეთ.
Scatter and look for them.
204668.
პიტერ პენი | თავი 5, არლანდია
მეკობრეები ხეებში გაქრნენ, და წამში მათი კაპიტანი და სმი მარტონი დარჩნენ.
The pirates disappeared among the trees, and in a moment their Captain and Smee were alone.
204669.
პიტერ პენი | თავი 5, არლანდია
– ყველაზე უფრო, – მგზნებარედ ამბობდა კაუჭა, – იმათი კაპიტანი პიტერ პენი მინდა.
– Most of all, – Hook was saying passionately, – I want their captain, Peter Pan.
204670.
პიტერ პენი | თავი 5, არლანდია
მან კაუჭი მუქარით გაიქნია.
He brandished the hook threateningly.
204671.
პიტერ პენი | თავი 5, არლანდია
– რა ხანია ველი, როდის ჩამოვართმევ ხელს აი, ამით.
- I've waited long to shake his hand with this.
204672.
პიტერ პენი | თავი 5, არლანდია
– ჰო, – მიუგო კაპიტანმა, – დედა რომ ვიყო, ვინატრებდი, ჩემს შვილებს ამის მაგივრად ეს ჰქონდეთ, – და რკინის ხელზე სიამაყით დაიხედა, მეორეზე კი – ზიზღით.
- Ay, - the captain answered, - if I was a mother I would pray to have my children born with this instead of that, - and he cast a look of pride upon his iron hand and one of scorn upon the other.
204673.
პიტერ პენი | თავი 5, არლანდია
მერე ისევ მოიღუშა.
Then again he frowned.
204674.
პიტერ პენი | თავი 5, არლანდია
– პიტერმა ჩემი ხელი იქვე მიმავალ ნიანგს გადაუგდო.
- Peter flung my arm, to a crocodile that happened to be passing by.
204675.
პიტერ პენი | თავი 5, არლანდია
– ნიანგებს კი არა, იმ ერთ ნიანგს, – შეუსწორა კაუჭამ და ხმას დაუწია,
"Not of crocodiles," Hook corrected him, "but of that one crocodile." He lowered his voice.
204676.
პიტერ პენი | თავი 5, არლანდია
– ჩემი ხელი ისე მოეწონა, სმი, რომ მას მერე დამდევს: ზღვიდან ზღვამდე, ხმელეთიდან ხმელეთამდე.
– It liked my arm so much, Smee, that it has followed me ever since, from sea to sea and from land to land.
204677.
პიტერ პენი | თავი 5, არლანდია
– მე პიტერ პენი მჭირდება, ვინც იმ ნადირს პირველად აგემა ჩემი ხორცი.
– I want Peter Pan, who first gave the brute its taste for me.
204678.
პიტერ პენი | თავი 5, არლანდია
დიდ სოკოზე ჩამოჯდა, ახლა ხმა უკვე უკანკალებდა.
He sat down on a large mushroom, and now there was a quiver in his voice.
204679.
პიტერ პენი | თავი 5, არლანდია
– სმი, – თქვა ხრინწიანი ხმით, – ეგ ნიანგი აქამდეც შემჭამდა, მაგრამ, ბედად, საათი გადაყლაპა და მუცელში უწიკწიკებს; ჰოდა სანამ მომწვდებოდეს, ეგ წიკწიკი მომესმება ხოლმე და თავქუდმოგლეჯილი გავრბივარ.
– Smee, – he said huskily, – that crocodile would have had me before this, but by a lucky chance it swallowed a clock which goes tick tick inside it, and so before it can reach me I hear the tick and bolt.
204680.
პიტერ პენი | თავი 5, არლანდია
კაუჭამ გამშრალი ტუჩები მოილოკა: – ჰო, ეგ შიშია, რომ არ მასვენებს.
Hook wetted his dry lips: – Ay, that's the fear that haunts me.