მოიძებნა 669199 ჩანაწერი
204701.
პიტერ პენი | თავი 5, არლანდია
ახლა კი წამოდგა ყოყოჩა, ბიჭებმა იფიქრეს, ისევ მგლები დაინახა და იმათ მიშტერებიაო, მაგრამ ყოყოჩა მგლებს როდი ხედავდა.
Now Nibs rose from the ground, and the others thought that his staring eyes still saw the wolves, but it was not wolves he saw.
204702.
პიტერ პენი | თავი 5, არლანდია
– აბა, რა ვიცი, – შიშნარევი მოწიწებით თქვა ყოყოჩამ, – მაგრამ ქანცგამოცლილი ჩანს და გზადაგზა კვნესის, ცოდო ვენდიო.
- I don't know, - Nibs said, awestruck, - but it looks so weary, and as it flies it moans, poor Wendy,
204703.
პიტერ პენი | თავი 5, არლანდია
– უყურეთ, მოდის! – დაიძახა ხუჭუჭამ, ხელი ზეცისკენ აიშვირა და ვენდი დაანახვა.
- See, it comes! - cried Curly, pointing to Wendy in the heavens.
204704.
პიტერ პენი | თავი 5, არლანდია
ვენდი ახლა თითქმის მათ თავზე იყო და მისი შესაბრალისი ძახილიც გაიგონეს.
Wendy was now almost overhead, and they could hear her plaintive cry.
204705.
პიტერ პენი | თავი 5, არლანდია
თუმცა, ამაზე მკაფიოდ წკრინკარდალას გამკივანი ხმა ჩაესმათ.
But more distinct came the shrill voice of Tinker Bell.
204706.
პიტერ პენი | თავი 5, არლანდია
– გამარჯობა, წკრინ! – ცნობისმოყვარედ ასძახეს ბიჭებმა.
- Hullo, Tink, - cried the wondering boys.
204707.
პიტერ პენი | თავი 5, არლანდია
წკრინმა ზემოდან ჩამოსწკრიალა: – პიტერს უნდა, ამ ვენდის ესროლოთ.
Tink's reply rang out: – Peter wants you to shoot the Wendy.
204708.
პიტერ პენი | თავი 5, არლანდია
მას მშვილდ-ისარი თან ჰქონდა, წკრინმა შენიშნა და ციცქნა ხელები მოიფშვნიტა.
He had a bow and arrow with him, and Tink noted it, and rubbed her little hands.
204709.
პიტერ პენი | თავი 5, არლანდია
– მალე, ლიკლიკავ, მალე! – – ჩამოჰკივლა მან.
– Quick, Tootles, quick, – she screamed.
204710.
პიტერ პენი | თავი 5, არლანდია
ლიკლიკამ მღელვარედ ჩადო მშვილდში ისარი.
Tootles excitedly fitted the arrow to his bow.
204711.
პიტერ პენი | თავი 5, არლანდია
– წკრინ, მომეცალე! – დაიყვირა და ისროლა, მკერდში ისარგარჭობილი ვენდი მიწისკენ წამოფარფატდა.
– Out of the way, Tink, – he shouted, and then he fired, and Wendy fluttered to the ground with an arrow in her breast.
204712.
პიტერ პენი | თავი 6, პატარა სახლი
– დაგაგვიანდათ! – ამაყად შეჰყვირა, – ეგ ვენდი მე მოვკალი.
- You are too late, - he cried proudly, - I have shot the Wendy.
204713.
პიტერ პენი | თავი 6, პატარა სახლი
დანარჩენებს მისი ხმა არ გაუგონიათ.
The others did not hear her.
204714.
პიტერ პენი | თავი 6, პატარა სახლი
გარს შემოერტყნენ ვენდის, დააცქერდნენ, და ტყეში საშინელი სიჩუმე ჩამოვარდა.
They had crowded round Wendy, and as they looked a terrible silence fell upon the wood.
204715.
პიტერ პენი | თავი 6, პატარა სახლი
ვენდის გულს რომ ეძგერა, ყველანი გაიგონებდნენ.
If Wendy's heart had been beating they would all have heard it.
204716.
პიტერ პენი | თავი 6, პატარა სახლი
პირველმა მცირემ ამოიღო ხმა.
Slightly was the first to speak.
204717.
პიტერ პენი | თავი 6, პატარა სახლი
– ეს ხომ ჩიტი არ არის! – თქვა შეშინებული ხმით, – მგონი, ლედი უნდა იყოს.
– This is no bird, – he said in a scared voice, – I think this must be a lady.
204718.
პიტერ პენი | თავი 6, პატარა სახლი
– ლედი? – თქვა ლიკლიკამ და აკანკალდა.
– A lady? – said Tootles, and fell a-trembling.
204719.
პიტერ პენი | თავი 6, პატარა სახლი
– ჩვენ კი მოვკალით, – ხმა ჩაეხრინწა მცირეს.
– And we have killed her, – Nibs said hoarsely.
204720.
პიტერ პენი | თავი 6, პატარა სახლი
– ახლა მივხვდი, – თქვა ხუჭუჭამ, – პიტერს ჩვენთვის მოჰყავდა,
– Now I see, – Curly said, – Peter was bringing her to us.