მოიძებნა 669199 ჩანაწერი
204721.
პიტერ პენი | თავი 6, პატარა სახლი
ის მწუხარედ დაეცა მიწაზე.
He threw himself sorrowfully on the ground.
204722.
პიტერ პენი | თავი 6, პატარა სახლი
– როგორც იქნა, ლედი , რომელიც ჩვენ მოგვლივლიდა, – თქვა ერთმა ტყუპისცალმა, – შენ კი მოკალი!
– A lady to take care of us at last, – said one of the twins, – and you have killed her!
204723.
პიტერ პენი | თავი 6, პატარა სახლი
შეებრალათ ის, მაგრამ თავიანთი თავები უფრო, და როცა მან მათკენ გადადგა ნაბიჯი, ზურგი შეაქციეს.
They were sorry for him, but sorrier for themselves, and when he took a step nearer them they turned from him.
204724.
პიტერ პენი | თავი 6, პატარა სახლი
ლიკლიკას სახე გადაფითრებოდა, მაგრამ ისე ღირსეულად ეჭირა თავი, როგორც არასოდეს.
Tootles' face was very white, but there was a dignity about him now that had never been there before.
204725.
პიტერ პენი | თავი 6, პატარა სახლი
– როცა სიზმარში ჩემთან ვინმე ლედი მოდიოდა, ვეუბნებოდი, დედა, ჩემო ლამაზო დედა-მეთქი, ახლა კი, როცა მართლა მოვიდა, მოვკალი.
- When ladies used to come to me in dreams, I said, pretty mother, pretty mother, but when at last she really came, I shot her.
204726.
პიტერ პენი | თავი 6, პატარა სახლი
სწორედ ამ ტრაგიკულ წამს მოესმათ ხმა, რომლის გაგონებაზე ყველას სული კოჭებში გაეპარა.
It was at this tragic moment that they heard a sound which made the heart of every one of them rise to his mouth.
204727.
პიტერ პენი | თავი 6, პატარა სახლი
– პიტერი! – შეჰყვირეს ბიჭებმა, რადგან ის მუდამ ასე აგებინებდა, დავბრუნდიო.
– Peter! – they cried, for it was always thus that he signalled his return.
204728.
პიტერ პენი | თავი 6, პატარა სახლი
– დავმალოთ! – წაიჩურჩულეს და საჩქაროდ ვენდის გარს შემოერტყნენ.
– Hide her, – they whispered, and gathered hastily around Wendy.
204729.
პიტერ პენი | თავი 6, პატარა სახლი
ისევ გაისმა ის ზარივით ყივილი და პიტერი მათ წინ დაეშვა.
Again came that ringing crow, and Peter dropped in front of them.
204730.
პიტერ პენი | თავი 6, პატარა სახლი
– მოგესალმებით, ბიჭებო! – შესძახა და იმათაც უნებურად სამხედრო სალამი მისცეს, მერე ისევ სიჩუმე ჩამოვარდა.
– Greetings, boys! – he cried, and mechanically they saluted and then again was silence.
204731.
პიტერ პენი | თავი 6, პატარა სახლი
პიტერი მოიღუშა.
Peter frowned.
204732.
პიტერ პენი | თავი 6, პატარა სახლი
მათ პირები დააღეს, მაგრამ „ვაშა“ არ ამოუვიდათ.
They opened their mouths, but the cheers would not come.
204733.
პიტერ პენი | თავი 6, პატარა სახლი
– როგორც იქნა, დედა მოგიყვანეთ.
- I have brought at last a mother for you all.
204734.
პიტერ პენი | თავი 6, პატარა სახლი
– არ გინახავთ? – იკითხა აფორიაქებულმა პიტერმა, – აქეთ მოფრინავდა.
– Have you not seen her? – asked Peter, becoming troubled, - She flew this way.
204735.
პიტერ პენი | თავი 6, პატარა სახლი
ლიკლიკა წამოდგა.
Tootles rose.
204736.
პიტერ პენი | თავი 6, პატარა სახლი
– პიტერ, – თქვა ხმადაბლა, – მე გაჩვენებ.
– Peter, – he said quietly, – I will show her to you.
204737.
პიტერ პენი | თავი 6, პატარა სახლი
ყველანი უკან გადგნენ და დაანახვეს, პიტერმა ცოტა ხნით ყურების შემდეგ აღარ იცოდა, რა ექნა.
So they all stood back, and let him see, and after he had looked for a little time he did not know what to do next.
204738.
პიტერ პენი | თავი 6, პატარა სახლი
– მკვდარია, – თქვა უხერხულად.
– She is dead, – he said uncomfortably.
204739.
პიტერ პენი | თავი 6, პატარა სახლი
ეს რომ ექნა, ყველანი სიხარულით გაჰყვებოდნენ უკან.
They would all have been glad to follow if he had done this.
204740.
პიტერ პენი | თავი 6, პატარა სახლი
გულიდან ამოაძრო და თავის გუნდს მიუბრუნდა.
He took it from her heart and faced his band.