მოიძებნა 669199 ჩანაწერი
204761.
პიტერ პენი | თავი 6, პატარა სახლი
მაშინღა მოლბა, როცა ვენდიმ კვლავ ასწია ხელი, და უთხრა: - ჰო, კარგი, სამუდამოდ კი არა, მთელი ერთი კვირითაო.
Not until Wendy again raised her arm did he relent sufficiently to say: - Well, not for ever, but for a whole week.
204762.
პიტერ პენი | თავი 6, პატარა სახლი
ხომ არ გგონია, წკრინკარდალა მადლობელი დარჩა იმ ხელის აწევისთვის?
Do you think Tinker Bell was grateful to Wendy for raising her arm?
204763.
პიტერ პენი | თავი 6, პატარა სახლი
მართლაც რომ უცნაურები არიან ეს ფერიები, და პიტერი, რომელიც ყველაზე კარგად იცნობდა მათ, ხშირად გატყეპდა ხოლმე.
Fairies indeed are strange, and Peter, who understood them best, often slapped them.
204764.
პიტერ პენი | თავი 6, პატარა სახლი
– მოდი, ქვემოთ ჩავიყვანოთ, სახლში, – შესთავაზა ხუჭუჭამ.
– Let us carry her down into the house, – Curly suggested.
204765.
პიტერ პენი | თავი 6, პატარა სახლი
– არა, არა, – თქვა პიტერმა, – ხელი არ უნდა ახლოთ.
– No, no, – Peter said, – you must not touch her.
204766.
პიტერ პენი | თავი 6, პატარა სახლი
– ჰო, – თქვა მცირემ, – მეც სწორედ მაგას ვფიქრობდი.
– That, – said Slightly, – is what I was thinking.
204767.
პიტერ პენი | თავი 6, პატარა სახლი
– აქ რომ იწვეს, მოკვდება, – თქვა ლიკლიკამ.
- But if she lies there, she will die, – Tootles said.
204768.
პიტერ პენი | თავი 6, პატარა სახლი
– მოდით, გარშემო პატარა სახლი ავუშენოთ.
– Let us build a little house round her.
204769.
პიტერ პენი | თავი 6, პატარა სახლი
ყველანი აღტაცებაში მოვიდნენ.
They were all delighted.
204770.
პიტერ პენი | თავი 6, პატარა სახლი
მიქროდ-მოქროდნენ, ქვემოთ ლოგინისთვის ჩარბოდნენ, ზემოთ შეშისთვის ამორბოდნენ, და სანამ ამ ამბავში იყვნენ, აბა, ვინ გამოჩნდებოდა, თუ არა ჯონი და მაიკლი.
They skurried this way and that, down for bedding, up for firewood, and while they were at it, who should appear but John and Michael.
204771.
პიტერ პენი | თავი 6, პატარა სახლი
– ჯონ, ჯონ, გაიღვიძე!
- John, John, wake up!
204772.
პიტერ პენი | თავი 6, პატარა სახლი
ჯონი თვალებს იფშვნეტდა და დუდუნებდა: – მართლა ვიფრინეთ!
And then John would rub his eyes and mutter: - It is true, we did fly.
204773.
პიტერ პენი | თავი 6, პატარა სახლი
დამიჯერე, პიტერი რომ დაინახეს, გულზე მოეშვათ.
You may be sure they were very relieved to find Peter.
204774.
პიტერ პენი | თავი 6, პატარა სახლი
იმ წუთში მოუცლელი იყო, ნაბიჯებით ზომავდა ვენდის, რათა ენახა, რა სიდიდის სახლი დასჭირდებოდა.
He was very busy at the moment measuring Wendy with his feet to see how large a house she would need.
204775.
პიტერ პენი | თავი 6, პატარა სახლი
ცხადია, მაგიდისა და სკამებისთვისაც აპირებდა ადგილის დატოვებას.
Of course he meant to leave room for chairs and a table.
204776.
პიტერ პენი | თავი 6, პატარა სახლი
ჯონი და მაიკლი მიაცქერდნენ.
John and Michael watched him.
204777.
პიტერ პენი | თავი 6, პატარა სახლი
– ვენდის სძინავს? – ჰკითხეს მათ.
- Is Wendy asleep? - they asked.
204778.
პიტერ პენი | თავი 6, პატარა სახლი
– ჯონ, – შესთავაზა მაიკლმა, – მოდი, გავაღვიძოთ და ვახშამს გაგვიკეთებს.
- John, - Michael proposed, - let us wake her and get her to make supper for us.
204779.
პიტერ პენი | თავი 6, პატარა სახლი
მაგრამ ამისი თქმა იყო და, რამდენიმე ბიჭი მოქანდა და სახლის ასაგებად ტოტები მოიტანა.
But as he said it some of the other boys rushed on carrying branches for the building of the house.
204780.
პიტერ პენი | თავი 6, პატარა სახლი
– ხუჭუჭავ, – უაღრესად კაპიტნური ხმით თქვა პიტერმა, – ხედავთ, სახლის აშენებაში ეს ბიჭებიც გვეხმარებიან.
– Curly, – said Peter in his most captainy voice, – see that these boys help in the building of the house.