მოიძებნა 669199 ჩანაწერი
204741.
პიტერ პენი | თავი 6, პატარა სახლი
ლიკლიკა არ შემდრკალა.
Tootles did not flinch.
204742.
პიტერ პენი | თავი 6, პატარა სახლი
მკერდი გაიშიშვლა.
He bared his breast.
204743.
პიტერ პენი | თავი 6, პატარა სახლი
ორჯერ აიქნია პიტერმა ისარი და ორჯერვე ხელი ჩამოუვარდა.
Twice did Peter raise the arrow, and twice did his hand fall.
204744.
პიტერ პენი | თავი 6, პატარა სახლი
ყველანი გაოცებით მიაცქერდნენ, გარდა ყოყოჩასი, რომელმაც, კიდევ კარგი, ვენდის დახედა.
All looked at him in wonder, save Nibs, who fortunately looked at Wendy.
204745.
პიტერ პენი | თავი 6, პატარა სახლი
საკვირველი ამბავია, მაგრამ ვენდიმ მართლაც ასწია ხელი.
Wonderful to tell, Wendy had raised her arm.
204746.
პიტერ პენი | თავი 6, პატარა სახლი
ყოყოჩა დაიხარა და მოწიწებით მიუგდო ყური.
Nibs bent over her and listened reverently.
204747.
პიტერ პენი | თავი 6, პატარა სახლი
– მე მგონი, თქვა, ცოდოა ლიკლიკაო, – წაიჩურჩულა მან.
- I think she said, Poor Tootles, - he whispered.
204748.
პიტერ პენი | თავი 6, პატარა სახლი
– ცოცხალია, – მოკლედ თქვა პიტერმა.
– She lives, – Peter said briefly.
204749.
პიტერ პენი | თავი 6, პატარა სახლი
მცირემ იმწამსვე შეჰყვირა: – ვენდი ლედი ცოცხალია.
Slightly cried instantly: – The Wendy lady lives.
204750.
პიტერ პენი | თავი 6, პატარა სახლი
მერე პიტერმა მის გვერდით ჩაიჩოქა და თავისი ღილი იპოვა.
Then Peter knelt beside her and found his button.
204751.
პიტერ პენი | თავი 6, პატარა სახლი
– ხედავთ, – თქვა მან – ისარი ამას მოხვედრია.
– See, – he said, – the arrow struck against this.
204752.
პიტერ პენი | თავი 6, პატარა სახლი
ეს კოცნა, მე მივუძღვენი, და სიკვდილს გადაარჩინა.
It is the kiss I gave her and it has saved her life.
204753.
პიტერ პენი | თავი 6, პატარა სახლი
– მახსოვს კოცნები, – იქვე ჩაერია მცირე, – მაჩვენე.
– I remember kisses, – Slightly interposed quickly, – let me see it.
204754.
პიტერ პენი | თავი 6, პატარა სახლი
პიტერი ყურს არ უგებდა.
Peter did not hear him.
204755.
პიტერ პენი | თავი 6, პატარა სახლი
ვენდის ევედრებოდა, მალე გამოკეთდი, რომ სირინოზები გაჩვენოო.
He was begging Wendy to get better quickly, so that he could show her the mermaids.
204756.
პიტერ პენი | თავი 6, პატარა სახლი
– წკრინს უსმინე! – თქვა ხუჭუჭამ, – იმიტომ ტირის, რომ ეს ვენდი ცოცხალია.
- Listen to Tink, - said Curly, - she is crying because Wendy lives.
204757.
პიტერ პენი | თავი 6, პატარა სახლი
რაღას იზამდნენ, გააგებინეს პიტერს წკრინის ბოროტმოქმედება და მათ არასოდეს უნახავთ, ასე გამკაცრებულიყო პიტერი.
Then they had to tell Peter of Tink's crime, and almost never had they seen Peter look so stern.
204758.
პიტერ პენი | თავი 6, პატარა სახლი
– მისმინე, წკრინკარდალა! – აჰყვირა წკრინს, – შენი მეგობარი აღარ ვარ.
- Listen, Tinker Bell, - he cried, - I am your friend no more.
204759.
პიტერ პენი | თავი 6, პატარა სახლი
სამუდამოდ გამეცალე.
Begone from me forever.
204760.
პიტერ პენი | თავი 6, პატარა სახლი
ისმხარზე დააფრინდა და მუდარა დაუწყო, მაგრამ პიტერმა ხელი აუქნია და მოიშორა.
She flew on to his shoulder and pleaded, but Peter brushed her off.