მოიძებნა 669199 ჩანაწერი
204801.
პიტერ პენი | თავი 6, პატარა სახლი
ამაზე ბიჭებს სიხარულის სიცილი აუტყდათ, რადგან მათ მოზიდულ ტოტებს, ბედად, წითელი ფისი შერჩენოდა, ხოლო გარშემო მიწა ხავსით იყო მოფენილი.
They gurgled with joy at this, for by the greatest good luck the branches they had brought were sticky with red sap, and all the ground was carpeted with moss.
204802.
პიტერ პენი | თავი 6, პატარა სახლი
შენს სახლს უკვე კედლებიც აქვს, სახურავიც, კოხტა კარიც, ვენდი, ჩვენო კარგო დედავ, რას ინებებ სხვას?
- We've built the little walls and roof and made a lovely door, so tell us, mother Wendy, what are you wanting more?
204803.
პიტერ პენი | თავი 6, პატარა სახლი
– ვარდები! – მკაცრად შეჰყვირა პიტერმა.
- Roses, - cried Peter sternly.
204804.
პიტერ პენი | თავი 6, პატარა სახლი
პიტერს ეს აზრი ჭკუაში დაუჯდა და მაშინვე მიითვისა, ვითომდა მისი ყოფილიყო.
Peter, seeing this to be a good idea, at once pretended that it was his own.
204805.
პიტერ პენი | თავი 6, პატარა სახლი
პიტერმა სახლს აუარ-ჩაუარა და ბოლო ბრძანებები გასცა.
Peter strode up and down, ordering finishing touches.
204806.
პიტერ პენი | თავი 6, პატარა სახლი
მის მახვილ თვალს არაფერი გამოეპარებოდა.
Nothing escaped his eagle eyes.
204807.
პიტერ პენი | თავი 6, პატარა სახლი
– კარზე ჩაქუჩი არ ჰკიდია, – თქვა მან.
- There's no knocker on the door, - he said.
204808.
პიტერ პენი | თავი 6, პატარა სახლი
ყველას შერცხვა, მაგრამ ლიკლიკამ თავისი ფეხსაცმლის ლანჩა მიაწოდა და ძალიანაც კარგი ჩაქუჩი გამოვიდა.
They were very ashamed, but Tootles gave the sole of his shoe, and it made an excellent knocker.
204809.
პიტერ პენი | თავი 6, პატარა სახლი
ამან პიტერს აზრი ჩააგონა.
This gave Peter an idea.
204810.
პიტერ პენი | თავი 6, პატარა სახლი
ჯონს თავიდან ქუდი ააცალა, ძირი ჩაუხია და სახურავზე დადო.
He snatched the hat off John's head, knocked out the bottom, and put the hat on the roof.
204811.
პიტერ პენი | თავი 6, პატარა სახლი
პატარა სახლს ისე გაუხარდა ასეთი ჩინებული საკვამური, რომ შლაპიდან, თითქოს მადლობის ნიშნადო, მაშინვე ქუდიდან ამოვიდა კვამლი.
The little house was so pleased to have such a capital chimney that, as if to say thank you, smoke immediately began to come out of the hat.
204812.
პიტერ პენი | თავი 6, პატარა სახლი
კიდევ კარგი, არავის უკითხავს, რა არის პირველი შთაბეჭდილებაო.
He was glad no one asked him what first impressions are.
204813.
პიტერ პენი | თავი 6, პატარა სახლი
პიტერმა თავაზიანად დააკაკუნა, ახლა ტყეც ისევე მიჩუმებულიყო, როგორც ბავშვები, ჩქამიც არ ისმოდა, მხოლოდ ტოტზე ჩამომჯდარი წკრინკარდალა წკრიალებდა და აშკარად დასცინოდა.
He knocked politely, and now the wood was as still as the children, not a sound to be heard except from Tinker Bell, who was watching from a branch and openly sneering.
204814.
პიტერ პენი | თავი 6, პატარა სახლი
კარი გაიღო და ლედი გამოვიდა.
The door opened and a lady came out.
204815.
პიტერ პენი | თავი 6, პატარა სახლი
ვენდი ისეთი გაკვირვებული იყო, როგორც მართებდა, სწორედ ისე, როგორც ისინი იმედოვნებდნენ.
Wendy looked properly surprised, and this was just how they had hoped she would look.
204816.
პიტერ პენი | თავი 6, პატარა სახლი
– სად ვარ? – თქვა მან.
– Where am I? – she said.
204817.
პიტერ პენი | თავი 6, პატარა სახლი
– ვენდი ლედი, – უთხრა სხაპასხუპით, – ეს სახლი შენ აგიშენეთ.
– Wendy lady, – he said rapidly, – for you we built this house.
204818.
პიტერ პენი | თავი 6, პატარა სახლი
– გეხვეწები, თქვი, რომ მოგწონს, – შეჰყვირა ყოყოჩამ.
– Oh, say you're pleased, – cried Nibs.
204819.
პიტერ პენი | თავი 6, პატარა სახლი
– რა მშვენიერი, რა საყვარელი სახლია! – თქვა ვენდიმ, სწორედ ამ სიტყვების იმედი ჰქონდათ მისგან.
– Lovely, darling house! – Wendy said, and they were the very words they had hoped she would say.
204820.
პიტერ პენი | თავი 6, პატარა სახლი
– ჩვენ კი შენი შვილები ვართ, – შესძახეს ტყუპებმა.
– And we are your children, – cried the twins.