მოიძებნა 669199 ჩანაწერი
204821.
პიტერ პენი | თავი 6, პატარა სახლი
მერე ყველანი მუხლებზე დაეცნენ, ხელები გაუწოდეს და შეჰყვირეს: – ვენდი ლედი, გახდი, რა, ჩვენი დედა!
Then all went on their knees, and holding out their arms cried: – O Wendy lady, be our mother.
204822.
პიტერ პენი | თავი 6, პატარა სახლი
– ეგ არაფერი, – თქვა პიტერმა, გეგონება, იქ მყოფებიდან ყველაზე კარგად იმან იცის ამ საქმის, არადა სინამდვილეში ყველაზე ნაკლები იცოდა,
– That doesn't matter, – said Peter, as if he were the only person present who knew all about it, though he was really the one who knew least.
204823.
პიტერ პენი | თავი 6, პატარა სახლი
– მაშ, კარგი, – თქვა ვენდიმ, – თავს არ დავიზოგავ.
– Very well, – she said, – I will do my best.
204824.
პიტერ პენი | თავი 6, პატარა სახლი
აბა, ახლავე შინ შემოდით, თქვე ცელქებო, ზუსტად ვიცი, ფეხები სველი გექნებათ.
Come inside at once, you naughty children; I am sure your feet are damp.
204825.
პიტერ პენი | თავი 6, პატარა სახლი
სანამ ლოგინში ჩაგაწვენდეთ, კონკიას ზღაპრის დამთავრებასაც მოვასწრებ.
Before I put you to bed I have just time to finish the story of Cinderella.
204826.
პიტერ პენი | თავი 6, პატარა სახლი
ეს იყო პირველი საღამო იმ მრავალი სახალისო საღამოდან, რომლებიც ვენდისთან ერთად გაატარეს.
And that was the first of the many joyous evenings they had with Wendy.
204827.
პიტერ პენი | თავი 6, პატარა სახლი
ცოტა ხანში ვენდიმ ყველანი დააწვინა ხეებქვეშა ბინის ვეება ლოგინში და საბნები ამოუკეცა, თვითონ კი ის ღამე პატარა სახლში გაათია.
By and by she tucked them up in the great bed in the home under the trees, but she herself slept that night in the little house.
204828.
პიტერ პენი | თავი 6, პატარა სახლი
ხმალამოღებული პიტერი გარეთ გუშაგად დაუდგა, რადგან შორიდან მოქეიფე მეკობრეების ხმები ისმოდა, და მგლებიც საკბილოს საძებრად დაძუნძულებდნენ.
Peter kept watch outside with drawn sword, for the pirates could be heard carousing far away and the wolves were on the prowl.
204829.
პიტერ პენი | თავი 6, პატარა სახლი
პატარა სახლი სიბნელეში მყუდრო და უხიფათო ჩანდა, ფარდებში კაშკაშა სინათლე ატანდა, საკვამურიდან ლამაზად ამოდიოდა კვამლი, ხოლო კართან პიტერი ყარაულობდა.
The little house looked so cosy and safe in the darkness, with a bright light showing through its blinds, and the chimney smoking beautifully, and Peter standing on guard.
204830.
პიტერ პენი | თავი 6, პატარა სახლი
გავიდა ხანი და პიტერს ჩაეძინა, ამიტომ ორგიიდან შინისკენ ბარბაცით მიმავალი ფერიები იძულებული გახდნენ, მისთვის ზედ გადაევლოთ.
After a time he fell asleep, and some unsteady fairies had to climb over him on their way home from an orgy.
204831.
პიტერ პენი | თავი 6, პატარა სახლი
თავიანთ ბილიკზე ღამით სხვა ბიჭი რომ გადაღობვოდა, ცუდ საქმეს დამართებდნენ, პიტერს კი მხოლოდ სიყვარულით მოქაჩეს ცხვირი და გზა განაგრძეს.
Any of the other boys obstructing the fairy path at night they would have mischiefed, but they just tweaked Peter's nose and passed on.
204832.
პიტერ პენი | თავი 7, მიწისქვეშა ბინა
მეორე დღეს, პიტერმა პირველ რიგში ვენდი, ჯონი და მაიკლი გაზომა.
One of the first things Peter did next day was to measure Wendy and John and Michael.
204833.
პიტერ პენი | თავი 7, მიწისქვეშა ბინა
ხომ გახსოვს, კაუჭამ ბიჭებს რომ დასცინა, სათითაო ხე რად უნდათო, რა იცოდა, რომ თუ ხე ზუსტად არ გქონდა მორგებული, ასვლა-ჩასვლა გაგიჭირდებოდა, მაგრამ ორი ბიჭიც კი არ იყო ერთნაირი ზომის.
Hook, you remember, had sneered at the boys for thinking they needed a tree apiece, but this was ignorance, for unless your tree fitted you it was difficult to go up and down, and no two of the boys were quite the same size.
204834.
პიტერ პენი | თავი 7, მიწისქვეშა ბინა
ვენდი და მაიკლი პირველივე ცდაზე მოერგნენ თავთავიანთ ხეებს, ჯონს კი ცოტა გადაკეთება დასჭირდა.
Wendy and Michael fitted their trees at the first try, but John had to be altered a little.
204835.
პიტერ პენი | თავი 7, მიწისქვეშა ბინა
რამდენიმე დღეში უკვე ისე ხალისიანად ადი-ჩადიოდნენ, როგორც ვედროები – ჭაში.
After a few days' practice they could go up and down as gaily as buckets in a well.
204836.
პიტერ პენი | თავი 7, მიწისქვეშა ბინა
ის თავიანთი მიწისქვეშა ბინა ხომ გულმხურვალედ შეუყვარდათ, მეტადრე ვენდის.
And how ardently they grew to love their home under the ground, especially Wendy.
204837.
პიტერ პენი | თავი 7, მიწისქვეშა ბინა
სახლი, როგორც წესი და რიგია, ერთი დიდი ოთახისგან შედგებოდა, სადაც, თუკი სათევზაოდ წასვლა მოგინდებოდა, იატაკს მითხრი-მოთხრიდი ჭიაყელებისთვის, ამ იატაკიდან ამოზრდილიყო წარმტაცი ფერის დიდრონი სოკოები, რომლებსაც ტაბურეტებად ხმარობდნენ.
It consisted of one large room, as all houses should do, with a floor in which you could dig for worms if you wanted to go fishing, and in this floor grew stout mushrooms of a charming colour, which were used as stools.
204838.
პიტერ პენი | თავი 7, მიწისქვეშა ბინა
შუა ოთახში თავდაუზოგავად ცდილობდა ამოსვლას არახე, მაგრამ ყოველ დილით ძირში, იატაკის პირას, გადახერხავდნენ.
A Never tree tried hard to grow in the centre of the room, but every morning they sawed the trunk through, level with the floor.
204839.
პიტერ პენი | თავი 7, მიწისქვეშა ბინა
ჩაის დრო რომ დადგებოდა, ასე, ორ ფუტამდე ამოზრდილი დაუხვდებოდათ, ზედ კარს დაადებდნენ და მაგიდა გამოსდიოდათ, სუფრას რომ აალაგებდნენ, ისევ გადაჭრიდნენ ხეს და სათამაშო ადგილიც გამოჩნდებოდა.
By tea-time it was always about two feet high, and then they put a door on top of it, the whole thus becoming a table; as soon as they cleared away, they sawed off the trunk again, and thus there was more room to play.
204840.
პიტერ პენი | თავი 7, მიწისქვეშა ბინა
ვეება ბუხარიც ჰქონდათ, რომელიც, თუკი ანთებას მოიწადინებდი, თითქოს ოთახის ყველა კუთხეში დაგიხვდებოდა, ბუხრის წინ ვენდიმ ბოჭკოებისგან დაწნული თოკები გაჭიმა და ზედ სარეცხს ფენდა.
There was an enormous fireplace which was in almost any part of the room where you cared to light it, and across this Wendy stretched strings, made of fibre, from which she suspended her washing.