მოიძებნა 669199 ჩანაწერი
204861.
პიტერ პენი | თავი 7, მიწისქვეშა ბინა
ქერა იყო დედა თუ შავგვრემანი?
Was Mother blonde or brunette?
204862.
პიტერ პენი | თავი 7, მიწისქვეშა ბინა
შეეცადე, სამივე კითხვას უპასუხო.
Answer all three questions if possible.
204863.
პიტერ პენი | თავი 7, მიწისქვეშა ბინა
აღწერე, როგორ იცინოდა დედა.
Describe Mother's laugh.
204864.
პიტერ პენი | თავი 7, მიწისქვეშა ბინა
აღწერე, როგორ იცინოდა მამა;
Describe Father's laugh.
204865.
პიტერ პენი | თავი 7, მიწისქვეშა ბინა
აღწერე დედას სამეჯლისო კაბა;
Describe Mother's Party Dress.
204866.
პიტერ პენი | თავი 7, მიწისქვეშა ბინა
აღწერე ხუხულა და მისი ბინადარი“.
Describe the Kennel and its Inmate.
204867.
პიტერ პენი | თავი 7, მიწისქვეშა ბინა
აი, ასეთი ყოველდღიური კითხვები იყო, და თუ პასუხის გაცემა გაგიჭირდებოდა, ჯვარს დასვამდი, ჯონიც კი იმდენ ჯვარს სვამდა, თავზარი დაგეცემოდა.
They were just everyday questions like these, and when you could not answer them you were told to make a cross, and it was really dreadful what a number of crosses even John made.
204868.
პიტერ პენი | თავი 7, მიწისქვეშა ბინა
რა თქმა უნდა, ყველა კითხვას მხოლოდ მცირე სცემდა პასუხს და დიდი იმედიც ჰქონდა, პირველ ადგილს დავიკავებო, მაგრამ ისეთ სულელურ პასუხებს დაწერდა ხოლმე, რომ სინამდვილეში ბოლო ადგილზე გადიოდა.
Of course the only boy who replied to every question was Slightly, and no one could have been more hopeful of coming out first, but his answers were perfectly ridiculous, and he really came out last.
204869.
პიტერ პენი | თავი 7, მიწისქვეშა ბინა
პიტერი ამ შეჯიბრში არ მონაწილეობდა.
Peter did not compete.
204870.
პიტერ პენი | თავი 7, მიწისქვეშა ბინა
ჯერ ერთი, რომ ვენდის გარდა ყველა დედა ეჯავრებოდა და მეორეც, ერთადერთი ბიჭი იყო კუნძულზე, ვინც არც წერა იცოდა და არც კითხვა, ერთ პაწია სიტყვაც კი.
For one thing he despised all mothers except Wendy, and for another he was the only boy on the island who could neither write nor spell, not the smallest word.
204871.
პიტერ პენი | თავი 7, მიწისქვეშა ბინა
სხვათა შორის, ყველა შეკითხვა წარსულ დროში ეწერა.
By the way, the questions were all written in the past tense.
204872.
პიტერ პენი | თავი 7, მიწისქვეშა ბინა
საქმე ის იყო, რომ ვენდისაც ყველაფერი ავიწყდებოდა.
Wendy, you see, had been forgetting, too.
204873.
პიტერ პენი | თავი 7, მიწისქვეშა ბინა
ცხადია, თავგადასავლები როგორც ვნახავთ ყოველდღიური ამბავი იყო, მაგრამ იმ ხანებში პიტერმა, ვენდის დახმარებით, ახალი თამაში მოიგონა, რომელიც მეტისმეტად იტაცებდა, სანამ ერთბაშად არ მობეზრდა, ხომ გითხარი, მის ყველა თამაშს ეს ბედი ეწეოდა-მეთქი.
Adventures, of course, as we shall see, were of daily occurrence, but about this time Peter invented, with Wendy's help, a new game that fascinated him enormously, until he suddenly had no more interest in it, which, as you have been told, was what always happened with his games.
204874.
პიტერ პენი | თავი 7, მიწისქვეშა ბინა
თავი უნდა დაგეჭირა, ვითომ არანაირი თავგადასავალი არ გხდებოდა და ის გეკეთებინა, რასაც მთელი სიცოცხლე აკეთებდნენ ჯონი და მაიკლი, მჯდარიყავი სკამზე, გეთამაშა ბურთი, გეჯიკავა ერთმანეთისთვის, გევლო სასეირნოდ და ისე დაბრუნებულიყავი, რომ გრიზლიც კი არ მოგეკლა.
It consisted in pretending not to have adventures, in doing the sort of thing John and Michael had been doing all their lives, sitting on stools flinging balls in the air, pushing each other, going out for walks and coming back without having killed so much as a grizzly.
204875.
პიტერ პენი | თავი 7, მიწისქვეშა ბინა
სატრაბახოდ ჰქონდა, სასეირნოდ იმიტომ დავდივარ, რომ ჯანმრთელობას რგებსო.
He boasted that he had gone walking for the good of his health.
204876.
პიტერ პენი | თავი 7, მიწისქვეშა ბინა
ხშირად მარტო გავიდოდა, და როცა დაბრუნდებოდა, დაჯერებით ვერ იტყოდი, გადახდა თავგადასავალი თუ არა.
He often went out alone, and when he came back you were never absolutely certain whether he had had an adventure or not.
204877.
პიტერ პენი | თავი 7, მიწისქვეშა ბინა
შეიძლება ისე პირწმინდად დავიწყებოდა, რომ არც კი ეხსენებინა, მერე, როცა შენ თვითონ გახვიდოდი გარეთ, გვამს გადაეყრებოდი, ხანდახან კი პირიქით, რას არ მოჰყვებოდა, არადა გვამს ვერსად წააწყდებოდი.
He might have forgotten it so completely that he said nothing about it, and then when you went out you found the body, and, on the other hand, he might say a great deal about it, and yet you could not find the body.
204878.
პიტერ პენი | თავი 7, მიწისქვეშა ბინა
ზოგჯერ თავშეხვეული მოვიდოდა და სანამ ვენდი დაჰვიშვიშებდა და ჭრილობას შემთბარი წყლით ბანდა, თვითონ რაიმე საოცარ ამბავს ყვებოდა.
Sometimes he came home with his head bandaged, and then Wendy cooed over him and bathed it in lukewarm water, while he told a dazzling tale.
204879.
პიტერ პენი | თავი 7, მიწისქვეშა ბინა
თუმცა, იცოდა, რომ ბევრი თავგადასავალი ნამდვილი იყო, რადგან თვითონაც მონაწილეობდა, ოღონდ ნამდვილ თავგადასავლებს მაინც ნაწილობრივ ნამდვილი თავგადასავლები სჭარბობდა, რაკი იმ თავგადასავლებში ბიჭებსაც მიეღოთ მონაწილეობა და ამბობდნენ, თავიდან ბოლომდე ნამდვილიაო.
There were, however, many adventures which she knew to be true because she was in them herself, and there were still more that were at least partly true, for the other boys were in them and said they were wholly true.
204880.
პიტერ პენი | თავი 7, მიწისქვეშა ბინა
ყველა რომ აღვწეროთ, იმსისქე წიგნი გამოგვივა, რამსისქეც ინგლისურლათინური და ლათინურ-ინგლისური ლექსიკონია, ამიტომ ისღა დაგვრჩენია, რომელიმე თავგადასავალს მოვყვეთ, როგორც მაგალითს იმისა, თუ რა ხდებოდა კუნძულზე ერთი ჩვეულებრივი საათის განმავლობაში.
To describe them all would require a book as large as an English-Latin, Latin-English Dictionary, and the most we can do is to give one as a specimen of an average hour on the island.