მოიძებნა 669199 ჩანაწერი
204841.
პიტერ პენი | თავი 7, მიწისქვეშა ბინა
საწოლი დღისით კედელზე ჰქონდათ აყუდებული, შვიდის ნახევარზე კი ჩამოიღებდნენ და ლამის ნახევარ ოთახს დაიჭერდა, ყველა ბიჭს ზედ ეძინა გარდა მაიკლისა, ისე იწვნენ, როგორც სარდინები კონსერვის კოლოფში.
The bed was tilted against the wall by day, and let down at 6:30, when it filled nearly half the room; and all the boys slept in it, except Michael, lying like sardines in a tin.
204842.
პიტერ პენი | თავი 7, მიწისქვეშა ბინა
გვერდის შეცვლა სასტიკად იყო აკრძალული, სანამ რომელიმე სიგნალს არ მისცემდა, მაშინ კი ყველანი ერთად გადაბრუნდებოდნენ.
There was a strict rule against turning round until one gave the signal, when all turned at once.
204843.
პიტერ პენი | თავი 7, მიწისქვეშა ბინა
ვერც ერთი ქალი, ამაზე სრულქმნილად ვერ შეანივთებდა ბუდუარსა და საძინებელს.
No woman, could have had a more exquisite boudoir [dressing room] and bed-chamber combined.
204844.
პიტერ პენი | თავი 7, მიწისქვეშა ბინა
წკრინს დანარჩენი ბინა ეზიზღებოდა, რაც, ალბათ, მართლაც გარდაუვალი იყო, და მის საცხოვრისს, თუმცა კი ლამაზს, ერთობ ამპარტავნული შესახედაობა ჰქონდა და მარად აბზეკილ ცხვირს წააგავდა.
Tink was very contemptuous of the rest of the house, as indeed was perhaps inevitable, and her chamber, though beautiful, looked rather conceited, having the appearance of a nose permanently turned up.
204845.
პიტერ პენი | თავი 7, მიწისქვეშა ბინა
მთელი კვირაობით ვერ ახერხებდა მიწის ზემოთ ასვლას, მხოლოდ საღამოობით თუ ავიდოდა საკემსავთან ერთად.
Really there were whole weeks when, except perhaps with a stocking in the evening, she was never above ground.
204846.
პიტერ პენი | თავი 7, მიწისქვეშა ბინა
მეტწილად პურის ხის შემწვარი ნაყოფით, ბატატით, ქოქოსის კაკლებით, გამომცხვარი ტახის ხორცით, მამეის ჭერმითა და ტაპას ფუნთუშებით იკვებებოდნენ და გოგრის კანის ტოლჩებით პოე-პოეს აყოლებდნენ, თუმცა წინასწარ არასოდეს იცოდნენ, მართლა ისადილებდნენ თუ – ვითომ.
The cooking, I can tell you, kept her nose to the pot, and even if there was nothing in it, even if there was no pot, she had to keep watching that it came aboil just the same.
204847.
პიტერ პენი | თავი 7, მიწისქვეშა ბინა
ვენდის ყველაზე მეტად მაშინ უყვარდა კერვა და კემსვა, ყველას რომ დააწვენდა.
Wendy's favourite time for sewing and darning was after they had all gone to bed.
204848.
პიტერ პენი | თავი 7, მიწისქვეშა ბინა
როცა წინდებით სავსე კალათას მიუჯდებოდა, ყოველ წინდას ქუსლი გამოხეული ჰქონდა, ხელებს აღაპყრობდა და შესძახებდა: – ღმერთმანი, ზოგჯერ ვფიქრობ, შინაბერებისა უნდა გშურდეს!
When she sat down to a basketful of their stockings, every heel with a hole in it, she would fling up her arms and exclaim: – Oh dear, I am sure I sometimes think spinsters are to be envied!
204849.
პიტერ პენი | თავი 7, მიწისქვეშა ბინა
ამის თქმაზე მას სახე გაუცისკროვნდებოდა.
Her face beamed when she exclaimed this.
204850.
პიტერ პენი | თავი 7, მიწისქვეშა ბინა
მას მერე ის სულ თან დასდევდა ყველგან.
After that it followed her about everywhere.
204851.
პიტერ პენი | თავი 7, მიწისქვეშა ბინა
დრო გადიოდა, ნეტავ, ფიქრობდა კი ვენდის შინ დარჩენილი საყვარელი მშობლები?
As time wore on did she think much about the beloved parents she had left behind her?
204852.
პიტერ პენი | თავი 7, მიწისქვეშა ბინა
რთული შეკითხვაა, რადგან შეუძლებელია იმისი თქმა, თუ როგორ გადის დრო არლანდიაში, სადაც მას მზეებისა და მთვარეების მიხედვით ანგარიშობენ, რომლებიც გაცილებით მეტია, ვიდრე მატერიკზე.
This is a difficult question, because it is quite impossible to say how time does wear on in the Neverland, where it is calculated by moons and suns, and there are ever so many more of them than on the mainland.
204853.
პიტერ პენი | თავი 7, მიწისქვეშა ბინა
თუმცა, ვშიშობ, ვენდი მაინცდამაინც არ დარდობდა დედ-მამაზე;
But I am afraid that Wendy did not really worry about her father and mother.
204854.
პიტერ პენი | თავი 7, მიწისქვეშა ბინა
მტკიცედ სჯეროდა, ფანჯარა მუდამ ღია ექნებათ, რათა კვლავ შინ შევფრინდეო, ამიტომ გული საგულეს ჰქონდა.
She was absolutely confident that they would always keep the window open for her to fly back by, and this gave her complete ease of mind.
204855.
პიტერ პენი | თავი 7, მიწისქვეშა ბინა
ხანდახან ის თუ შეაწუხებდა, რომ ჯონს ბუნდოვნადღა ახსოვდა მშობლები, თითქოს ძველი ნაცნობები ყოფილიყვნენ, ხოლო მაიკლს ლამის მართლა ვენდი ეგონა დედა.
What did disturb her at times was that John remembered his parents vaguely only, as people he had once known, while Michael was quite willing to believe that she was really his mother.
204856.
პიტერ პენი | თავი 7, მიწისქვეშა ბინა
ეს, ცოტა არ იყოს, აშინებდა ვენდის, და კეთილშობილური განზრახვით აღსავსე ცდილობდა, ძმებისთვის გონებაში ჩაებეჭდა წინანდელი ცხოვრება, რისთვისაც წერით გამოცდას უტარებდა ხოლმე, შეძლებისდაგვარად ისე, როგორც თვითონ აბარებდა სკოლაში.
These things scared her a little, and nobly anxious to do her duty, she tried to fix the old life in their minds by setting them examination papers on it, as like as possible to the ones she used to do at school.
204857.
პიტერ პენი | თავი 7, მიწისქვეშა ბინა
ამან სხვა ბიჭებიც ისე დააინტერესა, რომ დაიჟინეს, ჩვენც შემოგიერთდებითო, და გრიფელის დაფები გაიკეთეს.
The other boys thought this awfully interesting, and insisted on joining, and they made slates for themselves.
204858.
პიტერ პენი | თავი 7, მიწისქვეშა ბინა
ძალიან უბრალო კითხვები იყო.
They were the most ordinary questions.
204859.
პიტერ პენი | თავი 7, მიწისქვეშა ბინა
რა ფერის თვალები ჰქონდა დედას?
What was the colour of Mother's eyes?
204860.
პიტერ პენი | თავი 7, მიწისქვეშა ბინა
ვინ უფრო მაღალი იყო –დედა თუ მამა?
Which was taller, Father or Mother?