მოიძებნა 669199 ჩანაწერი
204921.
პიტერ პენი | თავი 8, სირინოზთა ლაგუნა
სანამ პირზე ის ღიმილი დასთამაშებდა, დალაპარაკებას ვერ უბედავდნენ, უნდა მდგარიყვნენ და ბრძანებას დალოდებოდნენ.
While that smile was on his face no one dared address him; all they could do was to stand ready to obey.
204922.
პიტერ პენი | თავი 8, სირინოზთა ლაგუნა
ბრძანებაც გაისმა მკაცრად და მკაფიოდ.
The order came sharp and incisive.
204923.
პიტერ პენი | თავი 8, სირინოზთა ლაგუნა
გაიელვა ფეხებმა, და ლაგუნა იმწამსვე დაცარიელდა.
There was a gleam of legs, and instantly the lagoon seemed deserted.
204924.
პიტერ პენი | თავი 8, სირინოზთა ლაგუნა
მხოლოდ მიტოვებულთა კლდე იდგა იმ ავბედით წყლებში, თითქოს თვითონაც მიტოვებულიაო.
Marooners' Rock stood alone in the forbidding waters as if it were itself marooned.
204925.
პიტერ პენი | თავი 8, სირინოზთა ლაგუნა
ნავი მოახლოვდა.
The boat drew nearer.
204926.
პიტერ პენი | თავი 8, სირინოზთა ლაგუნა
მეკობრეთა კანჯო იყო, შიგ სამნი ისხდნენ: სმი, სტარკი და მესამეც – ტყვე, არც მეტი, არც ნაკლები, წითელი შროშანი.
It was the pirate dinghy, with three figures in her, Smee and Starkey, and the third a captive, no other than Tiger Lily.
204927.
პიტერ პენი | თავი 8, სირინოზთა ლაგუნა
ხელ-ფეხი შეკრული ჰქონდა და იცოდა, რა ბედიც ელოდა.
Her hands and ankles were tied, and she knew what was to be her fate.
204928.
პიტერ პენი | თავი 8, სირინოზთა ლაგუნა
კლდეზე დატოვებდნენ დასაღუპავად, რაც მისი რასისთვის იმაზე საშინელი აღსასრული იქნებოდა, ვიდრე ცეცხლში დაწვა ან წამებით სიკვდილი, რადგან განა მისი ტომის წიგნში არა წერია, წყალ-წყალ სიარულით იღბლიან სანადირო ადგილებს ვერ მიაღწევო?
She was to be left on the rock to perish, an end to one of her race more terrible than death by fire or torture, for is it not written in the book of the tribe that there is no path through water to the happy hunting-ground?
204929.
პიტერ პენი | თავი 8, სირინოზთა ლაგუნა
არადა, მაინც უმეტყველო სახე ჰქონდა, იგი ხომ ბელადის ასული იყო, ჰოდა ისე უნდა მომკვდარიყო, როგორც ბელადის ასულს შეჰფეროდა, მორჩა და გათავდა.
Yet her face was impassive, she was the daughter of a chief, she must die as a chief's daughter, it is enough.
204930.
პიტერ პენი | თავი 8, სირინოზთა ლაგუნა
მაშინ ჩაიგდეს ხელში, როცა კბილებში დანაგარჭობილი მეკობრეთა გემზე ადიოდა.
They had caught her boarding the pirate ship with a knife in her mouth.
204931.
პიტერ პენი | თავი 8, სირინოზთა ლაგუნა
ამაღამ ის ქარი ერთ შეკივლებასაც თან გაიყოლებდა.
One more wail would go the round in that wind by night.
204932.
პიტერ პენი | თავი 8, სირინოზთა ლაგუნა
მეკობრეებმა ისეთი უკუნეთი მოიყოლეს, რომ კლდე ვერ შენიშნეს და შეეჯახნენ.
In the gloom that they brought with them the two pirates did not see the rock till they crashed into it.
204933.
პიტერ პენი | თავი 8, სირინოზთა ლაგუნა
აბა, რაღა დაგვრჩა, ეს წითელკანიანი ზედ ავიყვანოთ და დავტოვოთ, დაე, დაიხრჩოს.
Now, then, what we have to do is to hoist the redskin on to it and leave her here to drown.
204934.
პიტერ პენი | თავი 8, სირინოზთა ლაგუნა
ერთი სასტიკი წამიც და ლამაზი ასული კლდეზე გადააგდეს, იგი ისეთი ამაყი იყო, რომ ამაო წინააღმდეგობის გაწევა არ იკადრა.
It was the work of one brutal moment to land the beautiful girl on the rock, she was too proud to offer a vain resistance.
204935.
პიტერ პენი | თავი 8, სირინოზთა ლაგუნა
კლდის შორიახლო, მეკობრეთა თვალისგან დაფარულად, წყალზე ორი თავი ქანაობდა, პიტერისა და ვენდისა.
Quite near the rock, but out of sight, two heads were bobbing up and down, Peter's and Wendy's.
204936.
პიტერ პენი | თავი 8, სირინოზთა ლაგუნა
ვენდი ტიროდა, რადგან პირველად იყო, ტრაგედიას რომ შეესწრო.
Wendy was crying, for it was the first tragedy she had seen.
204937.
პიტერ პენი | თავი 8, სირინოზთა ლაგუნა
პიტერს ტრაგედიების მეტი რა ენახა, მაგრამ ყველა დაავიწყდა.
Peter had seen many tragedies, but he had forgotten them all.
204938.
პიტერ პენი | თავი 8, სირინოზთა ლაგუნა
წითელი შროშანი მაინცდამაინც არ შესცოდებია, იმან უფრო გააბრაზა, რომ ერთის წინააღმდეგ ორნი იყვნენ და გადაწყვიტა, ვუშველიო.
He was less sorry than Wendy for Tiger Lily: it was two against one that angered him, and he meant to save her.
204939.
პიტერ პენი | თავი 8, სირინოზთა ლაგუნა
ყველაზე იოლი იქნებოდა, მეკობრეთა წასვლას დალოდებოდა, მაგრამ პიტერი იოლ გზებს არასდროს ირჩევდა.
An easy way would have been to wait until the pirates had gone, but Peter was never one to choose the easy way.
204940.
პიტერ პენი | თავი 8, სირინოზთა ლაგუნა
რა არ შეეძლო ამქვეყნად, და ახლა კაუჭას ხმას მიჰბაძა.
There was almost nothing he could not do, and he now imitated the voice of Hook.