მოიძებნა 669199 ჩანაწერი
204981.
პიტერ პენი | თავი 8, სირინოზთა ლაგუნა
– ვირთევზა, – მიუგო ხმამ, – მხოლოდ და მხოლოდ ვირთევზა.
– A codfish, – replied the voice, – only a codfish.
204982.
პიტერ პენი | თავი 8, სირინოზთა ლაგუნა
დაინახა, რომ თავისმა ხალხმა პირი უბრუნა.
He saw his men draw back from him.
204983.
პიტერ პენი | თავი 8, სირინოზთა ლაგუნა
– მაშ, აქამდე ვირთევზა გვყოლია კაპიტნად? – წაიდუდუნეს.
– Have we been captained all this time by a codfish? – they muttered.
204984.
პიტერ პენი | თავი 8, სირინოზთა ლაგუნა
ესენი ხომ მისი ძაღლები იყვნენ და სადაცაა, ეცემოდნენ, მაგრამ კაუჭა, თუნდაც ტრაგიკულ პიროვნებად ქცეული, არც ერთს ზედ არ უყურებდა.
They were his dogs snapping at him, but, tragic figure though he had become, he scarcely heeded them.
204985.
პიტერ პენი | თავი 8, სირინოზთა ლაგუნა
ბნელი სულის სიღრმეში, როგორც ყველა დიდ მეკობრეს, მასაც ჰქონდა რაღაც ქალური, რაც დროდადრო ალღოში ვლინდებოდა.
In his dark nature there was a touch of the feminine, as in all the great pirates, and it sometimes gave him intuitions.
204986.
პიტერ პენი | თავი 8, სირინოზთა ლაგუნა
– ინგლისში ხარ?
– Are you in England?
204987.
პიტერ პენი | თავი 8, სირინოზთა ლაგუნა
– ახლა თქვენ ჰკითხეთ, – უთხრა დანარჩენებს და დაცვარული შუბლი მოიწმინდა.
– You ask him some questions, – he said to the others, wiping his damp brow.
204988.
პიტერ პენი | თავი 8, სირინოზთა ლაგუნა
სმი დაფიქრდა.
Smee reflected.
204989.
პიტერ პენი | თავი 8, სირინოზთა ლაგუნა
– არაფერი მაფიქრდება, – თქვა წუხილით.
– I can't think of a thing,– he said regretfully.
204990.
პიტერ პენი | თავი 8, სირინოზთა ლაგუნა
- მნებდებით?
- Do you give it up?
204991.
პიტერ პენი | თავი 8, სირინოზთა ლაგუნა
– ახლა, ვერსად წაგვივა! – შეჰყვირა კაუჭამ, – წყალში, სმი.
– Now we have him! – Hook shouted, – Into the water, Smee.
204992.
პიტერ პენი | თავი 8, სირინოზთა ლაგუნა
სტარკ, ნავს მიხედე.
Starkey, mind the boat.
204993.
პიტერ პენი | თავი 8, სირინოზთა ლაგუნა
ამ სიტყვებით წყალში ისკუპა, და იმწამსვე გაისმა პიტერის მხიარული ხმა.
He leaped as he spoke, and simultaneously came the gay voice of Peter.
204994.
პიტერ პენი | თავი 8, სირინოზთა ლაგუნა
– მზადა ხართ, ბიჭებო?
– Are you ready, boys?
204995.
პიტერ პენი | თავი 8, სირინოზთა ლაგუნა
შეტაკება ხანმოკლე იყო.
The fight was short.
204996.
პიტერ პენი | თავი 8, სირინოზთა ლაგუნა
მტრის სისხლი პირველმა ჯონმა დაღვარა, რომელიც მამაცურად აძვრა ნავში.
First to draw blood was John, who gallantly climbed into the boat.
204997.
პიტერ პენი | თავი 8, სირინოზთა ლაგუნა
ცხარე ბრძოლა გაჩაღდა და მეკობრეს ხელიდან დაშნა გამოგლიჯეს.
There was fierce struggle, in which the cutlass was torn from the pirate's grasp.
204998.
პიტერ პენი | თავი 8, სირინოზთა ლაგუნა
იგი ნავიდან გადახტა და ჯონიც მიჰყვა.
He wriggled overboard and John leapt after him.
204999.
პიტერ პენი | თავი 8, სირინოზთა ლაგუნა
აქა-იქ წყლიდან ვისიმე თავი გამოჩნდებოდა ხოლმე, გაიელვებდა ფოლადი და ამ გაელვებას ყვირილი ან ხავილი მოჰყვებოდა.
Here and there a head bobbed up in the water, and there was a flash of steel followed by a cry or a whoop.
205000.
პიტერ პენი | თავი 8, სირინოზთა ლაგუნა
კლდის შორიახლო სტარკი მცირესა და ტყუპებს უტევდა.
Farther from the rock Starkey was pressing Slightly and the twins hard.