მოიძებნა 669199 ჩანაწერი
204941.
პიტერ პენი | თავი 8, სირინოზთა ლაგუნა
– ეჰეი, თქვენ, დოყლაპიებო! – შეჰყვირა მან.
– Ahoy there, you lubbers! – he called.
204942.
პიტერ პენი | თავი 8, სირინოზთა ლაგუნა
– კაპიტანი! – თქვეს მეკობრეებმა და გაშტერებულები შეაცქერდნენ ერთმანეთს.
– The captain! – said the pirates, staring at each other in surprise.
204943.
პიტერ პენი | თავი 8, სირინოზთა ლაგუნა
– წითელკანიანს კლდეზე ვტოვებთ, – გასძახა სმიმ.
– We are putting the redskin on the rock, – Smee called out.
204944.
პიტერ პენი | თავი 8, სირინოზთა ლაგუნა
– გაუშვით, – მოისმა გამაოგნებელი პასუხი.
– Set her free, – came the astonishing answer.
204945.
პიტერ პენი | თავი 8, სირინოზთა ლაგუნა
ცხადია, ვენდი აღტაცებაში მოვიდა პიტერის საზრიანობით, მაგრამ იცოდა, რომ პიტერი თვითონაც ისეთი აღტაცებული იქნებოდა, ვაითუ დაეყივლა და თავი გაეცა, ამიტომ წყლიდან იმწამსვე ამოყო ხელი, პირზე მივაფაროო.
Of course, Wendy was very elated over Peter's cleverness, but she knew that Peter would be elated also and very likely crow and thus betray himself, so at once her hand went out to cover his mouth.
204946.
პიტერ პენი | თავი 8, სირინოზთა ლაგუნა
პიტერი იქნებ მართლაც აპირებდა დაყივლებას, მაგრამ ახლა, ტუჩებმოპრუწულმა, გაკვირვებით დაუსტვინა.
Peter may have been about to crow, but his face puckered in a whistle of surprise instead.
204947.
პიტერ პენი | თავი 8, სირინოზთა ლაგუნა
ახლა კი მიხვდა ვენდი.
Now Wendy understood.
204948.
პიტერ პენი | თავი 8, სირინოზთა ლაგუნა
ნამდვილი კაუჭაც წყალში იყო.
The real Hook was also in the water.
204949.
პიტერ პენი | თავი 8, სირინოზთა ლაგუნა
ნავისკენ მოცურავდა და, რაკი მისმა ხალხმა ფარანი მიაშველა და გზა გაუნათა, მალევე მოაღწია.
He was swimming to the boat, and as his men showed a light to guide him he had soon reached them.
204950.
პიტერ პენი | თავი 8, სირინოზთა ლაგუნა
ფარნის შუქზე ვენდიმ დაინახა, რომ ნავის ფერდს კაუჭი ჩაეჭიდა.
In the light of the lantern, Wendy saw his hook grip the boat's side;
204951.
პიტერ პენი | თავი 8, სირინოზთა ლაგუნა
– კაპიტანო, ხომ მშვიდობაა? – მორიდებით ჰკითხეს, მაგრამ იმან პასუხად მხოლოდ ყრუდ ამოიოხრა.
- Captain, is all well? - they asked timidly, but he answered with a hollow moan.
204952.
პიტერ პენი | თავი 8, სირინოზთა ლაგუნა
– ისევ ოხრავს, – თქვა სტარკიმ.
- He sighs again, - said Starkey.
204953.
პიტერ პენი | თავი 8, სირინოზთა ლაგუნა
– აი, მესამედაც ამოიოხრა, – თქვა სმიმ.
- And yet a third time he sighs, - said Smee.
204954.
პიტერ პენი | თავი 8, სირინოზთა ლაგუნა
- იმ ბიჭებმა დედა იშოვეს.
- Those boys have found a mother.
204955.
პიტერ პენი | თავი 8, სირინოზთა ლაგუნა
ვენდის შიშით სული კბილით ეჭირა, მაგრამ მაინც სიამაყით აივსო.
Affrighted though she was, Wendy swelled with pride.
204956.
პიტერ პენი | თავი 8, სირინოზთა ლაგუნა
– ო, შავო დღეო! – შესძახა სტარკიმ.
= O evil day! - cried, Starkey.
204957.
პიტერ პენი | თავი 8, სირინოზთა ლაგუნა
– დედა რაღაა? – იკითხა უვიცმა სმიმ.
- What's a mother? - asked the ignorant Smee.
204958.
პიტერ პენი | თავი 8, სირინოზთა ლაგუნა
ვენდი ისე გაოგნდა, რომ წამოიძახა.
Wendy was so shocked that she exclaimed.
204959.
პიტერ პენი | თავი 8, სირინოზთა ლაგუნა
პიტერმა წყალში ჩააყურყუმელავა, რადგან კაუჭა წამოხტა და დაიღრიალა: - ეს რა იყოო?!
Peter pulled her beneath the water, for Hook had started up, crying: - What was that?
204960.
პიტერ პენი | თავი 8, სირინოზთა ლაგუნა
– მე არაფერი გამიგონია, – თქვა სტარკიმ, ასწია ფარანი და წყალი გაანათა, მეკობრეებმა გაიხედეს და უცნაური სურათი დაინახეს.
- I heard nothing, - said Starkey, raising the lantern over the waters, and as the pirates looked they saw a strange sight.