მოიძებნა 669199 ჩანაწერი
205001.
პიტერ პენი | თავი 8, სირინოზთა ლაგუნა
მისმა რკინის კაუჭმა წყალში თითქოს სასიკვდილო წრე შემოხაზა და ბიჭები დამფრთხალი ჭიჭყინებივით გაიფანტნენ.
His iron claw made a circle of dead water round him, from which they fled like affrighted fishes.
205002.
პიტერ პენი | თავი 8, სირინოზთა ლაგუნა
თუმცა, ერთ ვინმეს მაინც არ ეშინოდა მისი, ის ერთი ვინმე მზად იყო, წრეში შესულიყო.
But there was one who did not fear him, there was one prepared to enter that circle.
205003.
პიტერ პენი | თავი 8, სირინოზთა ლაგუნა
უცნაურია, მაგრამ წყალში როდი შეხვდნენ ერთმანეთს.
Strangely, it was not in the water that they met.
205004.
პიტერ პენი | თავი 8, სირინოზთა ლაგუნა
კაუჭა სულის მოსათქმელად კლდეზე აცოცდა, და იმავე წამს მეორე მხრიდან პიტერიც შეეჭიდა კლდეს.
Hook rose to the rock to breathe, and at the same moment Peter scaled it on the opposite side.
205005.
პიტერ პენი | თავი 8, სირინოზთა ლაგუნა
კლდე ბურთივით სრიალა იყო და კი არ ადიოდნენ, ოთხით მიხოხავდნენ.
The rock was slippery as a ball, and they had to crawl rather than climb.
205006.
პიტერ პენი | თავი 8, სირინოზთა ლაგუნა
არც ერთმა არ იცოდა, რომ მეორეც მოდიოდა.
Neither knew that the other was coming.
205007.
პიტერ პენი | თავი 8, სირინოზთა ლაგუნა
უდიდეს გმირებსაც უღიარებიათ, შერკინების წინ გული გვეკუმშებოდაო.
Some of the greatest heroes have confessed that just before they fell to began combat they had a sinking feeling in the stomach.
205008.
პიტერ პენი | თავი 8, სირინოზთა ლაგუნა
იმ წუთს პიტერსაც რომ ასე მოსვლოდა, გამოვტყდებოდი.
Had it been so with Peter at that moment I would admit it.
205009.
პიტერ პენი | თავი 8, სირინოზთა ლაგუნა
ბოლოს და ბოლოს, კაუჭა ხომ ერთადერთი კაცი იყო, ვისაც გემის მზარეული უფრთხოდა.
After all, he was the only man that the Sea-Cook had feared.
205010.
პიტერ პენი | თავი 8, სირინოზთა ლაგუნა
ფიქრზე უსწრაფესად ამოაცალა კაუჭას ქამრიდან დანა და ის იყო, უნდა პირდაპირ უნდა ჩაეცა, რომ შენიშნა, რომ კლდეზე თვითონ უფრო მაღლა იდგა, ვიდრე მისი მტერი.
Quick as thought he snatched a knife from Hook's belt and was about to drive it home, when he saw that he was higher up the rock that his foe.
205011.
პიტერ პენი | თავი 8, სირინოზთა ლაგუნა
ეს ხომ პატიოსანი ბრძოლა არ იქნებოდა.
It would not have been fighting fair.
205012.
პიტერ პენი | თავი 8, სირინოზთა ლაგუნა
პიტერს თვალთ დაუბნელდა, ოღონდ ტკივილით კი არა, უსამართლობით.
Not the pain of this but its unfairness was what dazed Peter.
205013.
პიტერ პენი | თავი 8, სირინოზთა ლაგუნა
ყველა ბავშვს ასე ემართება, როცა პირველად მოექცევი უსამართლოდ.
Every child is affected thus the first time he is treated unfairly.
205014.
პიტერ პენი | თავი 8, სირინოზთა ლაგუნა
უსამართლოდ რომ მოექცევი, მას მერეც ეყვარები, მაგრამ ისეთი ბიჭი ვეღარ იქნება, როგორიც მანამ იყო.
After you have been unfair to him he will love you again, but will never afterwards be quite the same boy.
205015.
პიტერ პენი | თავი 8, სირინოზთა ლაგუნა
არავის ავიწყდება პირველი უსამართლობა, არავის, გარდა პიტერისა.
No one ever gets over the first unfairness, no one except Peter.
205016.
პიტერ პენი | თავი 8, სირინოზთა ლაგუნა
რამდენიმე წუთში ბიჭებმა დაინახეს, რა გავეშებით მიცურავდა კაუჭა თავისი გემისკენ.
A few moments afterwards the other boys saw Hook in the water striking wildly for the ship.
205017.
პიტერ პენი | თავი 8, სირინოზთა ლაგუნა
კანჯო იპოვეს და შინ იმით წავიდნენ, თან გზადაგზა გაჰყვიროდნენ, პიტერ, ვენდი, მაგრამ პასუხად მხოლოდ სირინოზთა დამცინავი სიცილი ისმოდა.
They found the dinghy and went home in it, shouting Peter, Wendy, as they went, but no answer came save mocking laughter from the mermaids.
205018.
პიტერ პენი | თავი 8, სირინოზთა ლაგუნა
– ეტყობა, გაცურეს ან გაფრინდნენ, – დაასკვნეს ბიჭებმა.
– They must be swimming back or flying, – the boys concluded.
205019.
პიტერ პენი | თავი 8, სირინოზთა ლაგუნა
ბიჭების ხმა მიწყდა და ლაგუნას ცივი მდუმარება დაეუფლა.
When their voices died away there came cold silence over the lagoon.
205020.
პიტერ პენი | თავი 8, სირინოზთა ლაგუნა
კლდესთან ორი პატარა ფიგურა ტორტმანებდა, ბიჭს მკლავზე ესვენა გულწასული გოგო.
Two small figures were beating against the rock, the girl had fainted and lay on the boy's arm.