მოიძებნა 669199 ჩანაწერი
204961.
პიტერ პენი | თავი 8, სირინოზთა ლაგუნა
ლაგუნაზე, მე რომ გეუბნებოდი, ის ბუდე მოტივტივებდა და ზედ არაჩიტი იჯდა.
It was the nest I have told you of, floating on the lagoon, and the Never bird was sitting on it.
204962.
პიტერ პენი | თავი 8, სირინოზთა ლაგუნა
– უყურე, – სმის შეკითხვას უპასუხა კაუჭამ, – აი, ეგ არის დედა.
- See, - said Hook in answer to Smee's question, - that is a mother.
204963.
პიტერ პენი | თავი 8, სირინოზთა ლაგუნა
ეტყობა, ბუდე წყალში ჩამოვარდა, მაგრამ განა დედა მიატოვებდა კვერცხებს?
The nest must have fallen into the water, but would the mother desert her eggs?
204964.
პიტერ პენი | თავი 8, სირინოზთა ლაგუნა
აქ ხმამ უმტყუნა, თითქოს წამით ის უმანკო დღეები გაახსენდა, როცა... მაგრამ ეს სისუსტე კაუჭის გაქნევით მოიშორა.
There was a break in his voice, as if for a moment he recalled innocent days when... but he brushed away this weakness with his hook.
204965.
პიტერ პენი | თავი 8, სირინოზთა ლაგუნა
კაუჭა შეკრთა.
Hook winced.
204966.
პიტერ პენი | თავი 8, სირინოზთა ლაგუნა
– კაპიტანო, მაგ ბიჭების დედა რომ გავიტაცოთ და ჩვენს დედად ვაქციოთ?
– Captain, could we not kidnap these boys' mother and make her our mother?
204967.
პიტერ პენი | თავი 8, სირინოზთა ლაგუნა
– ბავშვებს დავიჭერთ და გემზე წავიყვანთ, ბიჭებს ფიცარზე გავატარებთ, ვენდი კი ჩვენი დედა გახდება.
– We will seize the children and carry them to the boat, the boys we will make walk the plank, and Wendy shall be our mother.
204968.
პიტერ პენი | თავი 8, სირინოზთა ლაგუნა
– ეს რაღა იყო?
– What was that?
204969.
პიტერ პენი | თავი 8, სირინოზთა ლაგუნა
მაგრამ კვლავ ვერაფერი დაინახეს და ეგონათ, ქარი ფოთლებს აშრიალებსო.
But they could see nothing, they thought it must have been a leaf in the wind.
204970.
პიტერ პენი | თავი 8, სირინოზთა ლაგუნა
ამასობაში კლდეზე აძვრნენ, და კაუჭას ერთბაშად წითელი შროშანი მოაგონდა.
By this time they were on the rock, and suddenly Hook remembered Tiger Lily.
204971.
პიტერ პენი | თავი 8, სირინოზთა ლაგუნა
– წითელკანიანი სადღაა? – იკითხა მოულოდნელად.
- Where is the redskin? - he demanded abruptly.
204972.
პიტერ პენი | თავი 8, სირინოზთა ლაგუნა
– წყლიდან არ ამოგვძახე, გაუშვითო,– თქვა სტარკიმ.
- You called over the water to us to let her go, - said Starkey.
204973.
პიტერ პენი | თავი 8, სირინოზთა ლაგუნა
ბრაზით სახე გაუშავდა, მაგრამ მაშინვე მიხვდა, რასაც ამბობენ, მართალი ჰგონიათო, და შიშმა აიტანა.
His face had gone black with rage, but he saw that they believed their words, and he was startled.
204974.
პიტერ პენი | თავი 8, სირინოზთა ლაგუნა
– მე მაგნაირი არაფერი მიბრძანებია.
- I gave no such order.
204975.
პიტერ პენი | თავი 8, სირინოზთა ლაგუნა
რა თქმა უნდა, პიტერს გაჩუმება მართებდა, და, რა თქმა უნდა, არ გაჩუმდა.
Of course Peter should have kept quiet, but of course he did not.
204976.
პიტერ პენი | თავი 8, სირინოზთა ლაგუნა
მაშინვე კაუჭას ხმით გამოეპასუხა.
He immediately answered in Hook's voice.
204977.
პიტერ პენი | თავი 8, სირინოზთა ლაგუნა
– ვინ ხარ, უცნობო?
- Who are you, stranger?
204978.
პიტერ პენი | თავი 8, სირინოზთა ლაგუნა
- მიპასუხე! – უბრძანა კაუჭამ.
- Speak! - Hook demanded.
204979.
პიტერ პენი | თავი 8, სირინოზთა ლაგუნა
– ჯეიმზ კაუჭა ვარ, – მიუგო ხმამ, – „მხიარული როჯერის“ კაპიტანი.
– I am James Hook, – replied the voice, – captain of the "JOLLY ROGER".
204980.
პიტერ პენი | თავი 8, სირინოზთა ლაგუნა
– და, თუ კაუჭა შენ ხარ, – უთხრა ლამის მორიდებით, – მოდი და მითხარი მე ვინღა ვყოფილვარ?
– If you are Hook, – he said almost humbly, – come tell me, who am I?