მოიძებნა 669199 ჩანაწერი
205021.
პიტერ პენი | თავი 8, სირინოზთა ლაგუნა
პიტერმა უკანასკნელი ძალა მოიკრიბა, კლდეზე აათრია და თვითონაც იქვე დაენარცხა.
With a last effort Peter pulled her up the rock and then lay down beside her.
205022.
პიტერ პენი | თავი 8, სირინოზთა ლაგუნა
იცოდა, მალე დაიხრჩობოდნენ, მაგრამ ვეღარაფერს იღონებდა.
He knew that they would soon be drowned, but he could do no more.
205023.
პიტერ პენი | თავი 8, სირინოზთა ლაგუნა
სანამ ასე, გვერდიგვერდ იწვნენ, ერთმა სირინოზმა ვენდის ფეხში წაავლო ხელი და ნელ-ნელა წყლისკენ დაქაჩა.
As they lay side by side a mermaid caught Wendy by the feet, and began pulling her softly into the water.
205024.
პიტერ პენი | თავი 8, სირინოზთა ლაგუნა
პიტერმა იგრძნო, რომ ის ქვემოთ მისრიალებდა, შეკრთა, გამოფხიზლდა და სწორედ დროულად ამოათრია.
Peter, feeling her slip from him, woke with a start, and was just in time to draw her back.
205025.
პიტერ პენი | თავი 8, სირინოზთა ლაგუნა
მაგრამ ახლა სიმართლე უნდა გაემხილა.
But he had to tell her the truth.
205026.
პიტერ პენი | თავი 8, სირინოზთა ლაგუნა
– კლდეზე ვართ, ვენდი, – უთხრა, – ოღონდ თანდათან პატარავდება.
– We are on the rock, Wendy, – he said, – but it is growing smaller.
205027.
პიტერ პენი | თავი 8, სირინოზთა ლაგუნა
– გავცუროთ თუ გავფრინდეთ, პიტერ?
– Shall we swim or fly, Peter?
205028.
პიტერ პენი | თავი 8, სირინოზთა ლაგუნა
– ფიქრობ, რომ კუნძულამდე ჩემი დახმარების გარეშე მიცურავ ან მიფრინდები, ვენდი?
– Do you think you could swim or fly as far as the island, Wendy, without my help?
205029.
პიტერ პენი | თავი 8, სირინოზთა ლაგუნა
– მე ვერ მოგეხმარები, ვენდი.
– I can't help you, Wendy.
205030.
პიტერ პენი | თავი 8, სირინოზთა ლაგუნა
კაუჭამ დამჭრა.
Hook wounded me.
205031.
პიტერ პენი | თავი 8, სირინოზთა ლაგუნა
ვერც ვიფრენ და ვერც ვიცურებ.
I can neither fly nor swim.
205032.
პიტერ პენი | თავი 8, სირინოზთა ლაგუნა
– მაშ, ორივენი დავიხრჩობით?
– Do you mean we shall both be drowned?
205033.
პიტერ პენი | თავი 8, სირინოზთა ლაგუნა
– უყურე, როგორ მატულობს წყალი.
– Look how the water is rising.
205034.
პიტერ პენი | თავი 8, სირინოზთა ლაგუნა
ხელები თვალებზე აიფარეს, რომ ეს აღარ დაენახათ.
They put their hands over their eyes to shut out the sight.
205035.
პიტერ პენი | თავი 8, სირინოზთა ლაგუნა
ფიქრობდნენ, ცოტაც და აღარ ვიქნებითო.
They thought they would soon be no more.
205036.
პიტერ პენი | თავი 8, სირინოზთა ლაგუნა
სანამ ასე ისხდნენ, პიტერს კოცნასავით მსუბუქად მიედო რაღაც და ზედვე შერჩა, თითქოს მორიდებით ეკითხებოდა: – მე ვერაფერს გიშველიო?
As they sat thus something brushed against Peter as light as a kiss, and stayed there, as if saying timidly: – Can I be of any use?
205037.
პიტერ პენი | თავი 8, სირინოზთა ლაგუნა
ფრანის კუდი იყო, ეს ფრანი ამას წინათ გააკეთა მაიკლმა, მაგრამ ხელიდან გაუსხლტა და გაფრინდა.
It was the tail of a kite, which Michael had made some days before, but it had torn itself out of his hand and floated away.
205038.
პიტერ პენი | თავი 8, სირინოზთა ლაგუნა
– მაიკლის ფრანია, – გულგრილად თქვა პიტერმა, მაგრამ მეორე წუთს კუდს ხელი ჩაავლო და ფრანი მიიზიდა.
- Michael's kite, - Peter said without interest, but next moment he had seized the tail, and was pulling the kite toward him.
205039.
პიტერ პენი | თავი 8, სირინოზთა ლაგუნა
– მაშ, კენჭი ვყაროთ, – მამაცურად უთხრა ვენდიმ.
- Let us draw lots, - Wendy said bravely.
205040.
პიტერ პენი | თავი 8, სირინოზთა ლაგუნა
ვენდი პიტერს ჩაებღაუჭა, არ უნდოდა უიმისოდ გაფრენა, მაგრამ პიტერმა მშვიდობით, ვენდიო, და კლდიდან გადააგდო.
She clung to him; she refused to go without him; but with a Goodbye, Wendy, he pushed her from the rock.