მოიძებნა 669199 ჩანაწერი
205101.
პიტერ პენი | თავი 10, ბედნიერი ოჯახი
– იცი, – მობოდიშებით გააგრძელა პიტერმა, – მართლა რომ ამათი მამა ვიყო, თავი ბებერი მეგონებოდა.
- You see, - he continued apologetically, - it would make me seem so old to be their real father.
205102.
პიტერ პენი | თავი 10, ბედნიერი ოჯახი
– ოღონდ სინამდვილეში არა, ხომ ვენდი? - – შეშფოთებით ჰკითხა მან.
– But not really, Wendy? – he asked anxiously.
205103.
პიტერ პენი | თავი 10, ბედნიერი ოჯახი
– თუ არ გინდა, არა, – მიუგო მან და აშკარად გაიგონა, რომ პიტერმა შვებით ამოიხვნეშა.
– Not if you don't wish it, – she replied, and she distinctly heard his sigh of relief.
205104.
პიტერ პენი | თავი 10, ბედნიერი ოჯახი
– პიტერ, – ჰკითხა და შეეცადა, მტკიცედ ელაპარაკა, – რა გრძნობა გაქვს ჩემდამი?
– Peter, – she asked, trying to speak firmly, – what are your exact feelings about me?
205105.
პიტერ პენი | თავი 10, ბედნიერი ოჯახი
– მეც ასე მეგონა, – თქვა მან, მოშორდა და ოთახის შორეულ კუთხეში დაჯდა.
– I thought so, – she said, and went and sat by herself at the extreme end of the room.
205106.
პიტერ პენი | თავი 10, ბედნიერი ოჯახი
იმასაც უნდა, ჩემი ვიღაც იყოს, ოღონდ ამბობს, დედა არაო.
There is something she wants to be to me, but she says it is not my mother.
205107.
პიტერ პენი | თავი 10, ბედნიერი ოჯახი
– ლედი მაგას ვერ იტყვის.
– It isn't for a lady to tell.
205108.
პიტერ პენი | თავი 10, ბედნიერი ოჯახი
– იქნებ წკრინკარდალამ მაინც მითხრას.
– Perhaps Tinker Bell will tell me.
205109.
პიტერ პენი | თავი 10, ბედნიერი ოჯახი
აქ წკრინმა, რომელიც თავისი საძინებლიდან აყურადებდა, რაღაც თავხედური დაიწრიპინა.
Here Tink, who was in her bedroom, eavesdropping, squeaked out something impudent.
205110.
პიტერ პენი | თავი 10, ბედნიერი ოჯახი
იმ არცოდნამ კიდევ ერთი ბედნიერი საათი აჩუქა და, თუკი ეს საათი კუნძულზე მათი ყოფნის ბოლო საათი უნდა ყოფილიყო, უნდა გვიხაროდეს, რომ ის საათი სამოცი ბედნიერი წუთისგან შედგებოდა.
Their ignorance gave them one more glad hour and as it was to be their last hour on the island, let us rejoice that there were sixty glad minutes in it.
205111.
პიტერ პენი | თავი 10, ბედნიერი ოჯახი
ღამის პერანგებისამარანი ცეკვავდნენ და მღეროდნენ.
They sang and danced in their night-gowns.
205112.
პიტერ პენი | თავი 10, ბედნიერი ოჯახი
ოჰ, რა საყვარელი, დამბურძგლავი სიმღერა იყო, თითქოს თავისივე ჩრდილებისა ეშინოდათ, და რას წარმოიდგენდნენ, რომ სულ მალე ისეთი ჩრდილები შემოერტყმოდნენ გარს, რომ მართლაც შიშის კანკალი აუტყდებოდათ.
Such a deliciously creepy song it was, in which they pretended to be frightened at their own shadows, little witting that so soon shadows would close in upon them, from whom they would shrink in real fear.
205113.
პიტერ პენი | თავი 10, ბედნიერი ოჯახი
ცეკვა კი არა, ბალიშებით ბრძოლა უფრო იყო, და როცა დამთავრდა, ბალიშებმა თითო ასროლაც მოითხოვეს იმ პარტნიორებივით, რომლებმაც იციან, რომ შეიძლება ერთმანეთს ვეღარ შეხვდნენ.
It was a pillow fight rather than a dance, and when it was finished, the pillows insisted on one bout more, like partners who know that they may never meet again.
205114.
პიტერ პენი | თავი 10, ბედნიერი ოჯახი
იმ საღამოს მცირემაც კი სცადა ამბის მოყოლა, მაგრამ დასაწყისი ისე უსაშველოდ მოსაწყენი იყო, რომ მხოლოდ სხვებს კი არა, თვითონაც გულს შემოეყარა.
Even Slightly tried to tell a story that night, but the beginning was so fearfully dull that it appalled not only the others but himself.
205115.
პიტერ პენი | თავი 10, ბედნიერი ოჯახი
მერე, როგორც იქნა, ლოგინში ჩაწვნენ ვენდის ამბისთვის, რომელიც ყველაზე მეტად უყვარდათ, პიტერს კი სძულდა.
And then at last they all got into bed for Wendy's story, the story they loved best, the story Peter hated.
205116.
პიტერ პენი | თავი 10, ბედნიერი ოჯახი
ჩვეულებისამებრ, როდესაც ვენდი ამბის მოყოლას შეუდგებოდა, პიტერი ან ოთახიდან გადიოდა, ან ყურებს იცობდა.
Usually, when she began to tell this story he left the room or put his hands over his ears.
205117.
პიტერ პენი | თავი 10, ბედნიერი ოჯახი
იმჯერადაც, ან ერთი რომ ექნა და, ან მეორე, იქნებ ახლაც კუნძულზე ყოფილიყვნენ.
Possibly if he had done either of those things this time they might all still be on the island.
205118.
პიტერ პენი | თავი 10, ბედნიერი ოჯახი
მაგრამ იმ საღამოს პიტერი თავის ტაბურეტზე დარჩა.
But tonight he remained on his stool.
205119.
პიტერ პენი | თავი 11, ვენდის ზღაპარი
- მაშინ მისმინეთ, – თქვა ვენდიმ და ზღაპრის მოყოლას შეუდგა; მაიკლი ფერხთით ეწვა, შვიდი ბიჭი კი საწოლში ჩალაგებულიყო.
– Listen, then, – said Wendy, settling down to her story, with Michael at her feet and seven boys in the bed.
205120.
პიტერ პენი | თავი 11, ვენდის ზღაპარი
– ძალიან გამიხარდა, რომ არ კვდება, – თქვა ლიკლიკამ.
– I am awfully glad she isn't dead, – said Tootles.