მოიძებნა 669199 ჩანაწერი
205161.
პიტერ პენი | თავი 11, ვენდის ზღაპარი
– არა, – ვითომ გულგრილად მიუგო იმან, – მე არ მოგყვებით, ვენდი.
– No, – he answered, pretending indifference, – I am not going with you, Wendy.
205162.
პიტერ პენი | თავი 11, ვენდის ზღაპარი
პიტერს ოდესღაც რომც ჰყოლოდა დედა, უკვე აღარ ენატრებოდა.
Now, if Peter had ever quite had a mother, he no longer missed her.
205163.
პიტერ პენი | თავი 11, ვენდის ზღაპარი
– არა, არა, – მტკიცედ უთხრა ვენდის, – ვაითუ, მითხრას, დიდი ხარო, არადა მე მინდა, მუდამ პატარა ბიჭი ვიყო და ვიმხიარულო.
– No, no, – he told Wendy decisively – perhaps she would say I was old, and I just want always to be a little boy and to have fun.
205164.
პიტერ პენი | თავი 11, ვენდის ზღაპარი
– პიტერი არ მოდის.
– Peter isn't coming.
205165.
პიტერ პენი | თავი 11, ვენდის ზღაპარი
– თუ დედებს იპოვით, – უთხრა ავბედითად, – იმედი მაქვს, მოგეწონებათ.
– If you find your mothers, – he said darkly, – I hope you will like them.
205166.
პიტერ პენი | თავი 11, ვენდის ზღაპარი
– თეთრეულის გამოცვლა ხომ არ დაგავიწყდება, პიტერ?
– You will remember about changing your flannels, Peter?
205167.
პიტერ პენი | თავი 11, ვენდის ზღაპარი
– და, წამალსაც ხომ დალევ ხოლმე?
– And you will take your medicine?
205168.
პიტერ პენი | თავი 11, ვენდის ზღაპარი
თითქოს ყველაფერი ითქვა და უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა.
That seemed to be everything, and an awkward pause followed.
205169.
პიტერ პენი | თავი 11, ვენდის ზღაპარი
– წკრინკარდალავ, მზადა ხარ?
– Are you ready, Tinker Bell?
205170.
პიტერ პენი | თავი 11, ვენდის ზღაპარი
წკრინი უახლოეს ხეში აქანდა, მაგრამ არავინ აჰყოლია, რადგან სწორედ იმ წამს მეკობრეებმა სასტიკად შეუტიეს ინდიელებს.
Tink darted up the nearest tree, but no one followed her, for it was at this moment that the pirates made their dreadful attack upon the redskins.
205171.
პიტერ პენი | თავი 11, ვენდის ზღაპარი
ქვემოთ სამარისებური სიჩუმე იდგა.
Below, there was dead silence.
205172.
პიტერ პენი | თავი 11, ვენდის ზღაპარი
ვენდი მუხლებზე დაეცა და ხელები პიტერისკენ გაიწოდა.
Wendy fell on her knees, but her arms were extended toward Peter.
205173.
პიტერ პენი | თავი 11, ვენდის ზღაპარი
ყველას ხელები მისკენ იყო გაწვდილი, თითქოს ქარმა ერთბაშად მისკენ დაუბერაო, ყველანი უხმოდ ემუდარებოდნენ, არ მიგვატოვოო.
All arms were extended to him as if suddenly blown in his direction, they were beseeching him mutely not to desert them.
205174.
პიტერ პენი | თავი 12, ბავშვების მოტაცება
მეკობრეთა თავდასხმა სრულიად მოულოდნელი იყო, უდავო დასტური იმისა, რომ უსინდისო კაუჭამ არასწორად მოაწყოის.
The pirate attack had been a complete surprise: a sure proof that the unscrupulous Hook had conducted it improperly.
205175.
პიტერ პენი | თავი 12, ბავშვების მოტაცება
სასტიკი ომიანობის დაუწერელი კანონით, თავდასხმას მუდამ ინდიელი ახდენს თავისი რასისათვის დამახასიათებელი ვერაგობით, ალიონამდე ცოტა ხნით ადრე.
By all the unwritten laws of savage warfare it is always the redskin who attacks, and with the wiliness of his race he does it just before the dawn.
205176.
პიტერ პენი | თავი 12, ბავშვების მოტაცება
იქ ელიან იერიშს, ახალბედებს რევოლვერები ჩაუბღუჯავთ და ფეხქვეშ ტოტები უტკაცუნებთ, გამობრძმედილებს კი, სანამ ინათებდეს, მშვიდად სძინავთ.
There they await the onslaught, the inexperienced ones clutching their revolvers and treading on twigs, but the old hands sleeping tranquilly until just before the dawn.
205177.
პიტერ პენი | თავი 12, ბავშვების მოტაცება
მთელი გრძელი, შავბნელი ღამის განმავლობაში წითელკანიანი მზვერავები გველებივით მიხოხავენ ბალახში, ისე რომ ერთი ღერიც კი არ გაიშრიალებს.
Through the long black night the savage scouts wriggle, snake-like, among the grass without stirring a blade.
205178.
პიტერ პენი | თავი 12, ბავშვების მოტაცება
მათ უკან ისე უხმოდ ერთდება ბუჩქები, როგორც ქვიშა, რომელშიც ჩაძვრა თხუნელა.
The brushwood closes behind them, as silently as sand into which a mole has dived.
205179.
პიტერ პენი | თავი 12, ბავშვების მოტაცება
ჩქამიც კი არ ისმის, მხოლოდ ხანდახან თუ მიბაძავს რომელიმე ჩინებულად მარტოხელა კოიოტის ყეფას.
Not a sound is to be heard, save when they give vent to a wonderful imitation of the lonely call of the coyote.
205180.
პიტერ პენი | თავი 12, ბავშვების მოტაცება
მის ყეფას სხვა ინდიელი მეომრები ეპასუხებიან;
The cry is answered by other braves.