მოიძებნა 669199 ჩანაწერი
205221.
პიტერ პენი | თავი 13, გჯერა, რომ ფერიები არსებობენ
ბინდბუნდს თვალი რომ შეაჩვია, ხეებისქვეშა ბინაში სხვადასხვა ნივთი გაარჩია, თუმცა, ერთადერთი ნივთი, რომელზეც ხარბი მზერა შეაჩერა, ნივთი რომელსაც დიდხანს ეძებდა და როგორც იქნა, იპოვა დიდი საწოლი იყო.
As his eyes became accustomed to the dim light various objects in the home under the trees took shape; but the only one on which his greedy gaze rested, long sought for and found at last, was the great bed.
205222.
პიტერ პენი | თავი 13, გჯერა, რომ ფერიები არსებობენ
საწოლზე პიტერ პენი იწვა და ღრმად ეძინა.
On the bed lay Peter fast asleep.
205223.
პიტერ პენი | თავი 13, გჯერა, რომ ფერიები არსებობენ
პიტერმა არაფერი იცოდა ზემოთ გათამაშებული ტრაგედიისა, და ბავშვები რომ წავიდნენ, ერთხანს ისევ სალამურს უკრავდა, რაც უეჭველად, შესაბრალისი ცდა იყო იმისა, რომ თავისი თავისთვის დაემტკიცებინა, ჩემთვის სულ ერთიაო.
Unaware of the tragedy being enacted above, Peter had continued, for a little time after the children left, to play gaily on his pipes, no doubt rather a forlorn attempt to prove to himself that he did not care.
205224.
პიტერ პენი | თავი 13, გჯერა, რომ ფერიები არსებობენ
მერე გადაწყვიტა, ვენდის დასამწუხრებლად წამალი არ დაელია.
Then he decided not to take his medicine, so as to grieve Wendy.
205225.
პიტერ პენი | თავი 13, გჯერა, რომ ფერიები არსებობენ
ხანდახან, თუმცაღა არცთუ ხშირად, პიტერი სიზმრებს ხედავდა, და ეს სიზმრები იმაზე მტანჯველი იყო, ვიდრე სხვა ბიჭებისა.
Sometimes, though not often, Peter had dreams, and they were more painful than the dreams of other boys.
205226.
პიტერ პენი | თავი 13, გჯერა, რომ ფერიები არსებობენ
ასეთ დროს ვენდის ჩვევად ჰქონდა აიყვანდა საწოლიდან, ჩაისვამდა კალთაში და თავისივე გამოგონილი ტკბილი ხერხებით აწყნარებდა, მერე, როცა პიტერი დამშვიდდებოდა, ისევ ფრთხილად ჩააწვენდა ლოგინში, რათა არ გამოფხიზლებულიყო და არ გაეგო, რა დამცირება აგემა ვენდიმ.
At such times it had been Wendy's custom to take him out of bed and sit with him on her lap, soothing him in dear ways of her own invention, and when he grew calmer to put him back to bed before he quite woke up, so that he should not know of the indignity to which she had subjected him.
205227.
პიტერ პენი | თავი 13, გჯერა, რომ ფერიები არსებობენ
ამჯერად პიტერი ერთბაშად წაიღო უსიზმრო ძილმა.
But on this occasion he had fallen at once into a dreamless sleep.
205228.
პიტერ პენი | თავი 13, გჯერა, რომ ფერიები არსებობენ
კაუჭა უხმოდ დადგა ხის ძირას და ოთახის მეორე ბოლოში მძინარე მტერს გახედა.
He stood silent at the foot of the tree looking across the chamber at his enemy.
205229.
პიტერ პენი | თავი 13, გჯერა, რომ ფერიები არსებობენ
ეს კაცი ხომ თავით ფეხამდე ბოროტი არ იყო, ყვავილებიც უყვარდა და ტკბილი მუსიკაც (თავადაც ურიგოდ როდი უკრავდა კლავესინზე და, გულმართლად უნდა ვაღიაროთ, რომ თვალწინ გადაშლილმა იდილიურმა სცენამ ღრმად შეძრა.
The man was not wholly evil; he loved flowers and sweet music and, let it be frankly admitted, the idyllic nature of the scene stirred him profoundly.
205230.
პიტერ პენი | თავი 13, გჯერა, რომ ფერიები არსებობენ
ეს გული რისხვით ათას ნატეხად რომ დაფშვნოდა, ერთი ნატეხიც კი არად ჩააგდებდა ამ უსიამოვნო შემთხვევას და მძინარეს დაეძგერებოდა.
If his rage had broken him into a hundred pieces every one of them would have disregarded the incident, and leapt at the sleeper.
205231.
პიტერ პენი | თავი 13, გჯერა, რომ ფერიები არსებობენ
ერთადერთი ლამპა ოდნავ კი დაჰნათოდა საწოლს, მაგრამ თავად კაუჭა ბნელში იდგა და პირველივე ფრთხილი ნაბიჯის გადადგმაზე ზღუდეს, მცირეს ხის კარს გადააწყდა.
Though a light from the one lamp shone dimly on the bed, Hook stood in darkness himself, and at the first stealthy step forward he discovered an obstacle, the door of Slightly's tree.
205232.
პიტერ პენი | თავი 13, გჯერა, რომ ფერიები არსებობენ
არეულ გონებაზე ისიც კი მოეჩვენა, პიტერის სახესა და ტანს თავდაჯერება თვალდათვალ მოემატაო, ამიტომ კარი შეაჯანჯღარა და მთელი ძალით მიეხეთქა.
To his disordered brain it seemed then that the irritating quality in Peter's face and figure visibly increased, and he rattled the door and flung himself against it.
205233.
პიტერ პენი | თავი 13, გჯერა, რომ ფერიები არსებობენ
ნუთუ მტერი მაინც ხელიდან დაუსხლტება?
Was his enemy to escape him after all?
205234.
პიტერ პენი | თავი 13, გჯერა, რომ ფერიები არსებობენ
ხუთი წვეთი ჩაამატა ახლა პიტერის ფინჯანს.
Five drops of this he now added to Peter's cup.
205235.
პიტერ პენი | თავი 13, გჯერა, რომ ფერიები არსებობენ
ხელი უკანკალებდა, ოღონდ დიდი სიხარულით უფრო, ვიდრე სირცხვილით.
His hand shook, but it was in exultation rather than in shame.
205236.
პიტერ პენი | თავი 13, გჯერა, რომ ფერიები არსებობენ
ლამპა ჩამოიღვენთა და ჩაქრა, ბინა ბნელში ჩაიძირა, მას კი ისევ ეძინა.
The light guttered and went out, leaving the tenement in darkness, but still he slept.
205237.
პიტერ პენი | თავი 13, გჯერა, რომ ფერიები არსებობენ
ნიანგის საათით ათი მაინც იქნებოდა, როცა მოულოდნელად წამოჯდა საწოლზე, არ იცოდა, რამ გააღვიძა.
It must have been not less than ten o'clock by the crocodile, when he suddenly sat up in his bed, wakened by he knew not what.
205238.
პიტერ პენი | თავი 13, გჯერა, რომ ფერიები არსებობენ
პიტერმა ხელი მოაფათურა, ხანჯალი იპოვა და ჩაბღუჯა.
Peter felt for his dagger till his hand gripped it.
205239.
პიტერ პენი | თავი 13, გჯერა, რომ ფერიები არსებობენ
ორი ნახტომით მიაღწია კართან.
In two strides he reached the door.
205240.
პიტერ პენი | თავი 13, გჯერა, რომ ფერიები არსებობენ
– სანამ ხმას არ ამოიღებ, არ გაგიღებ, – გაჰყვირა პიტერმა.
– I won't open unless you speak, – Peter cried.