მოიძებნა 669199 ჩანაწერი
205181.
პიტერ პენი | თავი 12, ბავშვების მოტაცება
ასე გადის ცივი საათები, და ეს ხანგრძლივი მოლოდინი საშინლად გამაწამებელია იმ მკრთალსახიანისთვის, ვინც პირველად იწვნია იგი.
So the chill hours wear on, and the long suspense is horribly trying to the paleface who has to live through it for the first time.
205182.
პიტერ პენი | თავი 12, ბავშვების მოტაცება
თავის მხრივ, პიკანინები მის პატიოსნებას უპირობოდ იყვნენ მინდობილნი.
The Piccaninnies, on their part, trusted implicitly to his honour.
205183.
პიტერ პენი | თავი 12, ბავშვების მოტაცება
გამახვილებული გრძნობების წყალობით, რომელსაც აღტაცებაში და, იმავდროულად, სასოწარკვეთილებაში მოჰყავს ცივილიზებული ადამიანი, მათ იმ წამიდან იცოდნენ კუნძულზე მეკობრეთა გადმოსხდომის ამბავი, რაწამს ერთმა იმათგანმა ხმელ ტოტზე დააბიჯა ფეხი;
With that alertness of the senses which is at once the marvel and despair of civilised peoples, they knew that the pirates were on the island from the moment one of them trod on a dry stick.
205184.
პიტერ პენი | თავი 12, ბავშვების მოტაცება
დაუჯერებლად მოკლე ხანში ატყდა კოიოტთა ყეფა.
In an incredibly short space of time the coyote cries began.
205185.
პიტერ პენი | თავი 12, ბავშვების მოტაცება
ერთადერთი მაღლობი იპოვეს ისეთი, რომელსაც ძირში წყარო ჩამოუდიოდა.
They found only one hillock with a stream at its base.
205186.
პიტერ პენი | თავი 12, ბავშვების მოტაცება
მამაც წითელ შროშანს ათიოდე უმამაცესი მეომარი შემოსხდომოდა გარს, და უეცრად ყველამ დაინახა, როგორ მოექანებოდნენ მათკენ მუხანათი მეკობრეები.
Around the brave Tiger Lily were a dozen of her stoutest warriors, and they suddenly saw the perfidious pirates bearing down upon them.
205187.
პიტერ პენი | თავი 12, ბავშვების მოტაცება
ვეღარავის აწამებდნენ ბოძთან.
No more would they torture at the stake.
205188.
პიტერ პენი | თავი 12, ბავშვების მოტაცება
ჯერაც ჰქონდათ საიმისო დრო, რომ ისეთ ფალანგად დაწყობილიყვნენ, რომელსაც ძნელად თუ გაარღვევდა ვინმე, თუკი სწრაფად წამოდგებოდნენ, მაგრამ ამას საგვარეულო ტრადიციები უკრძალავდა.
Even then they had time to gather in a phalanx that would have been hard to break had they risen quickly, but this they were forbidden to do by the traditions of their race.
205189.
პიტერ პენი | თავი 12, ბავშვების მოტაცება
ჰოდა, რაგინდ შემზარავი უნდა ყოფილიყო მეკობრეთა უცაბედი გამოჩენა, ისინი ერთ წუთს მაინც უძრავად ისხდნენ, კუნთიც კი არ შერხევიათ, თითქოსდა მტერი თავადვე მოიწვიესო.
Thus terrible as the sudden appearance of the pirates must have been to them, they remained stationary for a moment, not a muscle moving, as if the foe had come by invitation.
205190.
პიტერ პენი | თავი 12, ბავშვების მოტაცება
ისტორიკოსისთვის მიგვინდია იმისი გადაწყვეტა, თუ რამდენად უნდა დავადანაშაულოთ კაუჭა ამ ვითარებაში თავისი ტაქტიკის გამოყენებისათვის.
To what extent Hook is to blame for his tactics on this occasion is for the historian to decide.
205191.
პიტერ პენი | თავი 12, ბავშვების მოტაცება
იმ მაღლობზე რომ შესაფერის საათს დალოდებოდა, ალბათ თვითონაც დაიღუპებოდა და ხალხიც ამოეჟლიტებოდა;, მისი განსჯისას სამართლიანი იქნება, თუ ამასაც გაითვალისწინებთ.
Had he waited on the rising ground till the proper hour he and his men would probably have been butchered; and in judging him it is only fair to take this into account.
205192.
პიტერ პენი | თავი 12, ბავშვების მოტაცება
ალბათ, ის უნდა ექნა, რომ მოწინააღმდეგისთვის შეეტყობინებინა, ახალი ხერხის გამოყენებას ვაპირებო.
What he should perhaps have done was to acquaint his opponents that he proposed to follow a new method.
205193.
პიტერ პენი | თავი 12, ბავშვების მოტაცება
წესით, გული სიხარულით უნდა ჰქონოდა სავსე, მაგრამ სახეზე არაფერი ემჩნეოდა, მარად ამოუცნობი და მარტოხელა, არც სულით ჰგავდა თავის მსახურებს და არც სხეულით.
Elation must have been in his heart, but his face did not reflect it, ever a dark and solitary enigma, he stood aloof from his followers in spirit as in substance.
205194.
პიტერ პენი | თავი 12, ბავშვების მოტაცება
ისინი მხოლოდ ფუტკრები იყვნენ, კვამლით რომ განდევნა, რათა თაფლს მისწვდომოდა.
თhey were but the bees to be smoked so that he should get at the honey.
205195.
პიტერ პენი | თავი 12, ბავშვების მოტაცება
მას პენი სჭირდებოდა, პენი, ვენდი და იმათი გუნდი, განსაკუთრებულად კი პენი.
It was Pan he wanted, Pan and Wendy and their band, but chiefly Pan.
205196.
პიტერ პენი | თავი 12, ბავშვების მოტაცება
პიტერი ისეთი პატარა ბიჭი იყო, რომ ძალაუნებურად გაგიკვირდება, ამ კაცს ასე რამ შეაძულაო.
Peter was such a small boy that one tends to wonder at the man's hatred of him.
205197.
პიტერ პენი | თავი 12, ბავშვების მოტაცება
მართალია, პიტერმა კაუჭას ხელი ნიანგს გადაუგდო, მაგრამ ესეც კი, და ამის შემდგომი მზარდი ხიფათი, რაც ნიანგის ახირებულობის ბრალი იყო, ვერ ახსნის ესოდენ შეუბრალებელ და ავ შურისმგებლობას.
True he had flung Hook's arm to the crocodile, but even this and the increased insecurity of life to which it led, owing to the crocodile's pertinacity persistance, hardly account for a vindictiveness so relentless and malignant.
205198.
პიტერ პენი | თავი 12, ბავშვების მოტაცება
ეს იყო, კაუჭას ნერვებს რომ უშლიდა, რკინის კლანჭსუკრუნჩხავდა და ღამღამობით მწერივით აწუხებდა.
This had got on Hook's nerves, it made his iron claw twitch, and at night it disturbed him like an insect.
205199.
პიტერ პენი | თავი 12, ბავშვების მოტაცება
სანამ პიტერი ცოცხალი იყო, ეს ტანჯული კაცი ისე გრძნობდა თავს, როგორც ლომი გალიაში, სადაც ბეღურა შეფრენილა.
While Peter lived, the tortured man felt that he was a lion in a cage into which a sparrow had come.
205200.
პიტერ პენი | თავი 12, ბავშვების მოტაცება
ჩვენ მაშინ დავტოვეთ, როცა იარაღის პირველ გაჟღარუნებაზე გაქვავდნენ და პირდაღებულებმა მუდარით გაიწოდეს ხელები პიტერისკენ, და იმ დროს ვუბრუნდებით, როცა პირები დამუწეს და მკლავები ჩამოუცვივდათ.
We have seen them at the first clang of the weapons, turned as it were into stone figures, open-mouthed, all appealing with outstretched arms to Peter, and we return to them as their mouths close, and their arms fall to their sides.