მოიძებნა 669199 ჩანაწერი
205241.
პიტერ პენი | თავი 13, გჯერა, რომ ფერიები არსებობენ
წკრინი იყო, და მან სწრაფად ასწია რაზა.
It was Tink, and quickly he unbarred to her.
205242.
პიტერ პენი | თავი 13, გჯერა, რომ ფერიები არსებობენ
წკრინი აფორიაქებული შემოფრინდა, სახე ასწითლებოდა, კაბა ტალახში ამოსვროდა.
She flew in excitedly, her face flushed and her dress stained with mud.
205243.
პიტერ პენი | თავი 13, გჯერა, რომ ფერიები არსებობენ
– დავიხსნი! – შეჰყვირა და იარაღისკენ ისკუპა.
– I'll rescue her! – he cried, leaping at his weapons.
205244.
პიტერ პენი | თავი 13, გჯერა, რომ ფერიები არსებობენ
კაუჭა აქ როგორ ჩამოვიდოდა?
How could Hook have got down here?
205245.
პიტერ პენი | თავი 13, გჯერა, რომ ფერიები არსებობენ
თუმცა, კაუჭას სიტყვები ეჭვს არ ტოვებდა.
Nevertheless Hook's words had left no room for doubt.
205246.
პიტერ პენი | თავი 13, გჯერა, რომ ფერიები არსებობენ
ფინჯანი მოწალული იყო.
The cup was poisoned.
205247.
პიტერ პენი | თავი 13, გჯერა, რომ ფერიები არსებობენ
– რა დაგემართა? – შეჰყვირა პიტერმა და უეცრად შიშმა აიტანა.
– What is the matter with you? – cried Peter, suddenly afraid.
205248.
პიტერ პენი | თავი 13, გჯერა, რომ ფერიები არსებობენ
– მოწამლული იყო, პიტერ, – ნაზად უთხრა წკრინმა, – და ახლა მოვკვდები.
– It was poisoned, Peter, – she told him softly, – and now I am going to be dead.
205249.
პიტერ პენი | თავი 13, გჯერა, რომ ფერიები არსებობენ
– წკრინ, ჩემ გადასარჩენად დალიე?
– Tink, did you drink it to save me?
205250.
პიტერ პენი | თავი 13, გჯერა, რომ ფერიები არსებობენ
წკრინი ამბობდა, იქნებ კიდევაც გამოვკეთდე, თუ ბავშვებს სჯერათ, რომ ფერიები არსებობენო.
She was saying that she thought she could get well again if children believed in fairies.
205251.
პიტერ პენი | თავი 13, გჯერა, რომ ფერიები არსებობენ
წკრინი ლამის მკვირცხლად წამოჯდა და მიაყურადა, როგორ გადაწყდებოდა მისი ბედი.
Tink sat up in bed almost briskly to listen to her fate.
205252.
პიტერ პენი | თავი 13, გჯერა, რომ ფერიები არსებობენ
ბევრმა დაუკრა ტაში.
Many clapped.
205253.
პიტერ პენი | თავი 13, გჯერა, რომ ფერიები არსებობენ
ტაშისკვრა ერთბაშად შეწყდა, თითქოს უთვალავი დედა შევარდა ბავშვების ოთახებში, რომ ენახა, რა ამბავიაო.
The clapping stopped suddenl, as if countless mothers had rushed to their nurseries to see what on earth was happening.
205254.
პიტერ პენი | თავი 13, გჯერა, რომ ფერიები არსებობენ
იმედოვნებდა, მიწის პირას ვიფრენ, რათა არაფერი გამომეპაროსო, მაგრამ შუქ-ჩრდილში დაბლა-დაბლა ფრენისას, მისი ჩრდილი ხეებს გაჰყვებოდა, ჩიტებს გააღვიძებდა და დადარაჯებული მტერი მის მიახლოებას შეიტყობდა.
He had hoped to fly, keeping not far from the ground so that nothing unwonted should escape his eyes, but in that fitful light to have flown low would have meant trailing his shadow through the trees, thus disturbing birds and acquainting a watchful foe that he was astir.
205255.
პიტერ პენი | თავი 13, გჯერა, რომ ფერიები არსებობენ
ინანა, რად დავარქვი კუნძულის ბინადარ ჩიტებს ისეთი უცნაური სახელები, რომ ესოდენ ველურები არიან და სიახლოვეს არ მიგიკარებენო.
He regretted now that he had given the birds of the island such strange names that they are very wild and difficult of approach.
205256.
პიტერ პენი | თავი 13, გჯერა, რომ ფერიები არსებობენ
თოვლი წამოფერფლა და ყველა კვალი გააქრო, კუნძულზე სამარისებული სიჩუმე გამეფდა, თითქოს ბუნება ჯერაც მდუმარებს წეღანდელი სისხლისღვრით შეძრწუნებულიო.
A light fall of snow had obliterated all footmarks; and a deathly silence pervaded the island, as if for a space Nature stood still in horror of the recent carnage.
205257.
პიტერ პენი | თავი 13, გჯერა, რომ ფერიები არსებობენ
ზეგარდმო სამყარომ მოუხმო, მაგრამ დახმარებით არ ეხმარებოდა.
The upper world had called him, but would give no help.
205258.
პიტერ პენი | თავი 13, გჯერა, რომ ფერიები არსებობენ
ნიანგმა ჩაუარა, სხვა არავინ გამოჩენილა, არც ხმა ისმოდა, და, მაინც კარგად იცოდა, რომ უცაბედი სიკვდილი შეიძლება წინ, ყოველ ხესთან შეიძლება ყოფილიყო ჩასაფრებული ან უკანიდან მიჰპარვოდა.
The crocodile passed him, but not another living thing, not a sound, and yet he knew well that sudden death might be at the next tree, or stalking him from behind.
205259.
პიტერ პენი | თავი 14, მეკობრეთა გემი
მას ღამის საბანი ებურა, და იმ საბანში ნაპირამდე ჩქამიც არ ატანდა.
She was wrapped in the blanket of night, through which no sound from her could have reached the shore.
205260.
პიტერ პენი | თავი 14, მეკობრეთა გემი
ამისა, ისე როგორც ბევრი სხვა რამისა, სმიმ არაფერი იცოდა.
Of this, as of almost everything else, Smee was quite unconscious.