მოიძებნა 669199 ჩანაწერი
205201.
პიტერ პენი | თავი 12, ბავშვების მოტაცება
ხის ფუღუროებს ხარბად მიყურადებულ მეკობრეებს მოესმათ, როგორც დასვა ეს შეკითხვა სათითაოდ ყველა ბიჭმა და, ვაი რომ, პიტერის პასუხიც გაიგონეს.
The pirates, listening avidly at the mouths of the trees, heard the question put by every boy, and alas, they also heard Peter's answer.
205202.
პიტერ პენი | თავი 12, ბავშვების მოტაცება
– თუ ინდიელებმა გაიმარჯვეს, ტამტამებს დასცხებენ, გამარჯვების ნიშნად მუდამ ასე იციან.
- If the redskins have won, they will beat the tom-tom, it is always their sign of victory.
205203.
პიტერ პენი | თავი 12, ბავშვების მოტაცება
ტამტამი სმის ეპოვა და იმ წუთში ზედ იჯდა.
Now Smee had found the tom-tom, and was at that moment sitting on it.
205204.
პიტერ პენი | თავი 12, ბავშვების მოტაცება
მისდა გასაოცრად, კაუჭამ ანიშნა, ტამტამს დასცხეო, და სმიც ნელა-ნელა ჩახვდა ამ ბრძანების შემზარავ სიავეს.
To his amazement Hook signed him to beat the tom-tom, and slowly there came to Smee an understanding of the dreadful wickedness of the order.
205205.
პიტერ პენი | თავი 12, ბავშვების მოტაცება
ორჯერ დაჰკრა სმიმ საკრავს, მერე კი შეწყვიტა და გახარებულმა მიაყურადა.
Twice Smee beat upon the instrument, and then stopped to listen gleefully.
205206.
პიტერ პენი | თავი 12, ბავშვების მოტაცება
ამან მეკობრეები დააბნია, თუმცა ყველა სხვა გრძნობა იქვე შთაუნთქა სულმდაბალმა სიხარულმა, რაც იმის გაფიქრებაზე დაეუფლათ, რომ მტერი, სადაც იყო, ხეებში ამოვიდოდა.
This puzzled the pirates, but all their other feelings were swallowed by a base delight that the enemy were about to come up the trees.
205207.
პიტერ პენი | თავი 12, ბავშვების მოტაცება
სწრაფად და უჩუმრად გასცა კაუჭამ განკარგულება.
Rapidly and silently Hook gave his orders.
205208.
პიტერ პენი | თავი 13, გჯერა, რომ ფერიები არსებობენ
ხიდან პირველი ხუჭუჭა ამოძვრა.
The first to emerge from his tree was Curly.
205209.
პიტერ პენი | თავი 13, გჯერა, რომ ფერიები არსებობენ
ყველა ბიჭს შეუბრალებლად აძრობდნენ ხეებიდან, რამდენიმე მათგანი ერთდროულად იყო ჰაერში და ფუთასავით ხელიდან ხელში მიფრინავდა.
All the boys were plucked from their trees in this ruthless manner; and several of them were in the air at a time, like bales of goods flung from hand to hand.
205210.
პიტერ პენი | თავი 13, გჯერა, რომ ფერიები არსებობენ
კაუჭამ დამცინავი თავაზიანობით მოუხადა ქუდი, გაუწოდა ხელი და იმ ადგილამდე მიაცილა, სადაც დანარჩენებს პირს უკრავდნენ.
With ironical politeness Hook raised his hat to her, and, offering her his arm, escorted her to the spot where the others were being gagged.
205211.
პიტერ პენი | თავი 13, გჯერა, რომ ფერიები არსებობენ
იგი მხოლოდ პატარა გოგო იყო.
She was only a little girl.
205212.
პიტერ პენი | თავი 13, გჯერა, რომ ფერიები არსებობენ
ვენდის რომ ქედმაღლურად ეკრა მისთვის ხელი, მასაც დანარჩენებივით ააბურთავებდნენ ჰაერში, და კაუჭა, ალბათ, არ დაესწრებოდა ბავშვების გათოკვას; და თუ გათოკვას არ დაესწრებოდა, ვერც მცირეს საიდუმლოს გაიგებდა.
Had she haughtily unhanded him, he would have been hurled through the air like the others, and then Hook would probably not have been present at the tying of the children; and had he not been at the tying he would not have discovered Slightly's secret.
205213.
პიტერ პენი | თავი 13, გჯერა, რომ ფერიები არსებობენ
გაცეცხლებულმა მეკობრეებმა ისე დაუშინეს წიხლები, როგორც პაკეტს დაუშენს კაცი და უცნაურია, რომ სწორედ კაუჭამ უთხრა, გეყოთ ძალადობაო.
The pirates kicked him in their rage, just as you kick the parcel, and strange to say it was Hook who told them to belay their violence.
205214.
პიტერ პენი | თავი 13, გჯერა, რომ ფერიები არსებობენ
საბრალო მცირე ახლა ყველა ბავშვზე უბედური იყო, რადგან პიტერის გამო შიშობდა და მწარედ ნანობდა იმას, რაც გააკეთა.
Poor Slightly, most wretched of all the children now, for he was in a panic about Peter, bitterly regretted what he had done.
205215.
პიტერ პენი | თავი 13, გჯერა, რომ ფერიები არსებობენ
აქაც კაუჭას გენიამ გადალახა სირთულე.
Again Hook's genius surmounted difficulties.
205216.
პიტერ პენი | თავი 13, გჯერა, რომ ფერიები არსებობენ
ბავშვები შიგ შეყარეს, ოთხმა მეკობრემ სახლი მხრებზე შეიდგა, დანარჩენები უკან მიჰყვნენ, და ეს უცნაური პროცესია მეკობრეთა საძულველი სიმღერის გუგუნით გაუყვა ტყეს.
The children were flung into it, four stout pirates raised the house on their shoulders, the others fell in behind, and singing the hateful pirate chorus the strange procession set off through the wood.
205217.
პიტერ პენი | თავი 13, გჯერა, რომ ფერიები არსებობენ
არ ვიცი, ტიროდა რომელიმე ბავშვი თუ არა, რომც ეტირათ, ტირილის ხმას სიმღერა ჩაახშობდა, მაგრამ პატარა სახლმა, ვიდრე ტყეში გაუჩინარდებოდა, საკვამურიდან მამაცურად ამოუშვა კვამლის პაწაწინა ბოლქვი, თითქოს კაუჭა გამოიწვიაო.
I don't know whether any of the children were crying, if so, the singing drowned the sound, but as the little house disappeared in the forest, a brave though tiny jet of smoke issued from its chimney as if defying Hook.
205218.
პიტერ პენი | თავი 13, გჯერა, რომ ფერიები არსებობენ
მან ააორთქლა სიბრალულის ის უმცირესი წვეთიც კი, რომელიც შეიძლება მეკობრის ცეცხლმოდებულ გულში ყოფილიყო დარჩენილი.
It dried up any trickle of pity for him that may have remained in the pirate's infuriated breast.
205219.
პიტერ პენი | თავი 13, გჯერა, რომ ფერიები არსებობენ
ნეტავ, ეძინა იმ ბიჭს თუ ხანჯალმომარჯვებული იდგა მცირეს ხესთან და ელოდა?
Was that boy asleep, or did he stand waiting at the foot of Slightly's tree, with his dagger in his hand?
205220.
პიტერ პენი | თავი 13, გჯერა, რომ ფერიები არსებობენ
მამაცი კაცი იყო, მაგრამ მაინც შეჩერდა, რათა შუბლიდან ოფლი მოეწმინდა, რომელიც ისე წვეთავდა, როგორც სანთელს ცვილი.
He was a brave man, but for a moment he had to stop there and wipe his brow, which was dripping like a candle.