მოიძებნა 669199 ჩანაწერი
205261.
პიტერ პენი | თავი 14, მეკობრეთა გემი
რამდენიმე მეკობრე ფალშბორტს გადაჰყუდებოდა და ღამის შხამიან ანაორთქლში სვამდა, სხვები კასრებთან მიყრილ-მოყრილიყვნენ და ზოგი კამათელს აგორებდა, ზოგიც ბანქოს თამაშობდა.
A few of the pirates leant over the bulwarks, drinking in the miasma of the night, others sprawled by barrels over games of dice and cards.
205262.
პიტერ პენი | თავი 14, მეკობრეთა გემი
ის ოთხნი კი, ვინც პატარა სახლი ზიდა, დაქანცულები პირქვე დაყრილიყვნენ გემბანზე, თუმცა ძილშიც კი მარჯვედ იცვლიდნენ გვერდს, რათა, კაუჭა რომ ჩაუვლიდა, შემთხვევით კლანჭი არ გაეკრა.
The exhausted four who had carried the little house lay prone on the deck, where even in their sleep they rolled skillfully to this side or that out of Hook's reach, lest he should claw them mechanically in passing.
205263.
პიტერ პენი | თავი 14, მეკობრეთა გემი
კაუჭა ფიქრებში წასული მიდი-მოდიოდა გემბანზე.
Hook trod the deck in thought.
205264.
პიტერ პენი | თავი 14, მეკობრეთა გემი
პიტერი სამუდამოდ მოიშორა გზიდან, დანარჩენი ბიჭები კი ბრიგზე იყვნენ და, სადაცაა, ფიცარზე გაივლიდნენ.
Peter had been removed for ever from his path, and all the other boys were in the brig, about to walk the plank.
205265.
პიტერ პენი | თავი 14, მეკობრეთა გემი
ასეთი რამ ხშირად დამართვია, როცა ღამის სიჩუმეში გემბანზე ფიქრებში წასულა, რადგან საშინლად მარტოსული იყო.
He was often thus when communing with himself on board ship in the quietude of the night, it was because he was so terribly alone.
205266.
პიტერ პენი | თავი 14, მეკობრეთა გემი
ეს იდუმალებით მოცული კაცი ყველაზე ეულად მაშინ გრძნობდა თავს, როცა გარს ძაღლები ეხვივნენ.
This inscrutable man never felt more alone than when surrounded by his dogs.
205267.
პიტერ პენი | თავი 14, მეკობრეთა გემი
მისი ნამდვილი ვინაობა რომ გაგიმხილოთ, ქვეყანა ახლაც კი ცეცხლის ალში გაეხვევა, თუმცა, ვისაც სტრიქონებს შორის კითხვა შეუძლია, უკვე მიხვდებოდა, რომ იგი განთქმული კერძო სკოლის აღზრდილი იყო, და ამ სკოლის ტრადიციები ჯერაც ისე კარგად ჰქონდა მორგებული, როგორც სამოსი.
To reveal who he really was would even at this date set the country in a blaze, but as those who read between the lines must already have guessed, he had been at a famous public school, and its traditions still clung to him like garments.
205268.
პიტერ პენი | თავი 14, მეკობრეთა გემი
რაგინდ დაბლა დაცემულიყო, ჯერაც იცოდა, რომ მთავარი მაინც ესაა.
However much he may have degenerated, he still knew that this is all that really matters.
205269.
პიტერ პენი | თავი 14, მეკობრეთა გემი
გულის სიღრმიდან ისეთი ჭრიალი ესმოდა, თითქოს დაჟანგული კარიბჭეაო, მერე კი შეუბრალებელი კაკუნიც, უძილო ღამეს რომ სჩვევია.
From far within him he heard a creaking as of rusty portals, and through them came a stern like hammering in the night when one cannot sleep.
205270.
პიტერ პენი | თავი 14, მეკობრეთა გემი
ხშირ-ხშირად გადაისვამდა ხოლმე სახეზე სახელოს, მაგრამ იმ ნაკადს რა შეაჩერებდა.
Ofttimes he drew his sleeve across his face, but there was no damming that trickle.
205271.
პიტერ პენი | თავი 14, მეკობრეთა გემი
საკუთარ თავს მხოლოდ ყველაზე შავბნელ საათებში იხსენიებდა მესამე პირში.
It was in his darkest hours only that he referred to himself in the third person.
205272.
პიტერ პენი | თავი 14, მეკობრეთა გემი
– პატარა ბავშვებს არ ვუყვარვარ!
- No little children to love me!
205273.
პიტერ პენი | თავი 14, მეკობრეთა გემი
უცნაურია, რომ ამ ფიქრს თავის დღეში არ შეუწუხებია მანამდე.
Strange that he should think of this, which had never troubled him before.
205274.
პიტერ პენი | თავი 14, მეკობრეთა გემი
დიდხანს დუდუნებდა, სმის მიშტერებული, რომელიც აუღელვებლად ავლებდა გვირისტს და მტკიცედ სჯეროდა, ყველა ბავშვი მიფრთხისო.
For long he muttered to himself, staring at Smee, who was hemming placidly, under the conviction that all children feared him.
205275.
პიტერ პენი | თავი 14, მეკობრეთა გემი
შემზარავი სიტყვები უთხრა და გაშლილი ხელით გატყიპა, რადგან მუშტის მოსაქნევად ვერ გაიმეტა, მაგრამ ისინი კიდევ უფრო მიეწებნენ.
He had said horrid things to them and hit them with the palm of his hand, because he could not hit with his fist, but they had only clung to him the more.
205276.
პიტერ პენი | თავი 14, მეკობრეთა გემი
მაიკლმა მისი სათვალეც კი მოისინჯა.
Michael had tried on his spectacles.
205277.
პიტერ პენი | თავი 14, მეკობრეთა გემი
ამის ნაცვლად, ფიქრით ჩაუღრმავდა ამ საიდუმლოს: რად მოსწონთ მათ სმი?
Instead, he revolved this mystery in his mind: why do they find Smee lovable?
205278.
პიტერ პენი | თავი 14, მეკობრეთა გემი
გააფთრებული ყვირილით აღმართა რკინის ხელი სმის თავზე.
With a cry of rage, he raised his iron hand over Smee's head.
205279.
პიტერ პენი | თავი 14, მეკობრეთა გემი
ისეთი ლოთურ-შფოთური ცეკვა-თამაში გააჩაღეს, რომ ის იქვე ფეხზე წამოვარდა, ადამიანური სისუსტის კვალიც კი აღარ აჩნდა, თითქოს მთელი ვედრო წყალი გადაასხესო.
They broke into a bacchanalian dance, which brought him to his feet at once, all traces of human weakness gone, as if a bucket of water had passed over him.
205280.
პიტერ პენი | თავი 14, მეკობრეთა გემი
– უკვე დააბით ბავშვები ჯაჭვით, რომ არ გაფრინდნენ?
- Are all the children chained so that they cannot fly away?