მოიძებნა 669199 ჩანაწერი
205281.
პიტერ პენი | თავი 14, მეკობრეთა გემი
ტრიუმში ვენდიმ ბიჭები გააფრთხილა, კაუჭას ტყუილუბრალოდ ნუ გააღიზიანებთო, ამიტომ ლიკლიკა თავაზიანად გამოვიდა წინ.
Don't irritate him unnecessarily, had been Wendy's instructions in the hold, so Tootles stepped forward politely.
205282.
პიტერ პენი | თავი 14, მეკობრეთა გემი
– იცით, სერ, დედაჩემს, ალბათ, არ ენდომება, მეკობრე რომ გავხდე.
- You see, sir, I don't think my mother would like me to be a pirate.
205283.
პიტერ პენი | თავი 14, მეკობრეთა გემი
– დედაშენს ენდომება შენი მეკობრეობა, ტყუპისცალო?
- Would your mother like you to be a pirate, Twin?
205284.
პიტერ პენი | თავი 14, მეკობრეთა გემი
– არა მგონია, – თქვა პირველმა ტყუპისცალმა.
- I don't think so, - said the first twin.
205285.
პიტერ პენი | თავი 14, მეკობრეთა გემი
– რას ფიქრობ, მაიკლ? – ჰკითხა ჯონმა.
– What do you think, Michael? – asked John.
205286.
პიტერ პენი | თავი 14, მეკობრეთა გემი
– მე რაღას დამიძახებთ, თუ შემოგიერთდით? – იკითხა მაიკლმა.
– What would you call me if I join? – Michael demanded.
205287.
პიტერ პენი | თავი 14, მეკობრეთა გემი
– მეფის ერთგულ ქვეშევრდომებად დავრჩებით? – იკითხა ჯონმა.
– Shall we still be respectful subjects of the King? – John inquired.
205288.
პიტერ პენი | თავი 14, მეკობრეთა გემი
– მაშ, უარს ვამბობ! – შესძახა და კაუჭას წინ, კასრზე, მუშტი დაჰკრა.
– Then I refuse, – he cried, banging the barrel in front of Hook.
205289.
პიტერ პენი | თავი 14, მეკობრეთა გემი
გაცეცხლებულმა მეკობრეებმა ყველას ტუჩებში მისცხეს, კაუჭამ კი დაიღრიალა.
The infuriated pirates buffeted them in the mouth, and Hook roared.
205290.
პიტერ პენი | თავი 14, მეკობრეთა გემი
ამათი დედა ამოიყვანეთ!
Bring up their mother!
205291.
პიტერ პენი | თავი 14, მეკობრეთა გემი
ფიცარი მოამზადეთ!
Get the plank ready!
205292.
პიტერ პენი | თავი 14, მეკობრეთა გემი
ისინი მხოლოდ ბიჭები იყვნენ, და როცა ჯუკსი და გეკო იმ საბედისწერო ფიცრის მომზადებას შეუდგნენ, ფერი დაეკარგათ.
They were only boys, and they went white as they saw Jukes and Cecco preparing the fatal plank.
205293.
პიტერ პენი | თავი 14, მეკობრეთა გემი
მაგრამ, როცა ვენდი ამოიყვანეს, შეეცადნენ, თავი მამაცურად დაეჭირათ.
But they tried to look brave when Wendy was brought up.
205294.
პიტერ პენი | თავი 14, მეკობრეთა გემი
სიტყვები არ მეყოფა იმის აღსაწერად, თუ როგორ ეჯავრებოდა ვენდის მეკობრეები.
No words of mine can tell you how Wendy despised those pirates.
205295.
პიტერ პენი | თავი 14, მეკობრეთა გემი
ბიჭებს ოდნავ მაინც ხიბლავდა მეკობრის ხელობა, ვენდი კი მხოლოდ იმას ხედავდა, რომ წლები იყო, გემი არ დაესუფთავებინათ.
To the boys, there was at least some glamour in the pirate calling, but all that Wendy saw was that the ship had not been tidied for years.
205296.
პიტერ პენი | თავი 14, მეკობრეთა გემი
მაგრამ, როცა გარს ბიჭები შემოეხვივნენ, ცხადია, მათ გარდა, სხვა ვეღარაფერზე ფიქრობდა.
But as the boys gathered round her she had no thought, of course, save for them.
205297.
პიტერ პენი | თავი 14, მეკობრეთა გემი
– აბა, ჩემო მზეთუნახავო! – უთხრა კაუჭამ დაშაქრული ხმით, – ახლა ნახავ, როგორ გაივლიან შენი შვილები ფიცარზე.
– So, my beauty, – said Hook, as if he spoke in syrup, – you are to see your children walk the plank.
205298.
პიტერ პენი | თავი 14, მეკობრეთა გემი
– სიკვდილი ელით? – ჰკითხა ვენდიმ და ისეთი ზარდამცემი ზიზღით შეხედა, რომ კაუჭას კინაღამ გული წაუვიდა.
– Are they to die? – asked Wendy, with a look of such frightful contempt that Hook nearly fainted.
205299.
პიტერ პენი | თავი 14, მეკობრეთა გემი
იმ წუთს ვენდი მართლაც დიდებული იყო.
At this moment Wendy was grand.
205300.
პიტერ პენი | თავი 14, მეკობრეთა გემი
– აი, ჩემი უკანასკნელი სიტყვები, ძვირფასო ბიჭებო, – თქვა მტკიცედ.
– These are my last words, dear boys, – she said firmly.