მოიძებნა 669199 ჩანაწერი
205301.
პიტერ პენი | თავი 14, მეკობრეთა გემი
– ვიმედოვნებთ, ჩვენი ვაჟიშვილები ისე დაიხოცებიან, როგორც ინგლისელი ჯენტლმენები.
– We hope our sons will die like English gentlemen.
205302.
პიტერ პენი | თავი 14, მეკობრეთა გემი
მეკობრეებიც კი მოწიწებით აღივსნენ, ლიკლიკამ კი ისტერიულად შეჰყვირა: – მე ისე მოვიქცევი, როგორც დედაჩემი იმედოვნებს.
Even the pirates were awed, and Tootles cried out hysterically: – I am going to do what my mother hopes.
205303.
პიტერ პენი | თავი 14, მეკობრეთა გემი
ვენდი სმიმ მიაბა ანძაზე.
It was Smee who tied her to the mast.
205304.
პიტერ პენი | თავი 14, მეკობრეთა გემი
მაგრამ ვენდი სმისაც კი ვერ მისცემდა ამ პირობას.
But not even for Smee would she make such a promise.
205305.
პიტერ პენი | თავი 14, მეკობრეთა გემი
– მირჩევნია, სულაც არ მყავდეს შვილები, – უთხრა ზიზღით.
– I would almost rather have no children at all, – she said disdainfully.
205306.
პიტერ პენი | თავი 14, მეკობრეთა გემი
აღარ ეიმედებოდათ, ვაჟკაცურად გავივლითო, რადგან ფიქრის უნარი დაეკარგათ, მხოლოდ მიშტერებოდნენ და ცახცახებდნენ.
They were no longer able to hope that they would walk it manfully, for the capacity to think had gone from them, they could stare and shiver only.
205307.
პიტერ პენი | თავი 14, მეკობრეთა გემი
ჩაფიქრებული ჰქონდა, სახეს იქით მივუქცევ, სადაც დაინახავს, სათითაოდ როგორ გაივლიან ფიცარზე ბიჭები.
His intention was to turn her face so that she should see the boys walking the plank one by one.
205308.
პიტერ პენი | თავი 14, მეკობრეთა გემი
ეს იყო ნიანგის შემზარავი წიკწიკი.
It was the terrible tick-tick of the crocodile.
205309.
პიტერ პენი | თავი 14, მეკობრეთა გემი
ყველამ გაიგონა, მეკობრეებმა, ბიჭებმა, ვენდიმ და ყველამ იმწამსვე ერთ მხარეს მიაბრუნა თავი. არა წყლისკენ, საიდანაც ეს ხმა მოდიოდა, არამედ კაუჭასკენ.
They all heard it pirates, boys, Wendy, and immediately every head was blown in one direction not to the water whence the sound proceeded but toward Hook.
205310.
პიტერ პენი | თავი 14, მეკობრეთა გემი
ხმა სულ უფრო ახლოვდებოდა, რასაც წინ უსწრებდა საშინელი ფიქრი: – ცოტაც, და ნიანგი გემზე ამოვა!
The sound came steadily nearer, and in advance of it came this ghastly thought: – The crocodile is about to board the ship!
205311.
პიტერ პენი | თავი 14, მეკობრეთა გემი
სხვა ვინმე რომ ასე საზარლად მარტო დარჩენილიყო, იქვე იწვებოდა თვალდახუჭული, სადაც დავარდა, მაგრამ კაუჭას გიგანტური გონება ჯერაც მუშაობდა, და მისი მითითებით კაპიტანი მუხლისჩოქით გახოხდა გემბანზე, რათა, რაც შეიძლება, შორს გასცლოდა იმ ხმას.
Left so fearfully alone, any other man would have lain with his eyes shut where he fell, but the gigantic brain of Hook was still working, and under its guidance, he crawled on the knees along the deck as far from the sound as he could go.
205312.
პიტერ პენი | თავი 14, მეკობრეთა გემი
– დამმალეთ! – იყვირა ხრინწიანად.
– Hide me! – he cried hoarsely.
205313.
პიტერ პენი | თავი 14, მეკობრეთა გემი
გარს შემოერტყნენ, და თვალი აარიდეს მას, რაც გემზე ამოდიოდა.
They gathered round him, all eyes averted from the thing that was coming aboard.
205314.
პიტერ პენი | თავი 14, მეკობრეთა გემი
შებრძოლება აზრადაც არ მოსდიოდათ.
They had no thought of fighting it.
205315.
პიტერ პენი | თავი 14, მეკობრეთა გემი
კაუჭა რომ თვალს მიეფარა, ცნობისმოყვარეობამ მერეღა აუმოძრავა ბიჭებს კიდურები და გემის ფერდისკენ გაექანნენ, რათა ენახათ, როგორ ამოდიოდა ნიანგი.
Only when Hook was hidden from them did curiosity loosen the limbs of the boys so that they could rush to the ship's side to see the crocodile climbing it.
205316.
პიტერ პენი | თავი 14, მეკობრეთა გემი
მაგრამ იქ ღამეთა ღამის ყველაზე უცნაური მოულოდნელობა ელოდათ, მათ დასახმარებლად ნიანგი როდი მოეშურებოდა, პიტერი იყო.
Then they got the strangest surprise of the Night of Nights; for it was no crocodile that was coming to their aid, it was Peter.
205317.
პიტერ პენი | თავი 14, მეკობრეთა გემი
მათ ანიშნა, აღტაცების შეძახილებისგან თავი შეიკავეთო, რასაც შეიძლება ეჭვი აღეძრა.
He signed to them not to give vent to any cry of admiration that might rouse suspicion.
205318.
პიტერ პენი | თავი 15, ან მე, ან კაუჭა
ცხოვრების გზაზე ყველას შეგვმთხვევია უცნაურობანი, რომლებიც ერთხანს ვერც კი შეგვინიშნავს, რომ მოხდა.
Odd things happen to all of us on our way through life without our noticing for a time that they have happened.
205319.
პიტერ პენი | თავი 15, ან მე, ან კაუჭა
აი, თუნდაც, მოულოდნელად მივმხვდარვართ, რომ ვინ იცის, რა ხანია, ვთქვათ, ნახევარი საათია, ცალ ყურში აღარ გვესმის.
Thus, to take an instance, we suddenly discover that we have been deaf in one ear for we don't know how long, but, say, half an hour.
205320.
პიტერ პენი | თავი 15, ან მე, ან კაუჭა
არც კი დაფიქრებულა, ნეტავ რა განცდა უნდა ჰქონდეს იმ არსებას, რომელსაც ასე მოულოდნელად გამოეცალა უახლოესი თანამგზავრიო, და პიტერმა იმისი განსჯა დაიწყო, რა მოვიმოქმედო, რომ ეს კატასტროფა საჩემოდ გამოვიყენოო.
Without giving a thought to what might be the feelings of a fellow creature thus abruptly deprived of its closest companion, Peter began to consider how he could turn the catastrophe to his own use.