მოიძებნა 669199 ჩანაწერი
205321.
პიტერ პენი | თავი 15, ან მე, ან კაუჭა
სხვებთან ერთად ნიანგმაც გაიგონა ეს წიკწიკი და უკან გაჰყვა ან იმისათვის, რომ დაკარგული დაებრუნებინა ან მეგობრულად, ვინაიდან ეგონა, საათი ისევ თვითონ აწიკწიკდაო.
The crocodile was among those who heard the sound, and it followed him, though whether with the purpose of regaining what it had lost, or merely as a friend under the belief that it was again ticking itself.
205322.
პიტერ პენი | თავი 15, ან მე, ან კაუჭა
პიტერი უხიფათოდ მიადგა ნაპირს და პირდაპირ გაცურა, ფეხები ისე შეეჯახნენ წყალს, თითქოს ვერც კი იგრძნეს, რომ ახალ სტიქიაში შეაბიჯესო.
Peter reached the shore without mishap, and went straight on, his legs encountering the water as if quite unaware that they had entered a new element.
205323.
პიტერ პენი | თავი 15, ან მე, ან კაუჭა
ცხოველთაგან ასეთნაირად ბევრნი გადადიან ხმელეთიდან წყალში, ადამიანთაგან კი სხვას არავის ვიცნობ.
Many animals pass from land to water, but no other human of whom I know.
205324.
პიტერ პენი | თავი 15, ან მე, ან კაუჭა
მიცურავდა და ერთადერთი აზრი უტრიალებდა: - ან მე ან კაუჭა.
As he swam he had but one thought: - Hook or me this time.
205325.
პიტერ პენი | თავი 15, ან მე, ან კაუჭა
რომ მიმხვდარიყო, გაჩერდებოდა, რადგან გემზე წიკწიკით ასვლა მახვილგონივრული აზრი კი იყო, მაგრამ არ მოფიქრებია.
Had he known he would have stopped, for to board the brig by help of the tick, though an ingenious idea, had not occurred to him.
205326.
პიტერ პენი | თავი 15, ან მე, ან კაუჭა
ნიანგის გახსენებაზე პიტერს მაშინვე მოესმა წიკწიკი.
No sooner did Peter remember it than he heard the ticking.
205327.
პიტერ პენი | თავი 15, ან მე, ან კაუჭა
ჯერ იფიქრა, მართლაც ნიანგისგან მოდიოდა წიკწიკის ხმა და სწრაფად მიიხედა უკან.
At first he thought the sound did come from the crocodile, and he looked behind him swiftly.
205328.
პიტერ პენი | თავი 15, ან მე, ან კაუჭა
– მაინც, რა ჭკვიანი ვარ! – იქვე გაიფიქრა და ბიჭებს ანიშნა, ტაშს ნუ დამიკრავთო.
– How clever of me! – he thought at once, and signed to the boys not to burst into applause.
205329.
პიტერ პენი | თავი 15, ან მე, ან კაუჭა
ჯონმა პირზე ხელები ააფარა ბედკრულ მეკობრეს და სასიკვდილო გმინვა ჩაუხშო.
John clapped his hands on the ill-fated pirate's mouth to stifle the dying groan.
205330.
პიტერ პენი | თავი 15, ან მე, ან კაუჭა
პიტერმა ანიშნა, და გვამი გემიდან წყალში მოისროლეს.
Peter gave the signal, and the carrion was cast overboard.
205331.
პიტერ პენი | თავი 15, ან მე, ან კაუჭა
ახლა უკვე ესმოდათ ერთმანეთის სუნთქვა, რამაც მიახვედრა, იმ საშინელმა ხმამ ჩაიარაო.
They could hear each other's breathing now, which showed them that the more terrible sound had passed.
205332.
პიტერ პენი | თავი 15, ან მე, ან კაუჭა
– წავიდა, კაპიტანო, – თქვა სმიმ და სათვალე გაიწმინდა,
- It's gone, captain, - Smee said, wiping off his spectacles.
205333.
პიტერ პენი | თავი 15, ან მე, ან კაუჭა
ნელა ამოსწია კაუჭამ თავი ფუშფუშა საყელოდან და ისეთი გულისყურით მიაყურადა, რომ იმ წიკწიკის ექოსაც კი გაიგონებდა.
Slowly Hook let his head emerge from his ruff, and listened so intently that he could have caught the echo of the tick.
205334.
პიტერ პენი | თავი 15, ან მე, ან კაუჭა
– არა, არა! – ისე შესაბრალისად აყვირდნენ, რომ ყველა მეკობრეს გაეღიმა.
- No, no! - they cried so piteously that every pirate smiled.
205335.
პიტერ პენი | თავი 15, ან მე, ან კაუჭა
ბავშვებმა ერთმანეთს გადახედეს.
The children gazed at each other.
205336.
პიტერ პენი | თავი 15, ან მე, ან კაუჭა
ბოლო სტრიქონს ვერასოდეს გავიგებთ, რადგან სიმღერა ერთბაშად შეწყვიტა კაიუტიდან ამომავალმა შემზარავმა ხრიალმა, რომელმაც მთელ გემს გადაუარა და მიწყდა.
What was the last line will never be known, for of a sudden the song was stayed by a dreadful screech from the cabin, which wailed through the ship, and died away.
205337.
პიტერ პენი | თავი 15, ან მე, ან კაუჭა
შემდეგ მამლის ყივილი გაისმა, რომელიც ბიჭებმა კარგად იცნეს, ხოლო მეკობრეებს წეღანდელ ხრიალზე თავზარდამცემი მოეჩვენათ.
Then was heard a crowing sound which was well understood by the boys, but to the pirates was almost more eerie than the screech.
205338.
პიტერ პენი | თავი 15, ან მე, ან კაუჭა
– რა სჭირს ბილ ჯუკსს, შე ძაღლო? – თავზე დაადგა ასისინებული კაუჭა.
- What's the matter with Bill Jukes, you dog? - hissed Hook, towering over him.
205339.
პიტერ პენი | თავი 15, ან მე, ან კაუჭა
– ბილ ჯუკსი მკვდარიაო?! – შეჰყვირეს გაოგნებულმა მეკობრეებმა.
- Bill Jukes dead?! - cried the startled pirates.
205340.
პიტერ პენი | თავი 15, ან მე, ან კაუჭა
კაუჭას არც ბიჭების აღტაცება გამოჰპარვია და არც მეკობრეთა დახრილი მზერა.
The exultation of the boys, the lowering looks of the pirates, both were seen by Hook.