მოიძებნა 669199 ჩანაწერი
205361.
პიტერ პენი | თავი 15, ან მე, ან კაუჭა
მერე ღრმად ჩაისუნთქა და შეჰყივლა.
Then he took a great breath and crowed.
205362.
პიტერ პენი | თავი 15, ან მე, ან კაუჭა
მეკობრეთათვის ეს ხმა იმისი მანიშნებელი იყო, რომ ბიჭები უსულოდ ეყარნენ კაიუტაში და შიშის ზარი დაეცათ.
To the pirates, it was a voice crying that all the boys lay slain in the cabin, and they were panic-stricken.
205363.
პიტერ პენი | თავი 15, ან მე, ან კაუჭა
ზოგიერთებს მოაგონდათ, ფლინტიც ამას ამბობდაო.
Some of them remembered that this had been a saying of Flint's.
205364.
პიტერ პენი | თავი 15, ან მე, ან კაუჭა
– გადაისროლეთ ეგ გოგო! – შეჰყვირა კაუჭამ და ყველანი მოსასხამში გახვეული ფიგურისკენ გაიქცნენ.
- Fling the girl overboard, - cried Hook and they made a rush at the figure in the cloak.
205365.
პიტერ პენი | თავი 15, ან მე, ან კაუჭა
– მშველელი აღარ გყავს, მის, – ავბედითად წაისისინა მალინზმა.
– There's none can save you now, missy, – Mullins hissed jeeringly.
205366.
პიტერ პენი | თავი 15, ან მე, ან კაუჭა
– შურისმგებელი პიტერ პენი! – გაისმა შემზარავი პასუხი და ამ სიტყვებით პიტერმა მოსასხამი მოიფრიალა.
– Peter Pan the avenger! – came the terrible answer and as he spoke Peter flung off his cloak.
205367.
პიტერ პენი | თავი 15, ან მე, ან კაუჭა
მე მგონი, ამ შემზარავ წუთს იყო, რომ ბოროტი სასტიკი გაებზარა.
In that frightful moment I think his fierce heart broke.
205368.
პიტერ პენი | თავი 15, ან მე, ან კაუჭა
ზოგიერთმა ავკაცმა ზღვაში ისკუპა, სხვები ბნელ კუნჭულებში მიიმალნენ, მაგრამ მცირემ მიაგნო, რომელიც არ იბრძოდა, ფარანმომარჯვებული დარბოდა და მათ სახეში აშუქებდა და ისინიც, ნახევრად დაბრმავებულნი, იოლად ემსხვერპლებოდნენ დანარჩენი ბიჭების ოხშივარადენილ ხმლებს.
Some of the miscreants leapt into the sea; others hid in dark recesses, where they were found by Slightly, who did not fight, but ran about with a lantern which he flashed in their faces, so that they were half blinded and fell as an easy prey to the reeking swords of the other boys.
205369.
პიტერ პენი | თავი 15, ან მე, ან კაუჭა
ის იყო, რომელიღაც მათგანი კაუჭზე წამოიცვა და ფარივით აიფარა, რომ შეტაკებაში კიდევ ერთი ბიჭი ჩაება, რომელმაც წამის წინ მალინზს გაუყარა ხმალი.
He had lifted up one boy with his hook and was using him as a shield, when another, who had just passed his sword through Mullins, sprang into the fray.
205370.
პიტერ პენი | თავი 15, ან მე, ან კაუჭა
– ხმლები ჩააგეთ, ბიჭებო, – შესძახა ახალმოსულმა, – ეგ კაცი ჩემია!
– Put up your swords, boys, – cried the newcomer, – this man is mine.
205371.
პიტერ პენი | თავი 15, ან მე, ან კაუჭა
ასე მოულოდნელად აღმოჩნდა კაუჭა პიტერის პირისპირ.
Thus suddenly Hook found himself face to face with Peter.
205372.
პიტერ პენი | თავი 15, ან მე, ან კაუჭა
დანარჩენებმა უკან დაიხიეს და წრე შემოარტყეს.
The others drew back and formed a ring around them.
205373.
პიტერ პენი | თავი 15, ან მე, ან კაუჭა
დიდხანს შესცქეროდნენ ერთმანეთს ორი მტერი, კაუჭა ოდნავ კანკალებდა, პიტერს სახეზე უცნაური ღიმილი გადაჰფენოდა.
For long the two enemies looked at one another, Hook shuddering slightly, and Peter with the strange smile upon his face.
205374.
პიტერ პენი | თავი 15, ან მე, ან კაუჭა
პიტერი სანაქებო მოფარიკავე იყო და თვალისმომჭრელი სისწრაფით იგერიებდა დარტყმებს.
Peter was a superb swordsman and parried with dazzling rapidity.
205375.
პიტერ პენი | თავი 15, ან მე, ან კაუჭა
საკუთარი სისხლის დანახვაზე, რომლის თავისებურ ფერსაც, გეხსომება, ვერ იტანდა, კაუჭას ხმალი გაუვარდა და პიტერის სამოწყალო შეიქნა.
At the sight of his own blood, whose peculiar colour, you remember, was offensive to him, the sword fell from Hook's hand, and he was at Peter's mercy.
205376.
პიტერ პენი | თავი 15, ან მე, ან კაუჭა
კაუჭა უკვე უიმედოდ იბრძოდა.
Hook was fighting now without hope.
205377.
პიტერ პენი | თავი 15, ან მე, ან კაუჭა
ბრძოლას თავი ანება, შექანდა თოფისწამლის საწყობში და ცეცხლი წაუკიდა.
Abandoning the fight he rushed into the powder magazine and fired it.
205378.
პიტერ პენი | თავი 15, ან მე, ან კაუჭა
მაგრამ პიტერი იმწამსვე გამოიჭრა თოფისწამლის საწყობიდან, გამოიტანა ჭურვი და მშვიდად გადაისროლა წყალში.
But Peter issued from the powder magazine with the shell in his hands, and calmly flung it overboard.
205379.
პიტერ პენი | თავი 15, ან მე, ან კაუჭა
მართალია, გზას აცდენილი კაცი იყო, მაგრამ სიხარულით აღვნიშნავთ, თუმც თანაგრძნობით არ თანავუგრძნობთ, რომ საბოლოოდ მაინც მისი რასის ტრადიციებს უერთგულა.
Misguided man though he was, we may be glad, without sympathising with him, that in the end he was true to the traditions of his race.
205380.
პიტერ პენი | თავი 15, ან მე, ან კაუჭა
რა იცოდა, რომ იქ ნიანგი ელოდა, ჩვენ ხომ საგანგებოდ გავაჩერეთ საათი, რათა ეს მაინც არა სცოდნოდა, უკანასკნელად მივაგეთ მცირეოდენი პატივი.
He did not know that the crocodile was waiting for him; for we purposely stopped the clock that this knowledge might be spared him: a little mark of respect from us at the end.