მოიძებნა 669199 ჩანაწერი
205381.
პიტერ პენი | თავი 15, ან მე, ან კაუჭა
როგორც იქნა, კაუჭა ეღირსა იმას, რაც ესოდენ სწადდა.
At last Hook had got the boon for which he craved.
205382.
პიტერ პენი | თავი 15, ან მე, ან კაუჭა
ასე დაიღუპა ჯეიმზ კაუჭა.
Thus perished James Hook.
205383.
პიტერ პენი | თავი 15, ან მე, ან კაუჭა
იმ ღამით თხუთმეტმა ზღო, რაც რამ დაეშავებინათ, ორმა კი ნაპირს მიაღწია.
Fifteen paid the penalty for their crimes that night, but two reached the shore.
205384.
პიტერ პენი | თავი 15, ან მე, ან კაუჭა
კაუჭას ეშინოდაო.
Hook had feared.
205385.
პიტერ პენი | თავი 15, ან მე, ან კაუჭა
ვენდის, ცხადია, ბრძოლაში მონაწილეობა არ მიუღია, იდგა და თვალებგაბრწყინებული შესცქეროდა პიტერს.
Wendy, of course, had stood by taking no part in the fight, though watching Peter with glistening eyes.
205386.
პიტერ პენი | თავი 15, ან მე, ან კაუჭა
ყველანი გარდა პიტერისა, რომელიც მანამ სცემდა ბოლთას გემბანზე, სანამ გრძელი ტომის გვერდით არ ჩაეძინა.
All but Peter, who strutted up and down on the deck, until at last, he fell asleep by the side of Long Tom.
205387.
პიტერ პენი | თავი 15, ან მე, ან კაუჭა
იმ ღამითაც საშინელი სიზმარი ნახა, ძილში დიდხანს ტიროდა, და ვენდის მაგრად ჰყავდა გულში ჩაკრული.
He had one of his dreams that night, and cried in his sleep for a long time, and Wendy held him tightly.
205388.
პიტერ პენი | თავი 16, შინ დაბრუნება
ბოცმანი ლიკლიკაც მათთან იყო, ხელში ბაგირის ბოლო ეჭირა და თამბაქოს ღეჭავდა.
Tootles, the bosun, was among them, with a rope's end in his hand and chewing tobacco.
205389.
პიტერ პენი | თავი 16, შინ დაბრუნება
ყოყოჩასა და ჯონს პირველი და მეორე თანაშემწეები იყვნენ.
Nibs and John were first and second mate.
205390.
პიტერ პენი | თავი 16, შინ დაბრუნება
პიტერს უკვე შტურვალზე მიება თავი, მაგრამ სტვენით ამოიხმო მეზღვაურები და მოკლე სიტყვით მიმართა.
Peter had already lashed himself to the wheel, but he piped all hands and delivered a short address to them.
205391.
პიტერ პენი | თავი 16, შინ დაბრუნება
კაპიტანმა პენმა გემის რუკებს ჩახედა და გამოთვალა, რომ თუ ამინდი არ შეიცვლებოდა, 21 ივნისისთვის აზორის კუნძულებს მიადგებოდნენ, იქიდან კი, დროის მოსაგებად, ფრენით განაგრძობდნენ გზას.
Captain Pan calculated, after consulting the ship's chart, that if this weather lasted they should strike the Azores about the 21st of June, after which it would save time to fly.
205392.
პიტერ პენი | თავი 16, შინ დაბრუნება
ერთადერთი საშველი მყისიერი მორჩილება იყო.
Instant obedience was the only safe thing.
205393.
პიტერ პენი | თავი 16, შინ დაბრუნება
გვრცხვენია, რომ 14 ნომერი სახლი ამდენ ხანს უყურადღებოდ გვქონდა მიტოვებული, თუმცა შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ მისის დარლინგი არ გვსაყვედურობს.
It seems a shame to have neglected No. 14 all this time, and yet we may be sure that Mrs. Darling does not blame us.
205394.
პიტერ პენი | თავი 16, შინ დაბრუნება
ადრევე რომ დავბრუნებულიყავით და სევდიანი თანაგრძნობით შეგვეხედა მისთვის, ალბათ წამოიძახებდა: - რას ბრძანებთ, მე რა საფიქრალი ვარ.
If we had returned sooner to look with sorrowful sympathy at her, she would probably have cried: - Don't be silly, what do I matter?
205395.
პიტერ პენი | თავი 16, შინ დაბრუნება
სანამ დედები ასეთები არიან, შვილები მუდამ ისარგებლებენ ამით, ეჭვიც არ შეგეპაროთ.
So long as mothers are like this their children will take advantage of them, and they may lay to that.
205396.
პიტერ პენი | თავი 16, შინ დაბრუნება
ახლაც კი მხოლოდ იმიტომ ვბედავთ ნაცნობ ბავშვების ოთახში შესვლას, რომ მისი კანონიერი ბინადრები უკვე მოეშურებიან შინისკენ.
Even now we venture into that familiar nursery only because its lawful occupants are on their way home.
205397.
პიტერ პენი | თავი 16, შინ დაბრუნება
თუმცა, ნეტავ რად უნდა ჰქონდეთ ლოგინები გამზეურებული?
Why on earth should their beds be properly aired?
205398.
პიტერ პენი | თავი 16, შინ დაბრუნება
ეს სრულიად გააფუჭებს იმ სიურპრიზს, რომელსაც ასე მოუთმენლად ელიან ვენდი, ჯონი და მაიკლი.
This would spoil so completely the surprise to which Wendy and John and Michael are looking forward.
205399.
პიტერ პენი | თავი 16, შინ დაბრუნება
– ჰო, მაგრამ, ჩვენო კარგო ქალბატონო, იმ ხუთშაბათამდე ხომ ათი დღეა, და, თუ გეტყვით, რა და როგორ არის, ათი დღის დარდისგან გადაგარჩენთ.
– But, my dear madam, it is ten days till Thursday week; so that by telling you what's what, we can save you ten days of unhappiness.
205400.
პიტერ პენი | თავი 16, შინ დაბრუნება
– დიახ, მაგრამ რის ფასად!
– Yes, but at what a cost!