მოიძებნა 669199 ჩანაწერი
205421.
პიტერ პენი | თავი 16, შინ დაბრუნება
ფანჯარა მუდამ ღია უნდა გვქონდეს, მუდამ, მუდამ.
The window must always be left open for them, always, always.
205422.
პიტერ პენი | თავი 16, შინ დაბრუნება
ეს იმიტომ დავწერეთ, რომ, სანამ გემს დავტოვებდით, სწორედ ასეთი ჩინებული გეგმა დასახეს, მაგრამ მას მერე, ეტყობა, რაღაც მოხდა, რადგან ოთახში ისინი კი არა, პიტერი და წკრინკარდალა შემოფრინდნენ.
We have written it so, because that was the charming arrangement planned by them before we left the ship, but something must have happened since then, for it is not they who have flown in, it is Peter and Tinker Bell.
205423.
პიტერ პენი | თავი 16, შინ დაბრუნება
ახლა მე და შენ კარიდან უნდა გავიდეთ; და როცა ვენდი მოვა, ეგონება, დედა არ მიშვებსო და რაღას იზამს: უკან წამომყვება.
Now you and I must get away by the door, and when Wendy comes she will think her mother has barred her out, and she will have to go back with me.
205424.
პიტერ პენი | თავი 16, შინ დაბრუნება
ცხადია, დედისა არაფერი იცოდა, მაგრამ მაინც წაიტრაბახებდა ხოლმე.
Of course he knew nothing whatever about his mother, but he sometimes bragged about her.
205425.
პიტერ პენი | თავი 16, შინ დაბრუნება
– უნდა, რომ ფანჯარა გავაღო, – გაიფიქრა პიტერმა,
– She wants me to unbar the window, – thought Peter.
205426.
პიტერ პენი | თავი 16, შინ დაბრუნება
ისევ შეიჭყიტა და ისევ ის ცრემლები დაინახა ან იქნებ ორმა ახალმა ცრემლმა დაიკავა იმათი ადგილი.
He peeped again, and the tears were still there, or another two had taken their place.
205427.
პიტერ პენი | თავი 16, შინ დაბრუნება
– წამო, წკრინ, – დაიყვირა და მწარედ დასცინა ბუნების კანონებს, რაში გვჭირდება ეს ჩერჩეტი დედები და გაფრინდა.
– Come on, Tink, – he cried, with a frightful sneer at the laws of nature, – we don't want any silly mothers and he flew away.
205428.
პიტერ პენი | თავი 16, შინ დაბრუნება
არც ერთს არ შერცხვენია, ისე დაეშვნენ იატაკზე, ყველაზე უმცროსს სახლი კიდევაც დავიწყებოდა.
They alighted on the floor, quite unashamed of themselves, and the youngest one had already forgotten his home.
205429.
პიტერ პენი | თავი 16, შინ დაბრუნება
– შეიძლება, ნენა შიგ არის, – თქვა ვენდიმ.
– Perhaps Nana is inside it, – Wendy said.
205430.
პიტერ პენი | თავი 16, შინ დაბრუნება
– მამაა! – წამოიძახა ვენდიმ.
– It's father! – exclaimed Wendy.
205431.
პიტერ პენი | თავი 16, შინ დაბრუნება
– მაჩვენეთ მამა, – ითხოვა მაიკლმა და კარგად აათვალიერ-ჩაათვალიერა.
– Let me see father, – Michael begged eagerly, and he took a good look.
205432.
პიტერ პენი | თავი 16, შინ დაბრუნება
ვენდი და ჯონი, ცოტა არ იყოს, შეცბნენ, მამა რომ ხუხულაში დაუხვდათ.
Wendy and John had been taken aback somewhat at finding their father in the kennel.
205433.
პიტერ პენი | თავი 16, შინ დაბრუნება
– წინათ ხომ ხუხულაში არ ეძინა, არა? – თქვა ჯონმა თითქოს თავისი მეხსიერების იმედი აღარ აქვსო.
"Surely," said John, like one who had lost faith in his memory, "he used not to sleep in the kennel?"
205434.
პიტერ პენი | თავი 16, შინ დაბრუნება
სწორედ ამ დროს მისის დარლინგი ისევ შეუდგა დაკვრას.
It was then that Mrs. Darling began playing again.
205435.
პიტერ პენი | თავი 16, შინ დაბრუნება
– მაშ, სინამდვილეში ჩვენი დედა შენ არა ხარ, ვენდი? – ჰკითხა მაიკლმა, რომელსაც მართლა ეძინებოდა.
– Then are you not really our mother, Wendy? – asked Michael, who was surely sleepy.
205436.
პიტერ პენი | თავი 16, შინ დაბრუნება
– მოდი, მივეპაროთ, – შესთავაზა ჯონმა, – და თვალებზე ხელი ავაფაროთ.
– Let us creep in, – John suggested, – and put our hands over her eyes.
205437.
პიტერ პენი | თავი 16, შინ დაბრუნება
– მოდით ყველანი ჩუმად ჩავწვეთ ლოგინებში, და როცა შემოვა, დავხვდებით, ვითომ არც წავსულვართ.
– Let us all slip into our beds, and be there when she comes in, just as if we had never been away."
205438.
პიტერ პენი | თავი 16, შინ დაბრუნება
და როცა მისის დარლინგი ბავშვების საძინებელში შემობრუნდა უნდოდა, ქმრისთვის დაეხედა, სძინავს თუ არაო, ყველა საწოლი დაკავებული იყო.
And so when Mrs. Darling went back to the night-nursery to see if her husband was asleep, all the beds were occupied.
205439.
პიტერ პენი | თავი 16, შინ დაბრუნება
იცი, იმდენჯერ დასიზმრებია თავ-თავის ლოგინებში მწოლიარე შვილები, რომ იფიქრა, ახლაც სიზმარში ვარო.
You see, she saw them in their beds so often in her dreams that she thought this was just the dream hanging around her still.
205440.
პიტერ პენი | თავი 16, შინ დაბრუნება
– ეს ვენდია, – თქვა მისის დარლინგმა, ოღონდ ისევ სიზმარი ეგონა.
– That's Wendy, – she said, but still she was sure it was the dream.