მოიძებნა 669199 ჩანაწერი
205441.
პიტერ პენი | თავი 16, შინ დაბრუნება
– ეს კი მაიკლი, – თქვა მან და მკლავები გაშალა, დარწმუნებულმა, რომ თავისი პატარა, ეგოისტი შვილები აღარასოდეს ჩაეხუტებოდნენ.
– That's Michael, – she said, and she stretched out her arms for the three little selfish children they would never envelop again.
205442.
პიტერ პენი | თავი 16, შინ დაბრუნება
შემსწრე არავინ ჰყავდა, გარდა ერთი პატარა ბიჭისა, რომელიც ფანჯარაში იჭყიტებოდა.
There was none to see it except a little boy who was staring in at the window.
205443.
პიტერ პენი | თავი 17, როცა ვენდი გაიზარდა
თქმით არაფერს ამბობდნენ, მაგრამ თვალებით სთხოვდნენ, მიგვიღეო.
They said nothing, but their eyes asked her to have them.
205444.
პიტერ პენი | თავი 17, როცა ვენდი გაიზარდა
წესით, მისტერ დარლინგისთვისაც უნდა შეეხედათ, მაგრამ იგი სულ დაავიწყდათ.
They ought to have looked at Mr. Darling also, but they forgot about him.
205445.
პიტერ პენი | თავი 17, როცა ვენდი გაიზარდა
რასაკვირველია, მისის დარლინგმა იმწამსვე თქვა, ყველას მიგიღებთო, სამაგიეროდ, მისტერ დარლინგი უცნაურად დაითრგუნა.
Of course, Mrs. Darling said at once that she would have them, but Mr. Darling was curiously depressed.
205446.
პიტერ პენი | თავი 17, როცა ვენდი გაიზარდა
– უნდა გითხრა, რომ სანახევროდ არაფერს აკეთებ, – უთხრა ვენდის, და ტყუპებმა იფიქრეს, ეს მწარე შენიშვნა ჩვენი მისამართით ითქვაო.
– I must say, that you don't do things by halves, – he said to Wendy, a grudging remark which the twins thought was pointed at them.
205447.
პიტერ პენი | თავი 17, როცა ვენდი გაიზარდა
იცოდა, ღირსეულად ვერ იქცეოდა, მაგრამ ვერაფერი გაეწყო.
He knew he was behaving unworthily, but he could not help it.
205448.
პიტერ პენი | თავი 17, როცა ვენდი გაიზარდა
– ჯორჯ! – წამოიძახა მისის დარლინგმა. გული ეტკინა, რომ მისი საყვარელი ქმარი ასე უხეიროდ გამოჩნდა სხვების თვალში.
"George!" Mrs. Darling exclaimed, pained to see her dear one showing himself in such an unfavourable light.
205449.
პიტერ პენი | თავი 17, როცა ვენდი გაიზარდა
შემდეგ მისტერ დარლინგს ცრემლები გადმოსცვივდა და სიმართლეც გაირკვა.
Then Mr. Darling burst into tears, and the truth came out.
205450.
პიტერ პენი | თავი 17, როცა ვენდი გაიზარდა
თქვა, ბიჭები მისის დარლინგზე ნაკლებად არ მიხარია, ოღონდ რა იქნებოდა, ჩემთვისაც გეთხოვათ თანხმობა.
He was as glad to have them as she was, he said, but he thought they should have asked his consent as well as hers.
205451.
პიტერ პენი | თავი 17, როცა ვენდი გაიზარდა
პირდაპირ ფანჯარასთან კი არ მივიდა, სხვათა შორის ჩაუფრინა და ვითომ შემთხვევით გაეხახუნა, რათა ვენდის, თუ მოუნდებოდა, გაეღო და დაეძახა.
He did not exactly come to the window, but he brushed against it in passing so that she could open it if Wendy liked and call to him.
205452.
პიტერ პენი | თავი 17, როცა ვენდი გაიზარდა
ფანჯარას მისის დარლინგი მიუახლოვდა, რადგან ვენდის თვალს აღარ აშორებდა.
Mrs. Darling came to the window, for at present she was keeping a sharp eye on Wendy.
205453.
პიტერ პენი | თავი 17, როცა ვენდი გაიზარდა
პიტერს უთხრა, ყველა სხვა ბიჭი ვიშვილე და შენც გიშვილებო.
She told Peter that she had adopted all the other boys, and would like to adopt him also.
205454.
პიტერ პენი | თავი 17, როცა ვენდი გაიზარდა
– არ მინდა სკოლაში სიარული და ამ მოსაწყენი რაღაცების სწავლა, – ფიცხად უთხრა მისის დარლინგს,
- I don't want to go to school and learn solemn things, - he told Mrs. Darling passionately.
205455.
პიტერ პენი | თავი 17, როცა ვენდი გაიზარდა
– არ მინდა, რომ კაცი გავხდე.
- I don't want to be a man.
205456.
პიტერ პენი | თავი 17, როცა ვენდი გაიზარდა
აჰ, ვენდის დედავ, ერთხელაც რომ გამეღვიძოს და წვერი ვიგრძნო!
O Wendy's mother, if I was to wake up and feel there was a beard!
205457.
პიტერ პენი | თავი 17, როცა ვენდი გაიზარდა
მისის დარლინგმა ხელები გაუწოდა, მაგრამ პიტერმა ხელი ჰკრა.
Mrs. Darling stretched out her arms to him, but he repulsed her.
205458.
პიტერ პენი | თავი 17, როცა ვენდი გაიზარდა
– ჰო, მაგრამ სად უნდა იცხოვრო?
– But where are you going to live?
205459.
პიტერ პენი | თავი 17, როცა ვენდი გაიზარდა
ფერიები რომელიმე ხის კენწეროზე აიტანენ, სადაც ღამღამობით სძინავთ.
The fairies are to put it high up among the tree tops where they sleep at nights.
205460.
პიტერ პენი | თავი 17, როცა ვენდი გაიზარდა
– მე მეგონა, რომ ყველა ფერია დაიხოცა, – თქვა მისის დარლინგმა.
– I thought all the fairies were dead, – Mrs. Darling said.