მოიძებნა 669199 ჩანაწერი
205401.
პიტერ პენი | თავი 16, შინ დაბრუნება
სინამდვილეში, არც იმისი თქმა სჭირდება, ყველაფერი მზად იყოსო ისედაც მზადა აქვს.
She does not really need to be told to have things ready, for they are ready.
205402.
პიტერ პენი | თავი 16, შინ დაბრუნება
იმაში თუ გამოვადგებით, რომ გემზე დავბრუნდეთ.
For all the use we are to her, we might well go back to the ship.
205403.
პიტერ პენი | თავი 16, შინ დაბრუნება
თუმცა, რაკი აქა ვართ, შეგვიძლია დავრჩეთ და ვუყუროთ, ჩვენ ხომ მაყურებლები ვართ, სულ ესაა.
However, as we are here we may as well stay and look on, that is all we are, lookers-on.
205404.
პიტერ პენი | თავი 16, შინ დაბრუნება
ბავშვების საძინებელში ერთადერთი რამ შეცვლილა, დილის ცხრიდან საღამოს ექვსამდე ხუხულა აღარ დგას.
The only change to be seen in the night-nursery is that between nine and six the kennel is no longer there.
205405.
პიტერ პენი | თავი 16, შინ დაბრუნება
როცა ბავშვები გაფრინდნენ, მისტერ დარლინგმა იგრძნო, რომ ყველაფერი მისი ბრალი იყო, რადგან ნენა მან დააბა, და, საერთოდ, ნენა თავიდან ბოლომდე მასზე ჭკვიანურად იქცეოდა.
When the children flew away, Mr. Darling felt that all the blame was his for having chained Nana up, and that from first to last she had been wiser than he.
205406.
პიტერ პენი | თავი 16, შინ დაბრუნება
მწარე სინანულით მოცულმა დაიფიცა, სანამ ბავშვები არ დაბრუნდებიან, ხუხულიდან არ გამოვალო.
In the bitterness of his remorse he swore that he would never leave the kennel until his children came back.
205407.
პიტერ პენი | თავი 16, შინ დაბრუნება
ქვეყნად არ იყო იმაზე თავმდაბალი ადამიანი, ვიდრე ოდესღაც ამაყი ჯორჯ დარლინგი, როცა იგი საღამოობით, ხუხულაში მჯდარი, ცოლს შვილებსა და იმათ საამურ ცელქობებზე ჩამოუგდებდა ლაპარაკს.
There never was a more humble man than the once proud George Darling, as he sat in the kennel of an evening talking with his wife of their children and all their pretty ways.
205408.
პიტერ პენი | თავი 16, შინ დაბრუნება
ყოველ დილით მისტერ დარლინგიან ხუხულას კებში დგამდნენ და სამსახურში მიჰქონდათ, ექვს საათზე ასეთივე ხერხით ბრუნდებოდა შინ.
Every morning the kennel was carried with Mr. Darling in it to a cab, which conveyed him to his office, and he returned home in the same way at six.
205409.
პიტერ პენი | თავი 16, შინ დაბრუნება
შინაგანად, ალბათ, მწარედ იტანჯებოდა, მაგრამ გარეგნულად მაშინაც კი ვერ შეატყობდი აღელვებას, როცა ყმაწვილები მისი პატარა სახლის ძაგებას მოჰყვებოდნენ,
Inwardly he must have suffered torture, but he preserved a calm exterior even when the young criticised his little home.
205410.
პიტერ პენი | თავი 16, შინ დაბრუნება
მოვლენებით აღსავსე იმ ხუთშაბათს მისის დარლინგი ბავშვების საძინებელში იჯდა და ჯორჯის დაბრუნებას ელოდა,
On that eventful Thursday week, Mrs. Darling was in the night nursery awaiting George's return home.
205411.
პიტერ პენი | თავი 16, შინ დაბრუნება
ახლა, როცა დავაცქერდებით და გაგვახსენდება მისი წინანდელი ხალისი, სრულიად რომ გაუქრა მხოლოდ იმიტომ, რომ ბავშვები დაეკარგა, ვხვდები, რომ აუგად მაინც ვერ მოვიხსენიებ.
Now that we look at her closely and remember the gaiety of her in the old days, all gone now just because she has lost her babes, I find I won't be able to say nasty things about her after all.
205412.
პიტერ პენი | თავი 16, შინ დაბრუნება
მოდი, გავახაროთ და მძინარეს ჩავჩურჩულოთ, ის ცუღლუტები ბრუნდებიანო.
Suppose, to make her happy, we whisper to her in her sleep that the brats are coming back.
205413.
პიტერ პენი | თავი 16, შინ დაბრუნება
მათ ხომ ფანჯრამდე ორიოდე მილიღა დარჩენიათ და თავდაუზოგავად მოფრინავენ, ჩვენ კი მხოლოდ ის ჩავჩურჩულოთ, გზაში არიანო.
They are really within two miles of the window now, and flying strong, but all we need whisper is that they are on the way.
205414.
პიტერ პენი | თავი 16, შინ დაბრუნება
– ოჰ, ნენა, მესიზმრა, ვითომ ჩემი სანატრელები დამიბრუნდნენ.
– O Nana, I dreamt my dear ones had come back.
205415.
პიტერ პენი | თავი 16, შინ დაბრუნება
ნენას თვალები დაებინდა, მაგრამ სხვა რა შეეძლო გარდა იმისა, რომ თავისი დიასახლისისთვის კალთაში ნაზად ჩაედო თათი.
Nana had filmy eyes, but all she could do was put her paw gently on her mistress's lap.
205416.
პიტერ პენი | თავი 16, შინ დაბრუნება
ქუდი ლაიზას მიაწოდა, და იმანაც ზიზღით ჩამოართვა, რადგან აბა, სად ჰქონდა იმისი წარმოსახვის უნარი, ასეთი კაცის გულისნადებს მიმხვდარიყო.
He gave his hat to Liza, who took it scornfully, for she had no imagination, and was quite incapable of understanding the motives of such a man.
205417.
პიტერ პენი | თავი 16, შინ დაბრუნება
კების სახლამდე მომცილებლები გარეთ ჯერაც ვაშას გაიძახოდნენ, და ბუნებრივია, ისიც გულგრილი ვერ დარჩებოდა.
Outside, the crowd who had accompanied the cab home were still cheering, and he was naturally not unmoved.
205418.
პიტერ პენი | თავი 16, შინ დაბრუნება
ერთხანს, ხუხულიდან თავგამოყოფილი, მისის დარლინგს ესაუბრა თავის წარმატებაზე და გამამხნევებლად მოუჭირა ხელზე ხელი, როცა იმან უთხრა, იმედი მაქვს, ეს ამბავი თავბრუს არ დაგახვევსო.
For some time he sat with his head out of the kennel, talking with Mrs. Darling of this success, and pressing her hand reassuringly when she said she hoped his head would not be turned by it.
205419.
პიტერ პენი | თავი 16, შინ დაბრუნება
ხომ ხედავ, როგორ ვისჯი თავს: ხუხულაში ვცხოვრობ.
See my punishment: living in a kennel.
205420.
პიტერ პენი | თავი 16, შინ დაბრუნება
დარწმუნებული ხარ, რომ არ გსიამოვნებს?
You are sure you are not enjoying it?