მოიძებნა 669199 ჩანაწერი
205461.
პიტერ პენი | თავი 17, როცა ვენდი გაიზარდა
იმიტომ რომ, როცა ბავშვი დაიბადება და პირველად გაეცინება, მაშინვე ახალი ფერია ჩნდება.
Because you see when a new baby laughs for the first time a new fairy is born.
205462.
პიტერ პენი | თავი 17, როცა ვენდი გაიზარდა
ხის კენწეროებზე, ბუდეებში ცხოვრობენ, ვარდისფერები ბიჭები არიან, თეთრები გოგოები.
They live in nests on the tops of trees, and the mauve ones are boys and the white ones are girls.
205463.
პიტერ პენი | თავი 17, როცა ვენდი გაიზარდა
– მაგას რა მნიშვნელობა აქვს, – თქვა პიტერმა.
– It doesn't matter, – Peter said.
205464.
პიტერ პენი | თავი 17, როცა ვენდი გაიზარდა
მისის დარლინგმა დაინახა, რომ ტუჩები აუკანკალდა, და ერთი ჩინებული რამ შესთავაზა: ვენდის ყოველ წელს თითო კვირით გამოვუშვებ და გაზაფხულობით სახლს დაგალაგებინებსო.
Mrs. Darling saw his mouth twitch, and she made this handsome offer: to let Wendy go to him for a week every year to do his spring cleaning.
205465.
პიტერ პენი | თავი 17, როცა ვენდი გაიზარდა
– ხომ არ დაგავიწყდები, პიტერ, გაზაფხულამდე, სანამ დალაგების დრო მოვა?
- You won't forget me, Peter, will you, before spring cleaning time comes?
205466.
პიტერ პენი | თავი 17, როცა ვენდი გაიზარდა
რა თქმა უნდა, პიტერმა პირობა მისცა, მერე კი გაფრინდა.
Of course, Peter promised, and then he flew away.
205467.
პიტერ პენი | თავი 17, როცა ვენდი გაიზარდა
მალე ისინიც ისეთი ჩვეულებრივები გახდნენ, როგორებიც მე, შენ ან უმცროსი ჯერკინსი ვართ.
And soon they settled down to being as ordinary as you or me or Jenkins minor.
205468.
პიტერ პენი | თავი 17, როცა ვენდი გაიზარდა
თავიდან ნენა ღამღამობით ფეხებს საწოლებზე უბამდა, არ გაფრინდნენო.
At first, Nana tied their feet to the bedposts so that they should not fly away in the night.
205469.
პიტერ პენი | თავი 17, როცა ვენდი გაიზარდა
მაიკლს სხვებზე დიდხანს სჯეროდა, თუმცა ბიჭები მასხრად იგდებდნენ, და პირველი წლის ბოლოს, როცა პიტერმა ვენდის მოაკითხა, ისიც იქ იყო.
Michael believed longer than the other boys, though boys jeered at him, so he was with Wendy when Peter came for her at the end of the first year.
205470.
პიტერ პენი | თავი 17, როცა ვენდი გაიზარდა
ვენდი იმ კაბით გაფრინდა, რომელიც არლანდიაში ფოთლებისა და კენკრისგან მოიქსოვა და ერთადერთი რამის შიში ჰქონდა, პიტერმა არ შემამჩნიოს, რომ დამიმოკლდაო.
She flew away with Peter in the frock she had woven from leaves and berries in the Neverland, and her one fear was that Peter might notice how short it had become.
205471.
პიტერ პენი | თავი 17, როცა ვენდი გაიზარდა
ვენდის ერთი სული ჰქონდა, ძველ ამბებზე დალაპარაკებოდა, მაგრამ პიტერის გონებიდან ძველი თავგადასავლები ახალმა განდევნა.
Wendy had looked forward to thrilling talks with him about old times, but new adventures had crowded the old ones from Peter's mind.
205472.
პიტერ პენი | თავი 17, როცა ვენდი გაიზარდა
– ვინ არის კაპიტანი კაუჭა? – ჰკითხა ვენდის, როცა იმან მოსისხლე მტერზე ჩამოუგდო ლაპარაკი.
- Who is Captain Hook? - he asked with interest when she spoke of the arch enemy.
205473.
პიტერ პენი | თავი 17, როცა ვენდი გაიზარდა
– არ გახსოვს, რომ მოკალი და ყველანი გადაგვარჩინე?– განცვიფრდა ვენდი.
– Don't you remember, how you killed him and saved all our lives?
205474.
პიტერ პენი | თავი 17, როცა ვენდი გაიზარდა
– მოკვლის შემდეგ ვივიწყებ, – უდარდელად მიუგო მან.
– I forget them after I kill them, – he replied carelessly.
205475.
პიტერ პენი | თავი 17, როცა ვენდი გაიზარდა
როცა ვენდიმ ეჭვგარეული იმედი გამოთქვა, წკრინკარდალას, ალბათ, გაუხარდება ჩემი ნახვაო, პიტერმა უთხრა: – წკრინკარდალა ვინღაა?
When she expressed a doubtful hope that Tinker Bell would be glad to see her he said: – Who is Tinker Bell?
205476.
პიტერ პენი | თავი 17, როცა ვენდი გაიზარდა
ალბათ, მართალს ამბობდა, რადგან ფერიები დიდხანს არ ცოცხლობენ, მაგრამ ისეთი პატარები არიან, ეს ხანმოკლე სიცოცხლეც კარგა ხანგრძლივი ეჩვენებათ.
I expect he was right, for fairies don't live long, but they are so little that a short time seems a good while to them.
205477.
პიტერ პენი | თავი 17, როცა ვენდი გაიზარდა
ვენდის გული ეტკინა, რომ შარშანდელი წელი პიტერისთვის მხოლოდ გუშინდელი დღე იყო, არადა, თვითონ რამსიგრძე ეჩვენა ლოდინის წელიწადი.
Wendy was pained too to find that the past year was but as yesterday to Peter, it had seemed such a long year of waiting to her.
205478.
პიტერ პენი | თავი 17, როცა ვენდი გაიზარდა
– იქნებ ავად გახდა, – თქვა მაიკლმა.
– Perhaps he is ill, – Michael said.
205479.
პიტერ პენი | თავი 17, როცა ვენდი გაიზარდა
მაიკლი მიუახლოვდა და ჟრუანტელდავლილმა წასჩურჩულა: – იქნებ არც კი არსებობს, ასეთი ადამიანი ვენდი?
Michael came close to her and whispered, with a shiver: – Perhaps there is no such person, Wendy?
205480.
პიტერ პენი | თავი 17, როცა ვენდი გაიზარდა
მაგრამ წლები გადიოდა, ის ქარაფშუტა ბიჭი კი არ მოდიოდა და როცა კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს, ვენდი გათხოვილი ქალი იყო.
But the years came and went without bringing the careless boy, and when they met again Wendy was a married woman.