მოიძებნა 669199 ჩანაწერი
205481.
პიტერ პენი | თავი 17, როცა ვენდი გაიზარდა
ვენდი გაიზარდა, ნუ შეგებრალებათ.
Wendy was grown up, you need not be sorry for her.
205482.
პიტერ პენი | თავი 17, როცა ვენდი გაიზარდა
იგი ერთი იმათგანი იყო, ვისაც მოსწონს გაზრდა.
She was one of the kind that likes to grow up.
205483.
პიტერ პენი | თავი 17, როცა ვენდი გაიზარდა
ბოლოს, თავისივე სურვილით, დანარჩენ გოგონებს ერთი დღითაც კი გაუსწრო გაზრდაში.
In the end she grew up of her own free will a day quicker than other girls.
205484.
პიტერ პენი | თავი 17, როცა ვენდი გაიზარდა
ყოველდღე დაინახავ, როგორ მიდიან სამსახურში ტყუპები, ყოყოჩა და ხუჭუჭა, ცალ ხელში პორტფელი უჭირავთ და ქოლგა.
You may see the twins and Nibs and Curly any day going to an office, each carrying a little bag and an umbrella.
205485.
პიტერ პენი | თავი 17, როცა ვენდი გაიზარდა
მაიკლი მემანქანეა.
Michael is an engine-driver.
205486.
პიტერ პენი | თავი 17, როცა ვენდი გაიზარდა
მცირემ ტიტულოვანი ქალი შეირთო და ლორდი გახდა.
Slightly married a lady of title, and so he became a lord.
205487.
პიტერ პენი | თავი 17, როცა ვენდი გაიზარდა
დაინახე, იმ რკინის კარიდან რომ პარიკიანი მოსამართლე გამოვიდა?
You see that judge in a wig coming out at the iron door?
205488.
პიტერ პენი | თავი 17, როცა ვენდი გაიზარდა
ეს წვეროსანი კი, შვილებისთვის ერთი ზღაპრის მოყოლაც რომ ვერ მოუხერხებია, ოდესღაც ჯონი იყო.
The bearded man who doesn't know any story to tell his children was once John.
205489.
პიტერ პენი | თავი 17, როცა ვენდი გაიზარდა
ვენდიმ ვარდისფერქამრიანი თეთრი კაბით დაიწერა ჯვარი.
Wendy was married in white with a pink sash.
205490.
პიტერ პენი | თავი 17, როცა ვენდი გაიზარდა
გავიდა წლები, და ვენდის ქალიშვილი ეყოლა.
Years rolled on and Wendy had a daughter.
205491.
პიტერ პენი | თავი 17, როცა ვენდი გაიზარდა
მას ჯეინი ერქვა და მუდამ უცნაური, ცნობისმოყვარე გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს იმ წამიდან მოყოლებული, რაც მატერიკს მოევლინა, შეკითხვების დასმა უნდოდა.
She was called Jane, and always had an odd inquiring look, as if from the moment she arrived on the mainland she wanted to ask questions.
205492.
პიტერ პენი | თავი 17, როცა ვენდი გაიზარდა
ის საბავშვო ოთახი ახლა ჯეინისა იყო, რადგან მისმა მამამ სამ პროცენტად იყიდა ვენდის მამისაგან, რომელსაც კიბეები აღარ უყვარდა.
It was Jane's nursery now, for her father had bought it at the three per cents from Wendy's father, who was no longer fond of stairs.
205493.
პიტერ პენი | თავი 17, როცა ვენდი გაიზარდა
მისის დარლინგი უკვე მკვდარი იყო და დავიწყებული.
Mrs. Darling was now dead and forgotten.
205494.
პიტერ პენი | თავი 17, როცა ვენდი გაიზარდა
ახლა ბავშვების ოთახში მხოლოდ ორი საწოლი იდგა.
There were only two beds in the nursery now.
205495.
პიტერ პენი | თავი 17, როცა ვენდი გაიზარდა
კვირაში ერთხელ ჯეინის გადიას დასვენების საღამო ჰქონდა და ვენდი თვითონ აწვენდა ჯეინს.
Once a week Jane's nurse had her evening off, and then it was Wendy's part to put Jane to bed.
205496.
პიტერ პენი | თავი 17, როცა ვენდი გაიზარდა
– ახლა რას ვხედავთ?
– What do we see now?
205497.
პიტერ პენი | თავი 17, როცა ვენდი გაიზარდა
– დღეს, მგონი, ვერაფერს ვხედავ, – ამბობს ვენდი და გული ეუბნება, ნენა რომ ყოფილიყო, მეტს არც მალაპარაკებდაო.
– I don't think I see anything tonight, – says Wendy, with a feeling that if Nana were here she would object to further conversation.
205498.
პიტერ პენი | თავი 17, როცა ვენდი გაიზარდა
იცი, ჯეინ, ხანდახან გავიფიქრებ ხოლმე, ნეტავ მართლა დავფრინავდი თუ არა.
Do you know, Jane, I sometimes wonder whether I ever did really fly.
205499.
პიტერ პენი | თავი 17, როცა ვენდი გაიზარდა
– ახლა რატომ ვეღარ დაფრინავ, დედა?
– Why can't you fly now, mother?
205500.
პიტერ პენი | თავი 17, როცა ვენდი გაიზარდა
– იმიტომ რომ გავიზარდე, ჩემო კარგო.
– Because I am grown up, dearest.