მოიძებნა 669199 ჩანაწერი
205521.
პიტერ პენი | თავი 17, როცა ვენდი გაიზარდა
მერე შუქი აანთო, და პიტერმაც დაინახა.
Then she turned up the light, and Peter saw.
205522.
პიტერ პენი | თავი 17, როცა ვენდი გაიზარდა
– დავბერდი, პიტერ.
– I am old, Peter.
205523.
პიტერ პენი | თავი 17, როცა ვენდი გაიზარდა
დიდი ხანია, რაც გავიზარდე.
I grew up long ago.
205524.
პიტერ პენი | თავი 17, როცა ვენდი გაიზარდა
იატაკზე დაჯდა და აქვითინდა, ვენდიმ არ იცოდა, როგორ დაეწყნარებინა, არადა, წინათ რა იოლად ახერხებდა.
He sat down on the floor instead and sobbed, and Wendy did not know how to comfort him, though she could have done it so easily once.
205525.
პიტერ პენი | თავი 17, როცა ვენდი გაიზარდა
ახლა იგი მხოლოდ ქალი იყო, და ოთახიდან გაიქცა, იქნებ რამე მოვისაზროო.
She was only a woman now, and she ran out of the room to try to think.
205526.
პიტერ პენი | თავი 17, როცა ვენდი გაიზარდა
პიტერი წამოდგა და თავი დაუკრა, ჯეინმაც საწოლიდანვე დაუკრა თავი.
Peter rose and bowed to her, and Jane bowed to him from the bed.
205527.
პიტერ პენი | თავი 17, როცა ვენდი გაიზარდა
– დედაჩემს მოვაკითხე, – აუხსნა პიტერმა, – არლანდიაში უნდა წავიყვანო.
- I came back for my mother, - Peter explained, - to take her to the Neverland.
205528.
პიტერ პენი | თავი 17, როცა ვენდი გაიზარდა
– ჰო, ვიცი, – მიუგო ჯეინმა, – გელოდებოდი კიდეც.
- Yes, I know, - Jane said, - I have been waiting for you.
205529.
პიტერ პენი | თავი 17, როცა ვენდი გაიზარდა
როცა ვენდი მორიდებით შემობრუნდა ოთახში, საწოლის თავზე ჩამომჯდარი პიტერი წარმტაცად ყიოდა, ღამისპერანგა ჯეინი კი აღფრთოვანებული დაფარფატებდა ჰაერში.
When Wendy returned diffidently she found Peter sitting on the bed-post crowing gloriously, while Jane in her nighty was flying round the room in solemn ecstasy.
205530.
პიტერ პენი | თავი 17, როცა ვენდი გაიზარდა
– ჰო, ვიცი, – საწყლად გამოტყდა ვენდი, – ჩემზე კარგად ვის ეცოდინება!
- Yes, I know, - Wendy admitted rather forlornly, - no one knows it so well as I.
205531.
პიტერ პენი | თავი 17, როცა ვენდი გაიზარდა
ვენდი ფანჯარას ეცა.
Wendy rushed to the window.
205532.
პიტერ პენი | თავი 17, როცა ვენდი გაიზარდა
– ნეტავ, მეც მოვდიოდე, – ამოიოხრა ვენდიმ.
- If only I could go with you, - Wendy sighed.
205533.
პიტერ პენი | თავი 17, როცა ვენდი გაიზარდა
ვიდრე ვენდის უცქერი, შეიძლება დაინახო, როგორ უთეთრდება თმა და როგორ ჩიავდება, რადგან ეს ამბავი დიდი ხნის წინ მოხდა.
As you look at Wendy, you may see her hair becoming white, and her figure little again, for all this happened long ago.
205534.
პიტერ პენი | თავი 17, როცა ვენდი გაიზარდა
ახლა ჯეინიც ჩვეულებრივი, ზრდასრული ქალია და გოგონა ჰყავს, სახელად მარგრეტი; ყოველ გაზაფხულზე, იმ გაზაფხულების გამოკლებით, როცა ავიწყდება ხოლმე, მარგრეტს პიტერი აკითხავს და არლანდიაში მიჰყავს.
Jane is now a common grown-up, with a daughter called Margaret; and every spring cleaning time, except when he forgets, Peter comes for Margaret and takes her to the Neverland.
205535.
პიტერ პენი | თავი 17, როცა ვენდი გაიზარდა
როცა მარგრეტი გაიზრდება, მასაც ეყოლება ქალიშვილი, და ახლა იგი გახდება პიტერის დედა.
When Margaret grows up she will have a daughter, who is to be Peter's mother in turn.
205536.
პიტერ პენი | თავი 17, როცა ვენდი გაიზარდა
ასე გაგრძელდება მანამ, სანამ ბავშვები უდარდელნი, უეშმაკონი და უგულონი იქნებიან.
Thus it will go on, so long as children are gay and innocent and heartless.
205537.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი I
ხელმეორედ რომ დავიწყოთ თხრობა და ნება-ნება მეგის ქორწილამდეც მივიდეთ, უპრიანი იქნება, ჯერ მარჩების ოჯახის ამბები ვთქვათ.
In order that we may start afresh and go to Meg's wedding with free minds, it will be well to begin with a little gossip about the Marches.
205538.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი I
აქ, ნება მიბოძეთ, შევნიშნო, რომ თუკი ძველი ყაიდის ხალხი უკმაყოფილო დარჩება, ამ ამბავში მეტისმეტი „სიყვარულობანა“ მოგსვლიათო (ახალგაზრდებისგან ამ საყვედურის შიში არა მაქვს), მისის მარჩთან ერთად გავცემ პასუხს: – მაშ, სხვა რის მოლოდინი უნდა გქონდეთ, როცა სახლში სიცოცხლით სავსე ოთხი გოგო გყავთ, მეზობლად კი – დაუდეგარი ყმაწვილკაცი?
And here let me premise that if any of the elders think there is too much 'lovering' in the story, as I fear they may (I'm not afraid the young folks will make that objection), I can only say with Mrs. March, "What can you expect when I have four gay girls in the house, and a dashing young neighbor over the way?"
205539.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი I
განვლილმა სამმა წელმა ცოტა რამ თუ შეცვალა ოჯახის მშვიდ ცხოვრებაში.
The three years that have passed have brought but few changes to the quiet family.
205540.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი I
ეს თვისებები, მიუხედავად სიღარიბისა და განუხრელი პატიოსნებისა, რამაც გზა გადაუკეტა მიწიერი წარმატებისკენ, ისევე ბუნებრივად იზიდავდა მისკენ ბევრ ჩინებულ ადამიანს, როგორც სურნელოვანი ყვავილები იზიდავს ფუტკარს, და ისიც ბუნებრივადვე აძლევდა თაფლს, რომელშიც ორმოცდაათი წლის მძიმე გამოცდილებას იოტისოდენი ღვარძლიც კი არ გაერია.
These attributes, in spite of poverty and the strict integrity which shut him out from the more worldly successes, attracted to him many admirable persons, as naturally as sweet herbs draw bees, and as naturally he gave them the honey into which fifty years of hard experience had distilled no bitter drop.