მოიძებნა 669199 ჩანაწერი
205541.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი I
გონებადამჯდარი ახალგაზრდები ხედავდნენ, რომ თმაჭაღარა სწავლული გულით მათებრ ჭაბუკი იყო; დარდიანი ქალები თავიანთ ეჭვებს უზიარებდნენ დარწმუნებულნი, რომ უღრმეს თანაგრძნობას იპოვიდნენ და უბრძნეს რჩევას მიიღებდნენ.
Earnest young men found the gray-headed scholar as young at heart as they; thoughtful or troubled women instinctively brought their doubts to him, sure of finding the gentlest sympathy, the wisest counsel.
205542.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი I
ცოდვილნი თავიანთ ცოდვებს უმხელდნენ სპეტაკი გულის პატრონ ბერიკაცს და საყვედურსაც იღებდნენ და შენდობასაც.
Sinners told their sins to the pure-hearted old man and were both rebuked and saved.
205543.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი I
პატივმოყვარენი კი ხედავდნენ, რომ თურმე მათ მისწრაფებებზე ბევრად კეთილშობილური მისწრაფებებიც არსებობდა, და ყველაზე მიწიერნიც კი აღიარებდნენ, რომ მისი რწმენა მშვენიერი იყო და ჭეშმარიტი.
Ambitious men caught glimpses of nobler ambitions than their own, and even worldlings confessed that his beliefs were beautiful and true.
205544.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი I
უცხო თვალისთვის ოჯახს ხუთი ყოჩაღი ქალი უძღვებოდა და ბევრ რამეში მართლაც ასე იყო, თუმცა წიგნებში ჩამჯდარი მოკრძალებული სწავლული კვლავაც ოჯახის უფროსად, სინდისად, ღუზად და ნუგეშისმცემლად რჩებოდა; სწორედ მას მიმართავდნენ მძიმე წუთებში ეს ფუსფუსა, მოუსვენარი ქალები და მასში პოულობდნენ, ამ წმინდა სიტყვების ჭეშმარიტი აზრით, მეუღლესა და მამას.
To outsiders the five energetic women seemed to rule the house, and so they did in many things, but the quiet scholar, sitting among his books, was still the head of the family, the household conscience, anchor, and comforter, for to him the busy, anxious women always turned in troublous times, finding him, in the truest sense of those sacred words, husband and father.
205545.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი I
მისის მარჩი კვლავაც მხნეა და ხალისიანი, თუმცა იმაზე უფრო ჭაღარა, ვიდრე მაშინ, ბოლოს რომ ვნახეთ და ამჟამად ისეა ჩაფლული მეგის საქმეებში, რომ დაჭრილი „ბიჭებით“ ჯერაც სავსე ჰოსპიტლებსა და ჯარისკაცთა ქვრივებს აშკარად აკლიათ მისი დედობრივი ზრუნვა და მადლიანი სტუმრობა.
Mrs. March is as brisk and cheery, though rather grayer, than when we saw her last, and just now so absorbed in Meg's affairs that the hospitals and homes still full of wounded "boys" and soldiers' widows, decidedly miss the motherly missionary's visits.
205546.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი I
ჯონ ბრუკი მთელ წელიწადს ვაჟკაცურად იხდიდა ვალს, დაიჭრა, დაითხოვეს და ფრონტზე დაბრუნება აუკრძალეს.
John Brooke did his duty manfully for a year, got wounded, was sent home, and not allowed to return.
205547.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი I
არც წოდება არგუნეს და არც – ჯილდო, თუმცა კი ეკუთვნოდა, რადგან იოლად რისკავდა ყველაფერს, რაც კი გააჩნდა, ხოლო სიცოცხლე და სიყვარული დიახაც, რომ ძვირად ფასობს, როცა ერთიც გაფურჩქვნის ხანაშია და მეორეც.
He received no stars or bars, but he deserved them, for he cheerfully risked all he had, and life and love are very precious when both are in full bloom.
205548.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი I
ჯონი შეეგუა არმიიდან დათხოვნას და მთელი ძალ-ღონე იქით მიმართა, რომ გამოკეთებულიყო, მუშაობისთვის მომზადებულიყო და მეგისთვის სახლის საყიდელი ფული დაეგროვებინა.
Perfectly resigned to his discharge, he devoted himself to getting well, preparing for business, and earning a home for Meg.
205549.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი I
მეგს მოლოდინსა და შრომაში გაჰყავდა დრო, ქალური ხასიათი უყალიბდებოდა, დიასახლისობის ხელოვნებაში ოსტატდებოდა.
Meg had spent the time in working as well as waiting, growing womanly in character, wise in housewifely arts.
205550.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი I
მასაც ჰქონდა ქალიშვილური სურვილები და იმედები და, ამიტომაც, ცოტა არ იყოს, სწყინდა, რომ მოკრძალებულად უნდა შესდგომოდა ახალ ცხოვრებას.
She had her girlish ambitions and hopes, and felt some disappointment at the humble way in which the new life must begin.
205551.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი I
ცოტა ხნის წინ ნედ მოფატმა სალი გარდინერი შეირთო და მეგი ძალაუნებურად ადარებდა თავის ავლადიდებას იმათ მშვენიერ სახლსა თუ ეტლს, აუარება საჩუქარსა თუ ბრწყინვალე ჩაცმულობას და ჩუმ-ჩუმად ნატრობდა, ნეტავი, მეც მქონდესო.
Ned Moffat had just married Sallie Gardiner, and Meg couldn't help contrasting their fine house and carriage, many gifts, and splendid outfit with her own, and secretly wishing she could have the same.
205552.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი I
თუმცა, შური და უკმაყოფილება მაშინვე გაუქრებოდა ხოლმე, როგორც კი გაახსენდებოდა, რა მოთმინება, სიყვარული და შრომა ჩააქსოვა ჯონმა იმ პატარა სახლში, მას რომ ელოდა, და როცა შებინდებულზე ერთად დასხდებოდნენ და თავიანთ პატარ-პატარა გეგმებზე ალაპარაკდებოდნენ, მუდამ ისეთი ნათელი და მშვენიერი წარმოუდგებოდა მომავალი, რომ სალის ფუფუნება იქვე ავიწყდებოდა და მთელ საქრისტიანოში უმდიდრესი და უბედნიერესი ქალიშვილი ეგონა თავი.
But somehow envy and discontent soon vanished when she thought of all the patient love and labor John had put into the little home awaiting her, and when they sat together in the twilight, talking over their small plans, the future always grew so beautiful and bright that she forgot Sallie's splendor and felt herself the richest, happiest girl in Christendom.
205553.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი I
ჯო აღარ მიბრუნებულა პაპიდა მარჩთან, რადგან მოხუც ლედის ისე შეუვარდა გული ემიზე, რომ მოქრთამა – ხატვის რომელიმე საუკეთესო მასწავლებელთან გატარებო, ხოლო ამ პირობით ემი მასზე უფრო მკაცრ ქალბატონსაც მოემსახურებოდა.
Jo never went back to Aunt March, for the old lady took such a fancy to Amy that she bribed her with the offer of drawing lessons from one of the best teachers going, and for the sake of this advantage, Amy would have served a far harder mistress.
205554.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი I
ამასობაში ჯო ლიტერატურასა და ბეთს უნდებოდა, რომელიც მას მერეც კი დიდხანს იყო სუსტად, რაც მისი ციებ-ცხელება წარსულს ჩაჰბარდა.
Jo meantime devoted herself to literature and Beth, who remained delicate long after the fever was a thing of the past.
205555.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი I
მთლად ავადმყოფი არა, მაგრამ აღარც წინანდებურად ლოყაწითელი და ჯანსაღი არსება (თუმცაღა, მაინც სულ იმედიანი, ბედნიერი და ნეტარი, მუდამ თავის საყვარელ, მარტივ საშინაო საქმეებში ჩაფლული და ყველას მეგობარი) ჯერ კიდევ მანამ იქცა ოჯახის კეთილ ანგელოზად, სანამ ამას ის ადამიანები მიხვდებოდნენ, ვისაც ყველაზე მეტად უყვარდათ იგი.
Not an invalid exactly, but never again the rosy, healthy creature she had been, yet always hopeful, happy, and serene, and busy with the quiet duties she loved, everyone's friend, and an angel in the house, long before those who loved her most had learned to know it.
205556.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი I
რაკი „მოლივლივე არწივი“ ჯოს თითო დოლარს უხდიდა „აბდაუბდის“ (ასე ეძახდა თვითონ) თითო სვეტში, ჯოს შეძლებულ ქალად მიაჩნდა თავი და მუყაითად აწიკწიკებდა პატარპატარა სასიყვარულო ისტორიებს.
As long as The Spread Eagle paid her a dollar a column for her 'rubbish', as she called it, Jo felt herself a woman of means, and spun her little romances diligently.
205557.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი I
თუმცა აქტიურ გონებასა და მიზანსწრაფულ სულში დიდი გეგმები უდუღდა და სხვენის კედელზე დაკიდებულ თუნუქის ძველ კარადაში ნელ-ნელა იზრდებოდა მელნის ლაქებით დათხუპნილი ხელნაწერების დასტა, რომელსაც როდისმე განთქმულ სახელთა რიგისთვის უნდა შეემატებინა მარჩის გვარი.
But great plans fermented in her busy brain and ambitious mind, and the old tin kitchen in the garret held a slowly increasing pile of blotted manuscript, which was one day to place the name of March upon the roll of fame.
205558.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი I
ლორი მორჩილად შევიდა უნივერსიტეტში, პაპას არ ვაწყენინოო, და ახლა იმის ცდაში იყო, რაც შეიძლება მსუბუქად გაევლო სწავლის წლები, რომ არც საკუთარი თავი დარჩენოდა განაწყენებული.
Laurie, having dutifully gone to college to please his grandfather, was now getting through it in the easiest possible manner to please himself.
205559.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი I
მუდამ ხელიდან წასვლის საშიშროება ემუქრებოდა, და ალბათ მართლაც ხელიდან წავიდოდა, როგორც ბევრი იმედისმომცემი ბიჭი წასულა, ავისგან დამცავი ავგაროზი რომ არ ჰქონოდა ანუ არ ხსომებოდა კეთილი ბერიკაცი, რომელიც მისი წარმატებით ცოცხლობდა;
He stood in great danger of being spoiled, and probably would have been, like many another promising boy, if he had not possessed a talisman against evil in the memory of the kind old man who was bound up in his success.
205560.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი I
მზრუნველი ქალი, რომელიც ისე უგდებდა თვალ-ყურს, როგორც ღვიძლ ვაჟიშვილს, დაბოლოს (რიგით და არა მნიშვნელობით) – ოთხი უეშმაკო გოგონა, რომლებსაც, იცოდა, გულით უყვარდათ, შეჰხაროდნენ და სჯეროდათ მისი.
The motherly friend who watched over him as if he were her son, and last, but not least by any means, the knowledge that four innocent girls loved, admired, and believed in him with all their hearts.