მოიძებნა 669199 ჩანაწერი
205581.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი I
– მეგსაც რომ ოთხი ჰყავდეს, ამ სახლში ვერ დაეტეოდნენ და პატრონებს ბაღში მოუწევდათ კარვის დაცემა, – შეაწყვეტინა ჯომ, რომელსაც დიდი, ლურჯი წინსაფარი აეფარებინა და საბოლოოდ ალაპლაპებდა კარის სახელურებს.
"If Meg had four, the house wouldn't hold them, and master and missis would have to camp in the garden," broke in Jo, who, enveloped in a big blue pinafore, was giving the last polish to the door handles.
205582.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი I
– სალი ღარიბი კაცის ცოლი ხომ არ არის, ჰოდა ბევრი მოახლე სწორედაც რომ შეეფერება მის დიდებულ სახლკარს, მეგი და ჯონი კი უბრალოდ იწყებენ, მაგრამ გული მეუბნება, ამ პატარა სახლშიც იმდენი ბედნიერება ელით, რამდენიც დიდში ექნებოდათ.
"Sallie isn't a poor man's wife, and many maids are in keeping with her fine establishment, Meg and John begin humbly, but I have a feeling that there will be quite as much happiness in the little house as in the big one.
205583.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი I
მეგივით ყმაწვილ ქალებს ძალიან ეშლებათ, როცა საკეთებელს არაფერს იტოვებენ გარდა ჩაცმა-დახურვისა, განკარგულებების გაცემისა და ჭორაობისა.
It's a great mistake for young girls like Meg to leave themselves nothing to do but dress, give orders, and gossip.
205584.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი I
მე რომ გავთხოვდი, ერთი სული მქონდა, როდის გამიცვდებოდა ახალი ტანისამოსი, რომ დამეკემსა და თავი გამერთო, თორემ გული გამიწვრილა ქარგვამ და ჩემი ცხვირსახოცის უთოობამ.
When I was first married, I used to long for my new clothes to wear out or get torn, so that I might have the pleasure of mending them, for I got heartily sick of doing fancywork and tending my pocket handkerchief.
205585.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი I
– რატომ სამზარეულოში არ შეხვედი და იქაურობა არ ააქოთე? სალი ამბობს, გასართობად ვშვრები ეგრეო, თუმცა დიდი ვერაფერიშვილი კერძები გამოუდის და მოახლეებს სიცილად არ ჰყოფნით, – თქვა მეგმა.
"Why didn't you go into the kitchen and make messes, as Sallie says she does to amuse herself, though they never turn out well and the servants laugh at her," said Meg.
205586.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი I
– ცოტა ხანში მართლაც შევედი სამზარეულოში, ოღონდ„ ასაქოთებლად“ კი არა, არამედ იმისთვის რომ ჰანასგან მესწავლა, რა როგორ კეთდება და მოახლეების დასაცინი არ გავმხდარიყავი.
I did after a while, not to "mess" but to learn of Hannah how things should be done, that my servants need not laugh at me.
205587.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი I
შენ ჩემსავით არ იწყებ, მეგ, ჩემო კარგო, მაგრამ რასაც ახლა ისწავლი, მერეც გამოგადგება, როცა ჯონი შეძლებული კაცი გახდება, იმიტომ რომ დიასახლისმა, რაგინდ ბრწყინვალე სახლკარის პატრონი იყოს, უნდა იცოდეს, რა როგორ კეთდება, თუკი უნდა, რომ კარგად და პატიოსნად მოემსახურონ.
You begin at the other end, Meg, dear, but the lessons you learn now will be of use to you by-and-by when John is a richer man, for the mistress of a house, however splendid, should know how work ought to be done, if she wishes to be well and honestly served.
205588.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი I
– კი, დე, დარწმუნებული ვარ, – უთხრა მეგმა მას მერე, რაც მოკრძალებით მოისმინა მოკლე ლექცია, რადგან ქალთა შორის საუკეთესონიც კი ხალისით მსჯელობენ ოჯახის მოვლაპატრონობის წარმტაც თემაზე.
"Yes, Mother, I'm sure of that," said Meg, listening respectfully to the little lecture, for the best of women will hold forth upon the all absorbing subject of house keeping.
205589.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი I
– ეს ოთახი კი ყველაზე მეტად მომწონს ჩემს სათამაშო სახლში, – დაუმატა მეგმა ერთი წუთის შემდეგ, როცა ზემოთ ავიდნენ და თეთრეულის განჯინაში შეიხედა.
"I like this room most of all in my baby house," added Meg, a minute after, as they went upstairs and she looked into her well-stored linen closet.
205590.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი I
პაპიდა მარჩმა დაიქადნა, მეგი თუ „იმ ბრუკს“ გაჰყვება, ერთ ცენტსაც არ ვაღირსებო, არადა დრო რომ გავიდა და ბრაზი დაუცხრა, ის თავისი ქადილი სანანებლად გაუხდა.
Having said that if Meg married "that Brooke" she shouldn't have a cent of her money, Aunt March was rather in a quandary when time had appeased her wrath and made her repent her vow.
205591.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი I
ფლორენსის დედას, მისის კეროლს, დაევალა ეყიდა სასადილო და სასაწოლე თეთრეულის უხვი მარაგი, შეეკერა, ნაქარგი ნიშანი დაედო და მისთვის გაეგზავნა, როგორც თავისი ნაჩუქარი, ყოველივე ეს კეთილსინდისიერად შესრულდა.
Mrs. Carrol, Florence's mamma, was ordered to buy, have made, and marked a generous supply of house and table linen, and send it as her present, all of which was faithfully done.
205592.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი I
მაგრამ საიდუმლომ მაინც გაჟონა და მთელი ოჯახი გაამხიარულა, რადგან პაპიდა მარჩი ცდილობდა ისე სჭეროდა თავი, თითქოს არაფერ შუაში იყო, და დაჟინებით იმეორებდა, მეგს ვერაფერს ვაჩუქებ გარდა ძველმოდური მარგალიტებისა, რომლებსაც დიდი ხნის წინ დავპირდი პირველ პატარძალსაო.
But the secret leaked out, and was greatly enjoyed by the family, for Aunt March tried to look utterly unconscious, and insisted that she could give nothing but the old-fashioned pearls long promised to the first bride.
205593.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი I
– აი, მოვედი, დე! ჰო, მშვიდობაა, – უკანასკნელი სიტყვებით ხნიერი ლედის მზერას უპასუხა – კეთილ, ცნობისმოყვარე მზერას და ისე ალალად შეაგება ლამაზი თვალები, რომ ეს პატარა ცერემონია, როგორც ყოველთვის, ახლაც დედობრივი ამბორით დასრულდა.
"Here I am, Mother! Yes, it's all right." The last words were in answer to the look the elder lady gave him, a kindly questioning look which the handsome eyes met so frankly that the little ceremony closed, as usual, with a motherly kiss.
205594.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი I
– მისის ბრუკს, დამამზადებლისგან, მოლოცვითა და საუკეთესო სურვილებით.
For Mrs. Brooke, with the maker's congratulations and compliments.
205595.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი I
ამ ლაპარაკში ლორიმ მეგს ყავისფერ ქაღალდში გახვეული შეკვრა გადასცა, ბეთს თმის ლენტი ჩამოქაჩა, ჯოს დიდ წინსაფარს მიაშტერდა და ვითომ აღტაცებული გაშეშდა ემის წინ, მერე კი სათითაოდ ჩამოართვა ხელი და ყველანი ერთად ალაპარაკდნენ.
As Laurie spoke, he delivered a brown paper parcel to Meg, pulled Beth's hair ribbon, stared at Jo's big pinafore, and fell into an attitude of mock rapture before Amy, then shook hands all round, and everyone began to talk.
205596.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი I
– ჯონი სად არის? – შეშფოთებით ჰკითხა მეგმა.
"Where is John?" asked Meg anxiously.
205597.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი I
– ხვალისთვის ლიცენზიას იღებს, მემ.
"Stopped to get the license for tomorrow, ma'am."
205598.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი I
– ბოლო თამაში ვინ მოიგო, ტედი? – დაინტერესდა ჯო, რომელიც ცხრამეტისა კი გახდა, მაგრამ მამაკაცთა სპორტი ჯერაც აინტერესებდა.
"Which side won the last match, Teddy?" inquired Jo, who persisted in feeling an interest in manly sports despite her nineteen years.
205599.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი I
– როგორ ბრძანდება მშვენიერი მის რენდალი? – მრავალმნიშვნელოვანი ღიმილით იკითხა ემიმ.
"How is the lovely Miss Randal?" asked Amy with a significant smile.
205600.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი I
– უფრო და უფრო სასტიკდება. ვერ მიყურებ, რა თვალდათვალ ვილევი? – ხმაურით დაიკრა ლორიმ ხელი ფართო მკერდზე და მელოდრამატული ოხვრა ამოუშვა.
"More cruel than ever. Don't you see how I'm pining away?" and Laurie gave his broad chest a sounding slap and heaved a melodramatic sigh.