მოიძებნა 669199 ჩანაწერი
205561.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი I
ემის განსაკუთრებით ხშირად ხვდებოდა ეს დიდი პატივი და იმათ წრეში ნამდვილ მზეთუნახავად ითვლებოდა, რადგან „მისმა უგანათლებულესობამ“ ადრევე ისწავლა, თუ როგორ უნდა მოეხმარა მოხიბვლის თანდაყოლილი ნიჭი.
Amy especially enjoyed this high honor, and became quite a belle among them, for her ladyship early felt and learned to use the gift of fascination with which she was endowed.
205562.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი I
მეგი ისე იყო ჩანთქმული თავის ერთადერთ და განუმეორებელ ჯონში, რომ ძლიერი სქესის სხვა წარმომადგენლები არ აინტერესებდა, ხოლო მორცხვი ბეთი მხოლოდ ჩუმ-ჩუმად უთვალთვალებდა და უკვირდა, როგორ ბედავს ემი, რომ მათ ასე ეუფროსებაო.
Meg was too much absorbed in her private and particular John to care for any other lords of creation, and Beth too shy to do more than peep at them and wonder how Amy dared to order them about so.
205563.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი I
ასე ეძახდნენ იმ პატარა, ყავისფერ სახლს, რომელიც მისტერ ბრუკმა პირველ საცხოვრისად გაუმზადა მეგს.
That was the name of the little brown house Mr. Brooke had prepared for Meg's first home.
205564.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი I
ეს სახელი ლორიმ დაარქვა და ამტკიცებდა, ზედგამოჭრილია ნაზ მიჯნურთათვის, რომელნიც „ისე გაუჩერებლივ ღუღუნებენ და კოცნაობენ, როგორც რომ დედალ-მამალი მტრედიო“.
Laurie had christened it, saying it was highly appropriate to the gentle lovers who "went on together like a pair of turtledoves, with first a bill and then a coo".
205565.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი I
პაწია სახლი იყო, უკან ერთი ციცქნა ბაღი ჰქონდა, წინ კი ცხვირსახოცისოდენა გაზონი.
It was a tiny house, with a little garden behind and a lawn about as big as a pocket handkerchief in the front.
205566.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი I
თუმცა მეგს შადრევანიც ჰქონოდა გეგმაში, ხეივანიცა და ლამაზლამაზი ყვავილების ზღვაც, ჯერჯერობით შადრევანს ქვის შელახული ლარნაკი ცვლიდა, რომელიც ფინჯნების გასავლებ პირჩამოტეხილ თასს უფრო წააგავდა.
Here Meg meant to have a fountain, shrubbery, and a profusion of lovely flowers, though just at present the fountain was represented by a weather-beaten urn, very like a dilapidated slopbowl.
205567.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი I
ყვავილების ზღვაზე მხოლოდ ახლო-ახლო, კვლებად ჩასმული ჯოხები მიანიშნებდა და მიახვედრებდა, სად იყო ჩაფლული ყვავილების თესლი.
The profusion of flowers was merely hinted by regiments of sticks to show where seeds were planted.
205568.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი I
სამაგიეროდ, შიგნით სახლი ისეთი ტურფა და კოპწია გამოვიდა, ბედნიერი პატარძალი სხვენიდან სარდაფამდე ერთ ნაკლსაც კი ვერ უძებნიდა.
But inside, it was altogether charming, and the happy bride saw no fault from garret to cellar.
205569.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი I
პატარა სასტუმრო ოთახში ვერც მარმარილოსზედაპირიან მაგიდებს დაინახავდით, ვერც დიდ სარკეებსა და ვერც მაქმანის ფარდებს, სამაგიეროდ, იყო უბრალო ავეჯი, ბევრი წიგნი, ორიოდე კარგი სურათი, ერკერში შედგმული ყვავილების სადგარი და ლამაზ-ლამაზი წვრილმანები – მზრუნველი ხელით ნაკეთი საჩუქრები, სიყვარულის ბეჭედი რომ აჯდა და კიდევ უფრო ჰმატებდა სილამაზეს.
There were no marbletopped tables, long mirrors, or lace curtains in the little parlor, but simple furniture, plenty of books, a fine picture or two, a stand of flowers in the bay window, and, scattered all about, the pretty gifts which came from friendly hands and were the fairer for the loving messages they brought.
205570.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი I
არა მგონია, ლორის ნაჩუქარ პაროსის მარმარილოსგან ნაკვეთ ფსიქეს ოდნავ მაინც მოჰკლებოდა სილამაზე იმით, რომ ჯონის ნახელავ თაროზე დადგეს ან რომელიმე ავეჯის გადამკვრელს იმაზე მოხდენილ ნაკეცებად დაეკიდა მუსლინის სადა ფარდები, ვიდრე ემის გაწაფულმა ხელმა დაკიდა ან კიდევ, რომელიმე საკუჭნაოში ყოფილიყო კეთილი სურვილების, ხალისიანი სიტყვებისა და ბედნიერი იმედების იმაზე დიდი მარაგი, ვიდრე იქ, სადაც ჯომ და დედამ დააბინავეს მეგის მცირეოდენი კოლოფები, ყუთები და ფუთები, და ისიც ღრმად მწამს, რომ არც ცინცხალი სამზარეულო იქნებოდა ასეთი მყუდრო და მილაგებული, ჰანას ათ-ათჯერ რომ არ გადაედგ-გადმოედგა თითო ქვაბი თუ ტაფა და ბუხარიც საგულდაგულოდ არ გაემზადებინა საიმისოდ, რომ ცეცხლი იმწამსვე აეგუზგუზებინათ, რაწამს „მისის ბრუკი თავის სახლში მიბრძანდებოდა“.
I don't think the Parian Psyche Laurie gave lost any of its beauty because John put up the bracket it stood upon, that any upholsterer could have draped the plain muslin curtains more gracefully than Amy's artistic hand, or that any store-room was ever better provided with good wishes, merry words, and happy hopes than that in which Jo and her mother put away Meg's few boxes, barrels, and bundles, and I am morally certain that the spandy new kitchen never could have looked so cozy and neat if Hannah had not arranged every pot and pan a dozen times over, and laid the fire all ready for lighting the minute "Mis. Brooke came home".
205571.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი I
იმასაც ვეჭვობ, რომელიმე ყმაწვილი დიასახლისი მტვრის ტილოების, სატაცი თათმანებისა და ნაკუწებისგან შეკერილი ტომსიკების ამოდენა მარაგით შედგომოდა ცხოვრებას, რადგან ბეთმა იმდენი დაუმზადა, მეგს ვერცხლის ქორწილამდე ეყოფოდა.
I also doubt if any young matron ever began life with so rich a supply of dusters, holders, and piece bags, for Beth made enough to last till the silver wedding came round.
205572.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი I
რა ხალისით აწყობდნენ გეგმებს, რა ზარ-ზეიმით დადიოდნენ საყიდლებზე, რა სასაცილო შეცდომები მოსდიოდათ და რა სიცილ-ხარხარით ხვდებოდნენ ლორის ახირებულ ნავაჭრს!
What happy times they had planning together, what solemn shopping excursions, what funny mistakes they made, and what shouts of laughter arose over Laurie's ridiculous bargains.
205573.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი I
მისი უკანასკნელი ახირება ის გახლდათ, რომ ყოველ კვირას, შინ ჩამოსული, ახალგაზრდა დიასახლისს ცინცხალ-ცინცხალი, გამოსადეგი და გენიალური საქონლით ამარაგებდა.
His last whim had been to bring with him on his weekly visits some new, useful, and ingenious article for the young housekeeper.
205574.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი I
ხან მთელი ჩანთა ტანისამოსის საკვირველი სარჭები მოართვა, ხანაც – მუსკატის კაკლის სახეხი, რომელიც პირველივე ცდაზე ნაწილებად დაიშალა, მერე კი – დანების საწმენდი, რომელმაც ყველა დანა დააბლაგვა, და ჯაგრისი, რომელმაც ხალიჩას თითქმის მთელი ხაო ააცალა, ხოლო მტვერი ზედვე დაუტოვა; ჩამოუტანა მრეცხავის შრომის შემამსუბუქებელი საპონი, რომელიც ხელებზე კანს ქერცლავდა, უსაიმედოესი წებო, რომელიც არაფერს ეკვროდა თვალში ნაცარშეყრილი მყიდველის თითების გარდა, და – თუნუქის ნაირნაირი საქონელი, იქნებოდა ეს ხურდა ფულის ჩასაყრელი სათამაშო ყულაბა თუ საოცარი ავზი, რომელიც ორთქლით რეცხავდა ჭურჭელს და როდის აფეთქდებოდა, არავინ იცოდა.
Now a bag of remarkable clothespins, next, a wonderful nutmeg grater which fell to pieces at the first trial, a knife cleaner that spoiled all the knives, or a sweeper that picked the nap neatly off the carpet and left the dirt, labor-saving soap that took the skin off one's hands, infallible cements which stuck firmly to nothing but the fingers of the deluded buyer, and every kind of tinware, from a toy savings bank for odd pennies, to a wonderful boiler which would wash articles in its own steam with every prospect of exploding in the process.
205575.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი I
მეგი ამაოდ ევედრებოდა, გეყოფაო, ჯონი სასაცილოდ იგდებდა, ჯო კი „მისტერ ტუდლს“ ეძახდა.
In vain Meg begged him to stop. John laughed at him, and Jo called him "Mr. Toodles".
205576.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი I
– კმაყოფილი ხარ? გრძნობ, რომ შენს სახლში ხარ? და აქ ბედნიერი იქნები? – იკითხა მისის მარჩმა, როცა ის და მისი ქალიშვილი ხელიხელგაყრილი დადიოდნენ ახალ სამფლობელოში, თითქოს იმაზე უფრო დაახლოებულები, ვიდრე ოდესმე.
"Are you satisfied? Does it seem like home, and do you feel as if you should be happy here?" asked Mrs. March, as she and her daughter went through the new kingdom arm in arm, for just then they seemed to cling together more tenderly than ever.
205577.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი I
– კი, დე, ძალიან კმაყოფილი ვარ, თქვენი მადლობელი და ისეთი ბედნიერი, რომ ენით ვერ გამომითქვამს.
"Yes, Mother, perfectly satisfied, thanks to you all, and so happy that I can't talk about it,".
205578.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი I
– ერთი-ორი მოახლე რომ ჰყავდეს, აღარაფერი გაუჭირდებოდა, – ემი გამოვიდა სასტუმრო ოთახიდან, სადაც ცდილობდა გადაეწყვიტა, სად აჯობებდა ბრინჯაოს მერკურის დადგმა – თაროზე თუ ბუხრის თავზე.
"If she only had a servant or two it would be all right," said Amy, coming out of the parlor, where she had been trying to decide whether the bronze Mercury looked best on the whatnot or the mantlepiece.
205579.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი I
საკეთებელი ისე ცოტაა, რომ თუ ლოტი გამეგზავნ-გამომეგზავნება ხოლმე და აქაც ცოტ-ცოტა ხელს წამიკრავს, სწორედ იმდენი საქმე დამრჩება, რომ არ მოვიწყინო და არც სახლი მომენატროს, – დინჯად მიუგო მეგმა.
"There will be so little to do that with Lotty to run my errands and help me here and there, I shall only have enough work to keep me from getting lazy or homesick," answered Meg tranquilly.
205580.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი I
– სალი მოფატს ოთხი ჰყავს, – დაიწყო ემიმ.
"Sallie Moffat has four," began Amy.