მოიძებნა 669199 ჩანაწერი
205601.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი I
– გამოგადგება, თუ სახლს ცეცხლი წაეკიდა ან ქურდები შემოგიცვივდნენ, – შენიშნა ლორიმ, როცა გოგონების სიცილკისკისში მეგმა ღამის დარაჯის ჩხრიალა გამოამზეურა.
"It's a useful thing to have in the house in case of fire or thieves," observed Laurie, as a watchman's rattle appeared, amid the laughter of the girls.
205602.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი I
– როცა ჯონი შინ არ იქნება და თქვენ კი, მის, რამე შეგაშინებთ, გამოაღეთ გზაზე გამომავალი ფანჯარა, ეს დაატრიალეთ და წამში მთელ სამეზობლოს ფეხზე წამოყრით.
"Any time when John is away and you get frightened, Mrs. Meg, just swing that out of the front window, and it will rouse the neighborhood in a jiffy.
205603.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი I
თქვენს სახლთან რომ გამოვიარე, შევესწარი, შიგნით შეჰქონდათ და ისეთი მადისაღმძვრელი ჩანდა, ვაჟკაცურად რომ არ დაეცვა, ერთ დიდრონ ნაჭერს გამოვიტაცებდი.
I saw it going into your house as I came by, and if she hadn't defended it manfully I'd have had a pick at it, for it looked like a remarkably plummy one.
205604.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი I
– ცდას არ ვაკლებ, მემ, მაგრამ მე მგონი, ვეღარ გავმაღლდები; ჩვენს კნინ დროში ექვსი ფუტი მამაკაცის ზღვრული სიმაღლე გახლავთ, – მიუგო ახალგაზრდა ჯენტლმენმა.
"I'm doing my best, ma'am, but can't get much higher, I'm afraid, as six feet is about all men can do in these degenerate days," responded the young gentleman.
205605.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი I
– მე თუ მკითხავთ, მკრეხელობა იქნება ამ ახალთახალ საცხოვრისში რამის ჭამა, არადა შიმშილით ვკვდები და ამიტომაც მეორე ნაგებობაში გადასვლას გთავაზობთ, – დაუმატა იქვე.
"I suppose it would be profanation to eat anything in this spick-and-span bower, so as I'm tremendously hungry, I propose an adjournment," he added presently.
205606.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი I
– მე და დედა ჯონს უნდა დაველოდოთ, აქ რაღაც საქმეები დაგვრჩა გასაკეთებელი, – მიუგო მეგმა და ფაცაფუცით გავიდა.
"Mother and I are going to wait for John. There are some last things to settle," said Meg, bustling away.
205607.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი I
– მე და ბეთი კიტი ბრაიანტთან მივდივართ, სახვალიოდ ყვავილები გვაქვს წამოსაღები, – დაამატა ემიმ, თვალწარმტაც კულულებზე თვალწარმტაცი შლაპა მოირგო და სარკეში ისევე დატკბა შედეგით, როგორც დანარჩენები.
"Beth and I are going over to Kitty Bryant's to get more flowers for tomorrow," added Amy, tying a picturesque hat over her picturesque curls, and enjoying the effect as much as anybody.
205608.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი I
ისეთი დაქანცული ვარ, სახლამდე მარტო ვერ მივხანხალდები, ოღონდ წინსაფარს ნუ მოიხსნი, გხატავს, – თქვა ლორიმ.
I'm in such a state of exhaustion I can't get home without help. Don't take off your apron, it's peculiarly becoming," said Laurie.
205609.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი I
– მისმინე, ტედი, სერიოზულად უნდა დაგელაპარაკო ხვალინდელ დღეზე, – დაიწყო ჯომ, როცა ერთად გაუყვნენ გზას, – უნდა დამპირდე, რომ წესიერად მოიქცევი, იონბაზობას არ მოჰყვები და გეგმებს არ ჩაგვიშლი.
"Now, Teddy, I want to talk seriously to you about tomorrow," began Jo, as they strolled away together, "You must promise to behave well, and not cut up any pranks, and spoil our plans."
205610.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი I
– და არც სასაცილო თქვა რამე, როცა, წესით, ყველანი დინჯად უნდა ვიყოთ.
"And don't say funny things when we ought to be sober."
205611.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი I
– ვერ დამინახავ. ისეთ ცრემლის ღვრაში იქნები, ყველაფერი დაბინდულად მოგეჩვენება.
"You won't see me, you'll be crying so hard that the thick fog round you will obscure the prospect."
205612.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი I
– მაგალითად, როცა მეგობარი უნივერსიტეტში მიდის სასწავლებლად, არა? – ეშმაკური სიცილით ჩაურთო ლორიმ.
"Such as fellows going to college, hey?" cut in Laurie, with suggestive laugh.
205613.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი I
მოიხედე, ჯო, პაპა როგორ იყო ამ კვირაში?
I say, Jo, how is Grandpa this week?
205614.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი I
რა იყო, ისევ შარში გაები და გაინტერესებს, რას იტყვის? – მკვახედ ჰკითხა ჯომ.
Why, have you got into a scrape and want to know how he'll take it? asked Jo rather sharply.
205615.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი I
– ჯო! გგონია, დედაშენს თვალს გავუსწორებდი და ვეტყოდი, მშვიდობაა-მეთქი, მართლა მშვიდობა რომ არ იყოს? – მოწყვეტით შედგა ლორი და წყენით შეხედა.
"Jo, do you think I'd look your mother in the face and say "All right", if it wasn't?" and Laurie stopped short, with an injured air.
205616.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი I
– ძალიან ბევრს ხარჯავ, ტედი.
"You spend a great deal, Teddy."
205617.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი I
– მე კი არ ვხარჯავ, თავისთავად იხარჯება.
I don't spend it, it spends itself.
205618.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი I
– შენ ისეთი ხელგაშლილი და გულკეთილი ხარ, რომ ყველა შენ გთხოვს ფულს და უარს არავის ეუბნები.
"You are so generous and kind-hearted that you let people borrow, and can't say "No" to anyone.
205619.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი I
ჰენშოუს ამბავიც გავიგეთ და რაც მისთვის გააკეთე, ისიც.
We heard about Henshaw and all you did for him.
205620.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი I
– არა, რა თქმა უნდა, მაგრამ ის კი ვერ გამიგია, რაში გარგია ჩვიდმეტი ჟილეტი, აუარება ჰალსტუხი და ყოველ შინ ჩამოსვლაზე ახალ-ახალი შლაპა?
Of course not, but I don't see the use of your having seventeen waistcoats, endless neckties, and a new hat every time you come home.