მოიძებნა 669199 ჩანაწერი
205621.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი I
ამ იერიშის პასუხად ლორიმ თავი აიქნია და ისე გულიანად გადაიხარხარა, რომ ფეტრის შლაპა გადასძვრა და ჯომ ზედ დააბიჯა, თუმცა ლორიმ ისარგებლა ამ შეურაცხყოფით და ვრცლად მოჰყვა მსჯელობას ჰაიჰარად ნაყიდი კოსტიუმის უპირატესობებზე, თან კი მოკეცა შელახული შლაპა და ჯიბეში ჩაიტენა.
Laurie threw back his head, and laughed so heartily at this attack, that the felt hat fell off, and Jo walked on it, which insult only afforded him an opportunity for expatiating on the advantages of a rough-and-ready costume, as he folded up the maltreated hat, and stuffed it into his pocket.
205622.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი I
– თავს მაშინ დაგანებებ, თუ თმას გაიზრდი.
"I'll leave you in peace if you'll only let your hair grow.
205623.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი I
– ეს უბრალო სტილი სწავლას უწყობს ხელს და მაგიტომაც ავირჩიეთ, – შეედავა ლორი, რომელსაც მართლაც ვერ დასწამებდით ნარცისობას: მან ხომ, მოდის მოთხოვნით, ნებით გაწირა ლამაზი კულულები და დუიმის მეოთხედის სიგრძე თმით დადიოდა.
"This unassuming style promotes study, that's why we adopt it," returned Laurie, who certainly could not be accused of vanity, having voluntarily sacrificed a handsome curly crop to the demand for quarter-inch-long stubble.
205624.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი I
– სხვათა შორის, ჯო, მე მგონი, ციცქნა პარკერს გაგიჟებით უყვარს ემი.
By the way, Jo, I think that little Parker is really getting desperate about Amy.
205625.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი I
პირზე სულ მისი სახელი აკერია, ლექსებს წერს და, მეტი რომ არ იქნება, ისე საეჭვოდ ბრძანდება ოცნებებში წასული.
He talks of her constantly, writes poetry, and moons about in a most suspicious manner.
205626.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი I
ალბათ, ურჩევნია, ეს თავისი ვნება ჩანასახშივე ჩაკლას, არა? – უფროს ძმასავით გაანდო ლორიმ წუთიერი დუმილის შემდეგ.
"He'd better nip his little passion in the bud, hadn't he?" added Laurie, in a confidential, elder brotherly tone, after a minute's silence.
205627.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი I
– აბა, რა. უახლოეს წლებში ოჯახში მეტი ქორწილი აღარ გვინდა.
Of course he had. We don't want any more marrying in this family for years to come.
205628.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი I
ღმერთო, შენ დაგვიფარე, რას ფიქრობენ ეს ბავშვები?!
Mercy on us, what are the children thinking of?
205629.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი I
– ქარაფშუტულ დროში ვცხოვრობთ და არ ვიცი, საით მივექანებით, მემ.
It's a fast age, and I don't know what we are coming to, ma'am.
205630.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი I
ჯერ მთლად ბავშვი ხარ, ჯო, მაგრამ შემდეგი შენ იქნები.
You are a mere infant, but you'll go next, Jo.
205631.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი I
– შენი ხასიათის სილბოს არავის დაანახვებ და თუ ვინმემ შემთხვევით დაინახა, თავი ვერ შეიკავა და შეიმჩნია, ისევე მოექცევი, როგორც მისის გამიჯი თავის გულის ვარდს: ცივ წყალსგადაასხამ და ისე აიჯაგრები, რომ მოკარებას ან შემოხედვასაც ვერ გაგიბედავენ.
You won't show the soft side of your character, and if a fellow gets a peep at it by accident and can't help showing that he likes it, you treat him as Mrs. Gummidge did her sweetheart, throw cold water over him, and get so thorny no one dares touch or look at you.
205632.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი I
– არ მიყვარს ასეთები.
I don't like that sort of thing.
205633.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი I
უაზრობებზე საფიქრალად სად მცალია! თან, ოჯახის დაყოფაც საშინელება მგონია.
I'm too busy to be worried with nonsense, and I think it's dreadful to break up families so.
205634.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი I
მეგის ქორწილმა ყველანი კალაპოტიდან ამოგვყარა და შეყვარებულებისა და მსგავსი სისულელის გარდა სალაპარაკო აღარაფერი გვაქვს.
Meg's wedding has turned all our heads, and we talk of nothing but lovers and such absurdities.
205635.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი I
არ მინდა, გავბრაზდე, ჰოდა, მოდი, სხვა რამეზე ვილაპარაკოთ, – აშკარა იყო, ვინმეს პატარა მიზეზიც რომ მიეცა, ჯო ულაპარაკოდ არ დაიშურებდა მისთვის ცივ წყალს.
"I don't wish to get cross, so let's change the subject;" and Jo looked quite ready to fling cold water on the slightest provocation.
205636.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 2
პირველი ქორწილი.
THE FIRST WEDDING.
205637.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 2
იმ დილით პარმაღის თავზე ადრიანად გაღვიძებოდათ ივნისის ხასხასა ვარდებს; გულით შეხაროდნენ უღრუბლო ცასა და მზის შუქს, თითქოს კეთილი, პატარა მეზობლები არიანო და კიდეც იყვნენ.
The June roses over the porch were awake bright and early on that morning, rejoicing with all their hearts in the cloudless sunshine, like friendly little neighbors, as they were.
205638.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 2
მღელვარებით უბრწყინავდათ ალისფერი სახეები, ნიავი არხევდათ და ერთმანეთს ჩურჩულით უამბობდნენ, რასაც თვალს მოჰკრავდნენ: ზოგნი სასადილო ოთახის ფანჯრებში იჭყიტებოდნენ, სადაც საზეიმო სუფრა იშლებოდა, ზოგნი ყელყელაობდნენ და ღიმილით უქნევდნენ თავს პატარძლის მორთვაში გართულ დებს, სხვები – თავის ქნევით ესალმებოდნენ ბაღში, პარმაღზე თუ შემოსასვლელში სხვადასხვა საქმეზე შემოსულ-გასულებს.
Quite flushed with excitement were their ruddy faces, as they swung in the wind, whispering to one another what they had seen, for some peeped in at the dining room windows where the feast was spread, some climbed up to nod and smile at the sisters as they dressed the bride, others waved a welcome to those who came and went on various errands in garden, porch, and hall.
205639.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 2
ყველანი – გაფურჩქნილი ვარდიცა და პაწია, უფერული კოკორიც, – სილამაზესა და სურნელს უძღვნიდნენ თავიანთ ალერსიან პატრონს, ვისაც ამდენ ხანს უყვარდა და უვლიდა.
All, from the rosiest full-blown flower to the palest baby bud, offered their tribute of beauty and fragrance to the gentle mistress who had loved and tended them so long.
205640.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 2
თავად მეგიც ვარდს ჰგავდა. სულსა და გულში რაც კი რამ კარგი ჰქონდა, იმ დღეს თითქოს სახეზე გადაფურჩქნოდა, დაემშვენებინა და გაენაზებინა იმ მომხიბვლელობით, რაც თვით სილამაზესაც კი აღემატება.
Meg looked very like a rose herself, for all that was best and sweetest in heart and soul seemed to bloom into her face that day, making it fair and tender, with a charm more beautiful than beauty.