მოიძებნა 669199 ჩანაწერი
205641.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 2
არც აბრეშუმი ინდომა, არც მაქმანი და არც – ფლერდორანჟი.
Neither silk, lace, nor orange flowers would she have.
205642.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 2
ჰოდა, საქორწილო კაბა თავისი ხელით შეიკერა, ყოველ გვირისტს ქალწულის გულის სათუთი იმედები და უმანკო ოცნებები ჩაატანა.
So she made her wedding gown herself, sewing into it the tender hopes and innocent romances of a girlish heart.
205643.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 2
დებმა ლამაზი თმა დაუწნეს და კეფაზე აუხვიეს. ერთადერთ სამკაულად შროშანების – „მისი ჯონის“ უსაყვარლესი ყვავილების – პატარა თაიგული დაიბნია.
Her sisters braided up her pretty hair, and the only ornaments she wore were the lilies of the valley, which "her John" liked best of all the flowers.
205644.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 2
– ჩვენი საყვარელი მეგი ხარ, ოღონდ ისეთი ტკბილი და კოხტა, გულში ჩაგიკრავდი, შიში რომ არ მქონდეს, კაბას დავუჭმუჭნი-მეთქი, – შესძახა ემიმ და აღტაცებით მიაცქერდა დას, როცა პატარძლის მოკაზმვა დასრულდა.
"You are our own dear Meg, only so very sweet and lovely that I should hug you if it wouldn't crumple your dress," cried Amy, surveying her with delight when all was done.
205645.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 2
– ჰოდა, მეც მიხარია, ოღონდ გეხვეწებით, ყველანი ჩამეხუტეთ და მაკოცეთ, კაბის დარდი ნუ გექნებათ.
Then I am satisfied. But please hug and kiss me, everyone, and don't mind my dress.
205646.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 2
სანამ უმცროსი გოგონები ერთად დგანან და, სადად ჩაცმულ-დახურულები, თავის მოლამაზებას ასრულებენ, სწორედ დროა, გიამბოთ, რა შეიცვალა მათ გარეგნობაში ამ სამი წლის განმავლობაში, რადგან ახლა ყველანი შესაშური შესახედავები არიან.
As the younger girls stand together, giving the last touches to their simple toilet, it may be a good time to tell of a few changes which three years have wrought in their appearance, for all are looking their best just now.
205647.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 2
შავგვრემანი ლოყები ასწითლებია, თვალები ნაზად უციმციმებს, მწარე ენით კი დღეს მხოლოდ ტკბილ სიტყვებს ამბობს.
There is a fresh color in her brown cheeks, a soft shine in her eyes, and only gentle words fall from her sharp tongue today.
205648.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 2
თუმცა ბეთი იშვიათად თუ დაიჩივლებს და მუდამ იმედიანად ამბობს, ცოტაც და უკეთესად ვიქნებიო.
But Beth seldom complains and always speaks hopefully of 'being better soon'.
205649.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 2
ეს გამაღიზიანებელი ნაკვთები განუმეორებლობას ანიჭებდა მთელ მის იერს, თუმცა თვითონ ვერ ხვდებოდა და სახის მშვენიერი ფერით, კაშკაშა ცისფერი თვალებითა და ოქროსფერი, უჩვეულოდ ხშირი კულულებითღა იმშვიდებდა თავს.
These offending features gave character to her whole face, but she never could see it, and consoled herself with her wonderfully fair complexion, keen blue eyes, and curls more golden and abundant than ever.
205650.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 2
იმ დღეს ფორმალობებისა და მკაცრი ეტიკეტის დაცვის გარეშე უნდა ჩაევლო. ყველაფერი რაც შეიძლება უბრალოდ, ბუნებრივად და შინაურულად უნდა ჩატარებულიყო, ამიტომაც, როცა პაპიდა მარჩი მობრძანდა, ელდა ეცა: პატარძალი მის შესაგებებლად ჩამორბოდა, სიძე ჩამოვარდნილ გირლანდას ამაგრებდა, კიბეზე კი პატარძლის მამამ, მღვდელმა გაიელვა: სერიოზული სახით ადიოდა ზემოთ და იღლიებში ღვინის თითო ბოთლი ჰქონდა გაჩრილი.
There were to be no ceremonious performances, everything was to be as natural and homelike as possible, so when Aunt March arrived, she was scandalized to see the bride come running to welcome and lead her in, to find the bridegroom fastening up a garland that had fallen down, and to catch a glimpse of the paternal minister marching upstairs with a grave countenance and a wine bottle under each arm.
205651.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 2
– შესძახა მოხუცმა ლედიმ, მისთვის განკუთვნილი საპატიო ადგილი დაიკავა და შრიალით გაისწორა ლავანდისფერი მუარისკაბის კალთები.
Cried the old lady, taking the seat of honor prepared for her, and settling the folds of her lavender moire with a great rustle.
205652.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 2
– ბოლო წუთამდე არავინ უნდა დაგინახოს, შვილო.
"You oughtn't to be seen till the last minute, child."
205653.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 2
აქ იმისთვის არავინ მოვა, რომ მომაშტერდეს, კაბა გამიქიაქოს ან იანგარიშოს, რა დაჯდა საქორწილო საუზმე.
No one is coming to stare at me, to criticize my dress, or count the cost of my luncheon.
205654.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 2
ისეთი ბედნიერი ვარ, არ მადარდებს, ვინ რას იტყვის ან იფიქრებს და ისე უნდა გადავიხადო ჩემი პატარა ქორწილი, როგორც მინდა.
I'm too happy to care what anyone says or thinks, and I'm going to have my little wedding just as I like it.
205655.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 2
მისტერ ბრუკს მადლობაც კი არ უთქვამს, მაგრამ არარომანტიკული იარაღის გამოსართმევად გადახრილმა ისე აკოცა თავის კოხტა პატარძალს საკეცი კარის უკან, რომ პაპიდა მარჩმა ჯიბიდან ცხვირსახოცი ამოიღო და ბებერ, სუსხიან თვალებზე მოულოდნელად მომდგარი ცრემლი მოიწმინდა.
Mr. Brooke didn't even say, "Thank you," but as he stooped for the unromantic tool, he kissed his little bride behind the folding door, with a look that made Aunt March whisk out her pocket handkerchief with a sudden dew in her sharp old eyes.
205656.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 2
გაისმა ბრახვანი, ყვირილი და ლორის სიცილი, მერე კი ყოვლად უწესო და ურიგო შეძახილი: – იუპიტერო ამონ! ჯომ ისევ გადააყირავა ნამცხვარი!
A crash, a cry, and a laugh from Laurie, accompanied by the indecorous exclamation, "Jupiter Ammon! Jo's upset the cake again!"
205657.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 2
– პირობა დადო, დღეს კარგად მოვიქცევიო და როცა ინდომებს, ძალიანაც მომხიბლავია, – მიუგო ემიმ და გასხლტა, რათა ჰერკულესი გაეფრთხილებინა, გველეშაპს ერიდეო, რის შემდეგაც ლორიმ ისე ერთგულად სდია მოხუც ლედის, რომ მთლად გააწამა.
"He has promised to be very good today, and he can be perfectly elegant if he likes," returned Amy, and gliding away to warn Hercules to beware of the dragon, which warning caused him to haunt the old lady with a devotion that nearly distracted her.
205658.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 2
არანაირი საქორწილო პროცესია არ ყოფილა, მაგრამ როცა მისტერ მარჩმა და ახალგაზრდა წყვილმა გირლანდებიანი თაღის ქვეშ თავ-თავიანთი ადგილები დაიკავეს, ოთახში ერთბაშად სიჩუმე ჩამოვარდა.
There was no bridal procession, but a sudden silence fell upon the room as Mr. March and the young couple took their places under the green arch.
205659.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 2
დედა და დები იქვე შექუჩდნენ, თითქოს მეგის გაშვება ენანებათო.
Mother and sisters gathered close, as if loath to give Meg up.
205660.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 2
მამას მღელვარებისგან რამდენჯერმე ჩაუწყდა ხმა, რამაც მხოლოდ სილამაზე და ზეიმურობა შემატა მსახურებას.
The fatherly voice broke more than once, which only seemed to make the service more beautiful and solemn.