მოიძებნა 669199 ჩანაწერი
205661.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 2
სიძეს აშკარად უცახცახებდა ხელი და მისი პასუხებიც თითქმის არავის გაუგონია, სამაგიეროდ მეგმა თვალებში ჩახედა ქმარს და ისეთი სათუთი ნდობა გამოეხატა სახეზე და ხმაში, როცა თქვა, დიახო, რომ დედას გული სიხარულით აევსო, პაპიდა მარჩი კი ხმამაღლა ასრუტუნდა.
The bridegroom's hand trembled visibly, and no one heard his replies. But Meg looked straight up in her husband's eyes, and said, "I will!" with such tender trust in her own face and voice that her mother's heart rejoiced and Aunt March sniffed audibly.
205662.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 2
ჯოს არ უტირია, თუმცა ერთხელ ძლივს შეიკავა თავი და მხოლოდ იმან იხსნა გრძნობების გადმოფრქვევისგან, რომ ლორი ჩაციებით უყურებდა და ეშმაკურ, შავ თვალებში მხიარულებასთან სასაცილოდ შერეული მღელვარება უკრთოდა.
Jo did not cry, though she was very near it once, and was only saved from a demonstration by the consciousness that Laurie was staring fixedly at her, with a comical mixture of merriment and emotion in his wicked black eyes.
205663.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 2
ბეთმა დედის მხარში ჩარგო თავი, სამაგიეროდ ემი მოხდენილ ქანდაკებასავით იდგა, მზის სხივი თეთრ შუბლსა და თმაში ჩაბნეულ წითელ ყვავილზე ელამუნებოდა და ფრიადაც შვენოდა.
Beth kept her face hidden on her mother's shoulder, but Amy stood like a graceful statue, with a most becoming ray of sunshine touching her white forehead and the flower in her hair.
205664.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 2
ვშიშობ, ის, რაც მოხდა, საზოგადოებაში მიღებული არ გახლავთ, მაგრამ რაწამს მეგს წესითა და რიგით დასწერეს ჯვარი, იმწამსვე წამოიძახა, პირველი კოცნა დედასო, მიუბრუნდა და გულიანად ჩაკოცნა.
It wasn't at all the thing, I'm afraid, but the minute she was fairly married, Meg cried, "The first kiss for Marmee!" and turning, gave it with her heart on her lips.
205665.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 2
მომდევნო თხუთმეტი წუთის განმავლობაში კი წინანდელზე უფრო დაემგვანა ვარდს, რადგან ყველამ სრულად ისარგებლა დაწესებული პატივით და პატარძალს ეამბორა – მისტერ ლორენსით დაწყებული და მოხუცი ჰანათი დამთავრებული, რომელიც, ყოვლად განსაცვიფრებელი თავსაბურავით მოკაზმული, შესასვლელში ეძგერა მეგს და სლუკუნხითხითით ახარა:
During the next fifteen minutes she looked more like a rose than ever, for everyone availed themselves of their privileges to the fullest extent, from Mr. Laurence to old Hannah, who, adorned with a headdress fearfully and wonderfully made, fell upon her in the hall, crying with a sob and a chuckle.
205666.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 2
ნამცხვარს ოდნავათაც არაფერი დაშავებია, ყველფერი კოხტათ არი.
The cake ain't hurt a mite, and everything looks lovely.
205667.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 2
მისტერ ლორენსმა და პაპიდა მარჩმა მხრები აიჩეჩეს და ღიმილით გადახედეს ერთმანეთს, როცა გაირკვა, რომ მხოლოდ წყალი, ლიმონათი და ყავა იყო ის ნექტარი, რაც სამმა ჰებამ ჩამოატარა.
Mr. Laurence and Aunt March shrugged and smiled at one another when water, lemonade, and coffee were found to be to only sorts of nectar which the three Hebes carried round.
205668.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 2
თუმცა არავის არაფერი უთქვამს, სანამ ლორიმ არ დაიჟინა, პატარძალს ჩემი ხელით უნდა მივართვა სასმელიო და წინ არ აეტუზა მეგს სავსე ლანგრითა და გაკვირვებული სახით.
No one said anything, till Laurie, who insisted on serving the bride, appeared before her, with a loaded salver in his hand and a puzzled expression on his face.
205669.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 2
– რაო, ჯოს ყველა ბოთლი შემოემტვრა? – ჰკითხა ჩურჩულით, – თუ მომეჩვენა, რომ ამ დილით რამდენიმე ბოთლი დავინახე?
"Has Jo smashed all the bottles by accident?" he whispered, "or am I merely laboring under a delusion that I saw some lying about loose this morning?"
205670.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 2
– იმედია, ეგ სიბრძნე გამოცდილებით არ შეგიძენია, – ხმაში მღელვარება შეეპარა მეგს.
"You are not made wise by experience, I hope?" and there was an anxious accent in Meg's voice.
205671.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 2
დამპირდი, ლორი, რომ კიდევ ერთი მიზეზი მომეცეს, ამ დღეს ჩემი ცხოვრების უბედნიერესი დღე დავარქვა.
Come, Laurie, promise, and give me one more reason to call this the happiest day of my life.
205672.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 2
ამ მოულოდნელმა და სერიოზულმა მოთხოვნამ წამით შეაყოყმანა ყმაწვილი კაცი, რადგან იცოდა, დასცინებდნენ, დაცინვა კი უფრო ძნელი ასატანია, ვიდრე ნებისმიერ რამეზე უარის თქმა.
A demand so sudden and so serious made the young man hesitate a moment, for ridicule is often harder to bear than self-denial.
205673.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 2
თქმით აღარაფერი უთქვამს, მხოლოდ ააცქერდა ბედნიერი სახითა და ისეთი ღიმილით, რომელიც ამბობდა, დღეს უარს ვერაფერზე ვერავინ მეტყვისო.
She did not speak, but she looked up at him with a face made very eloquent by happiness, and a smile which said, "No one can refuse me anything today."
205674.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 2
– დიდი მადლობა, დიდზე დიდი მადლობა!
I thank you, very, very much.
205675.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 2
– აი, მე კი იმის სადღეგრძელოს დავლევ, რომ მაგ შენმა პირობამ დიდხანს გასტანოს, – მოწონების ღიმილით შესძახა ჯომ და თავისებურად მონათლა ტედი: ჭიქა გააქნია და შემთხვევით ლიმონათი მიაწუწა.
"And I drink "long life to your resolution", Teddy," cried Jo, baptizing him with a splash of lemonade, as she waved her glass and beamed approvingly upon him.
205676.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 2
სადღეგრძელო შეისვა, პირობა დაიდო და კეთილსინდისიერადაც შესრულდა მიუხედავად მრავალი საცდურისა, რადგან შინაგანი ალღოს წყალობით გოგონებმა დრო შეარჩიეს და ისეთი სამსახური გაუწიეს მეგობარს, რისთვისაც იგი მთელი სიცოცხლე ემადლიერებოდა.
So the toast was drunk, the pledge made and loyally kept in spite of many temptations, for with instinctive wisdom, the girls seized a happy moment to do their friend a service, for which he thanked them all his life.
205677.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 2
მეგი და ჯონი შემთხვევით შეჩერდნენ სახლის წინ, მდელოს შუაგულში და ლორის ერთბაშად ეწვია შთაგონება, რაც ამ მაღალი საზოგადოებისთვის უჩვეულო ქორწილის ბოლო აკორდად იქცა.
Meg and John happened to be standing together in the middle of the grass plot, when Laurie was seized with an inspiration which put the finishing touch to this unfashionable wedding.
205678.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 2
– ბედნიერებას გისურვებ, ჩემო კარგო, სულითა და გულით გისურვებ ბედნიერებას, მაგრამ მგონი მაინც სანანებლად გაგიხდება, – უთხრა მეგს პაპიდა მარჩმა, ხოლო ნეფეს, როცა იმან ეტლთან მიაცილა, ამ სიტყვებით გამოეთხოვა:
"I wish you well, my dear, I heartily wish you well, but I think you'll be sorry for it," said Aunt March to Meg, adding to the bridegroom, as he led her to the carriage.
205679.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 2
– განძი გერგოთ, ახალგაზრდავ, და იცოდეთ, მისი ღირსი უნდა გახდეთ!
"You've got a treasure, young man, see that you deserve it."
205680.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 2
– ამაზე მშვენიერ ქორწილში არ ვყოფილვარ, ნედ, ოღონდ ვერ ხვდები, რატომ: აქ ხომ ერთი ბეწო ლაზათი და ფუფუნებაც კი არ ყოფილა, – შენიშნა მისის მოფატმა, როცა ის და მისი ქმარი დაიძრნენ.
"That is the prettiest wedding I've been to for an age, Ned, and I don't see why, for there wasn't a bit of style about it," observed Mrs. Moffat to her husband, as they drove away.