მოიძებნა 669199 ჩანაწერი
205681.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 2
– ლორი, შვილო, თუ შენც მოგინდეს ასეთი საქმით თავის შექცევა, იმ პატარა გოგონებიდან რომელიმე დაიხმარე და სულმთლად კმაყოფილი დავრჩები, – განაცხადა მისტერ ლორენსმა და სავარძელში მოკალათდა, რომ დილის მღელვარების შემდეგ მოესვენა.
"Laurie, my lad, if you ever want to indulge in this sort of thing, get one of those little girls to help you, and I shall be perfectly satisfied," said Mr. Laurence, settling himself in his easy chair to rest after the excitement of the morning.
205682.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 2
– თავს არ დავზოგავ და ვეცდები გაგახაროთ, სერ, – უჩვეულო მზადყოფნით მიუგო ლორიმ და კილოდან ფრთხილად ამოიძრო ჯოსგან ჩამაგრებული პაწია თაიგული.
"I'll do my best to gratify you, Sir," was Laurie's unusually dutiful reply, as he carefully unpinned the posy Jo had put in his buttonhole.
205683.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 2
პატარა სახლი იქვე იყო და მეგის საქორწილო მოგზაურობად მხოლოდ მისი და ჯონის აუჩქარებელი გასეირნება იქცა ძველი სახლიდან ახალში.
The little house was not far away, and the only bridal journey Meg had was the quiet walk with John from the old home to the new.
205684.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 2
ბეთი ხშირად იქნება ჩემთან, დანარჩენი გოგონებიც შემომივლიან ხოლმე, რომ ჩემს დიასახლისობაზე იცინონ.
Beth is going to be with me a great deal, and the other girls will drop in now and then to laugh at my housekeeping struggles.
205685.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 2
ყველას დიდ მადლობას გიხდით ამ ჩემი ბედნიერი ქორწილისთვის.
Thank you all for my happy wedding day.
205686.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 2
– ასე დაიწყო მეგის ოჯახური ცხოვრება.
So Meg's married life began.
205687.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 3
ადამიანს დიდი ხანი სჭირდება, რომ ნიჭი და გენიალობა ერთმანეთისგან განასხვაოს, მეტადრე – პატივმოყვარე ყმაწვილ ქალსა და კაცს.
It takes people a long time to learn the difference between talent and genius, especially ambitious young men and women.
205688.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 3
ემი დიდი ტანჯვა-წვალების შემდეგ მიხვდა ამ სხვაობას, რადგან მოწადინება შთაგონება ეგონა და ახალგაზრდული სითამამით ხელოვნების ყველა დარგში გამოსცადა თავი.
Amy was learning this distinction through much tribulation, for mistaking enthusiasm for inspiration, she attempted every branch of art with youthful audacity.
205689.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 3
„ღვეზელების“ ცხობა დიდი ხნით შეწყდა და ემი დიდი მონდომებით შეუდგა უნატიფესი ნახატების შექმნას ტუშითა და კალმით, რაშიც ისეთი გემოვნება და ოსტატობა გამოავლინა, რომ მოხდენილი ნამუშევრები გულსაც უხარებდა და შემოსავალიც მოჰქონდა.
For a long time there was a lull in the 'mud-pie' business, and she devoted herself to the finest pen-and-ink drawing, in which she showed such taste and skill that her graceful handiwork proved both pleasant and profitable.
205690.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 3
მაგრამ თვალები გადაეღალა და იძულებული გახდა, კალამი და ტუში გვერდზე გადაედო და უშიშრად შებმოდა ხეზე წვას.
But overstrained eyes caused pen and ink to be laid aside for a bold attempt at poker-sketching.
205691.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 3
სანამ ეს აღტყინება გადაუვლიდა, ოჯახი ხანძრის გამუდმებულ შიშში აცხოვრა.
While this attack lasted, the family lived in constant fear of a conflagration.
205692.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 3
ცომის საბრტყელებელი ფიცრის ქვედა მხარეზე თამამი ხელით შესრულებული რაფაელის სახე იპოვეს, ლუდის კასრის თავსახურზე – ბახუსი.
Raphael's face was found boldly executed on the underside of the moulding board, and Bacchus on the head of a beer barrel.
205693.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 3
დამწვარი თითებისთვის სრულიად ბუნებრივი იყო წვიდან ზეთზე გადასვლა და ემიც დაუცხრომელი შემართებით შეუდგა ფერწერას.
From fire to oil was a natural transition for burned fingers, and Amy fell to painting with undiminished ardor.
205694.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 3
ამას ნახშირით ნახატი პორტრეტები მოჰყვა და მთელი ოჯახი მწკრივად ეკიდა კედელზე, ისეთი გაბურძგნილ-გამურულები, ქვანახშირის ყუთიდან ახლად ამომძვრალებს ჰგავდნენ.
Charcoal portraits came next, and the entire family hung in a row, looking as wild and crocky as if just evoked from a coalbin.
205695.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 3
თუმცა, ამ მიმართულებით მისი მცდელობები მოულოდნელად დაასრულა უბედურმა შემთხვევამ, რამაც გზნება გაუნელა.
Her efforts in this line, however, were brought to an abrupt close by an untoward accident, which quenched her ardor.
205696.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 3
რაკი იმხანად სხვა მოდელები არ ჰყავდა, გადაწყვიტა, თავისივე კოხტა ფეხის ტვიფარი აეღო და ერთ დღესაც მთელი ოჯახი დააფეთა ფარდულიდან მომავალმა ბრახაბრუხმა და წივილმა; საშველად მიცვენილებმა დაინახეს, რომ ახალგაზრდა ენთუზიასტი გადარეულივით დახტოდა ფარდულში: ცალი ფეხი თაბაშირით სავსე ქვაბში ჩასჭედოდა, რომელიც მოულოდნელი სისწრაფით გამაგრებულიყო.
Other models failing her for a time, she undertook to cast her own pretty foot, and the family were one day alarmed by an unearthly bumping and screaming and running to the rescue, found the young enthusiast hopping wildly about the shed with her foot held fast in a pan full of plaster, which had hardened with unexpected rapidity.
205697.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 3
გაუთავებლად ცივდებოდა, რადგან ტენიან ბალახზე მჯდარი იხატავდა ხოლმე ამა თუ იმ „აღმტაც ფრაგმენტს“, რომელიც ან ქვა, კუნძი, სოკო თუ ჩამოტეხილი ტოტი გახლდათ და ან „ღრუბელთა ღვთაებრივი მასა“, რომელიც მის ალბომში გაფატრული ბალიშიდან ამოცვენილ ბუმბულს წააგავდა.
She caught endless colds sitting on damp grass to book "a delicious bit", composed of a stone, a stump, one mushroom, and a broken mullein stalk, or "a heavenly mass of clouds", that looked like a choice display of featherbeds.
205698.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 3
თუ, მიქელანჯელოს თქმისა არ იყოს, „გენია მარადიული მოთმინებაა“, ემის თამამად შეეძლო პრეტენზია გაეცხადებინა ამ ღვთაებრივ თვისებაზე, რადგან ჯიუტად აგრძელებდა მცდელობას ყველა დაბრკოლების, მარცხისა თუ იმედგაცრუების მიუხედავად და მტკიცედ სწამდა, რომ დროთა განმავლობაში უსათუოდ შექმნიდა ისეთ რამეს, რაც „მაღალი ხელოვნების“ სახელის ღირსი იქნებოდა.
If "genius is eternal patience", as Michelangelo affirms, Amy had some claim to the divine attribute, for she persevered in spite of all obstacles, failures, and discouragements, firmly believing that in time she should do something worthy to be called "high art".
205699.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 3
ბევრ სხვა რამესაც სიამოვნებით სწავლობდა და აკეთებდა, რადგან გადაწყვეტილი ჰქონდა, მიმზიდველი და განათლებული ქალი ყოფილიყო იმ შემთხვევაშიც კი, თუ დიდი მხატვარი ვერ გახდებოდა.
She was learning, doing, and enjoying other things, meanwhile, for she had resolved to be an attractive and accomplished woman, even if she never became a great artist.
205700.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 3
აქ უკეთესად წაუვიდა საქმე, რადგან ემი ერთი იმ სვიანად შობილთაგანი იყო, ვინც ყველას მოსწონს, ყველგან იჩენს მეგობრებს და ისე მსუბუქად და იოლად უყურებს ცხოვრებას, რომ ნაკლებ იღბლიანმა ადამიანებმა, ლამის არის დაიჯერონ: ასეთი ხალხი ბედნიერ ვარსკვლავზეა დაბადებული.
Here she succeeded better, for she was one of those happily created beings who please without effort, make friends everywhere, and take life so gracefully and easily that less fortunate souls are tempted to believe that such are born under a lucky star.