მოიძებნა 669199 ჩანაწერი
205701.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 3
ემი ყველას მოსწონდა, რადგან სხვა ტალანტთა შორის ტაქტიც დაჰყვა.
Everybody liked her, for among her good gifts was tact.
205702.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 3
ალღოთი გრძნობდა, რა იქნებოდა საამური და მართებული და ამიტომაც მუდამ იმას ამბობდა, რაც საჭირო იყო, მას ეუბნებოდა, ვისთვისაც უნდა ეთქვა, იმას აკეთებდა, რაც დროსა და ადგილს შეეფერებოდა და ისეთი თავდაჭერილი იყო, რომ მისი დები ამბობდნენ, ემი ყოველგვარი რეპეტიციის გარეშე რომ გაგზავნო სამეფო კარზე, მაინც ზუსტად ეცოდინება, როგორ მოიქცესო.
She had an instinctive sense of what was pleasing and proper, always said the right thing to the right person, did just what suited the time and place, and was so self-possessed that her sisters used to say, "If Amy went to court without any rehearsal beforehand, she'd know exactly what to do".
205703.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 3
მისი ერთი სისუსტეთაგანი ის იყო, რომ უნდოდა „საუკეთესო საზოგადოებაში“ ეტრიალა, ოღონდ რომელი იყო საუკეთესო, ჯერ კარგად ვერ გარკვეულიყო.
One of her weaknesses was a desire to move in "our best society", without being quite sure what the best really was.
205704.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 3
ყველაზე სანატრელად ფული, მდგომარეობა, მოდური განათლება და დახვეწილი მანერები მიაჩნდა, ვისაც ეს ყველაფერი ჰქონდა, ურთიერთობაც იმათთან მოსწონდა, თუმცაღა ხშირად სიყალბე ჭეშმარიტებად ეჩვენებოდა და იმით მოდიოდა აღტაცებაში, რაც აღტაცების ღირსი არ არის.
Money, position, fashionable accomplishments, and elegant manners were most desirable things in her eyes, and she liked to associate with those who possessed them, often mistaking the false for the true, and admiring what was not admirable.
205705.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 3
თავის დღეში არ ავიწყდებოდა, რომ წარმოშობით ლედი იყო, ამიტომაც გამუდმებით ივითარებდა არისტოკრატულ გემოვნებასა და მიდრეკილებებს, რათა, საშუალება რომ მიეცემოდა, ის ადგილი დაეკავებინა საზოგადოებაში, რომელსაც ახლა მოკლებული იყო სიღარიბის გამო.
Never forgetting that by birth she was a gentlewoman, she cultivated her aristocratic tastes and feelings, so that when the opportunity came she might be ready to take the place from which poverty now excluded her.
205706.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 3
„მილედის“ (ასე მიმართავდნენ მეგობრები) მართლაც გულით უნდოდა, ნამდვილი ლედი გამხდარიყო და შინაგანად იყო კიდევაც, ოღონდ ჯერაც სასწავლი ჰქონდა, რომ ბუნებრივ დახვეწილობას ფულით ვერ იყიდი, რომ მაღალი მდგომარეობა მუდამ როდი ანიჭებს კეთილშობილებას.
"My lady," as her friends called her, sincerely desired to be a genuine lady, and was so at heart, but had yet to learn that money cannot buy refinement of nature, that rank does not always confer nobility.
205707.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 3
– სათხოვარი მაქვს, დე, – ერთ დღესაც დიდი ამბით შევიდა ემი ოთახში და თქვა.
"I want to ask a favor of you, Mamma," Amy said, coming in with an important air one day.
205708.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 3
– იმ კვირიდან ხატვაში არდადეგები გვეწყება და სანამ გოგოები საზაფხულოდ წავლენ-წამოვლენ, მინდა, ერთი დღით აქ მოვიპატიჟო.
Our drawing class breaks up next week, and before the girls separate for the summer, I want to ask them out here for a day.
205709.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 3
გიჟდებიან, ისე უნდათ მდინარის ნახვა და ჩანგრეული ხიდის ჩახატვა და სხვა რაღაცებიც უნდათ გადაიხატონ, რაც ალბომში მაქვს ჩახატული.
They are wild to see the river, sketch the broken bridge, and copy some of the things they admire in my book.
205710.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 3
მისის მარჩს გაეცინა, დედობრივი სიამაყე ჩაიქრო და ჰკითხა: – აბა, ჩემო გედო, რა ჩაგიფიქრებია?
Mrs. March laughed, and smoothed down her maternal pride as she asked, "Well, my swan, what is your plan?"
205711.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 3
– მინდა, იმ კვირაში გოგოები ლანჩზე მოვიპატიჟო, ეტლით იმ ადგილებში გავასეირნო, რის ნახვაც უნდათ, იქნებ ნავით მდინარეზეც გავცუროთ და ბუნების წიაღში პატარა არტისტული დროსტარება გავუმართო.
"I should like to ask the girls out to lunch next week, to take them for a drive to the places they want to see, a row on the river, perhaps, and make a little artistic fete for them".
205712.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 3
სუფრაზე რა გინდა? ღვეზელი, ბუტერბროდები, ხილი და ყავა ხომ იკმარებს, არა?
What do you want for lunch? Cake, sandwiches, fruit, and coffee will be all that is necessary, I suppose?"
205713.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 3
ცივად მოხარშული ენა უნდა გვქონდეს, ქათამი, ფრანგული შოკოლადი და, კიდევ, ნაყინიც.
We must have cold tongue and chicken, French chocolate and ice cream, besides.
205714.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 3
– თორმეტი თუ თოთხმეტი, მაგრამ ალბათ ყველანი არ მოვლენ.
"Twelve or fourteen, but I dare say they won't all come."
205715.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 3
ალბათ ექვსნი ან რვანი მოვლენ, მეტნი არა, ჰოდა პატარა, ღია ეკიპაჟს დავიქირავებ და, კიდევ, მისტერ ლორენსს ბარაბანს ვთხოვ (ასე გამოთქვამდა ჰანა „შარაბანს“).
Not more than six or eight will probably come, so I shall hire a beach wagon and borrow Mr. Laurence's cherry-bounce." (Hannah's pronunciation of char-a-banc.)
205716.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 3
– ეგ ყველაფერი ძვირი დაგიჯდება, ემი. – არც მაინცდამაინც.
"All of this will be expensive, Amy." "Not very".
205717.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 3
დავითვალე და ყველაფერს ჩემი ფულით გადავიხდი.
I've calculated the cost, and I'll pay for it myself."
205718.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 3
ვიცი, რომ ყველაფერი მშვენივრად გამომივა, თუ შენ და გოგოები ცოტას მომეხმარებით და არ მესმის, რატომ არ შეიძლება, თუკი ფულს მე თვითონ გადავიხდი?! – ისე მტკიცედ თქვა ემიმ, რომ ამ სიმტკიცეს ნებისმიერი შეწინააღმდეგება ჯიუტობად გადააქცევდა.
I know that I can carry it out perfectly well, if you and the girls will help a little, and I don't see why I can't if I'm willing to pay for it," said Amy, with the decision which opposition was apt to change into obstinacy.
205719.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 3
მისის მარჩმა იცოდა, რომ გამოცდილება საუკეთესო მასწავლებელია და როცა ხერხდებოდა, შვილებს საშუალებას აძლევდა, საკუთარ შეცდომებზე ესწავლათ, რომელთაც სიხარულით აარიდებდა, ისევე ჯიუტად რომ არ ეუარათ ხოლმე მისი რჩევა-დარიგება, როგორც მაგნეზიისა თუ სინამაქის ნაყენს ირიდებდნენ.
Mrs. March knew that experience was an excellent teacher, and when it was possible she left her children to learn alone the lessons which she would gladly have made easier, if they had not objected to taking advice as much as they did salts and senna.
205720.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 3
– ძალიან კარგი, ემი. თუ გულით გინდა ეს საქმე და იცი, როგორ გააკეთო ისე, რომ დიდძალი ფული, დრო და ძალ-ღონე არ დაგეხარჯოს, უარს არ გეტყვი.
Very well, Amy, if your heart is set upon it, and you see your way through without too great an outlay of money, time, and temper, I'll say no more.