მოიძებნა 669199 ჩანაწერი
205721.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 3
მოელაპარაკე გოგონებს და რასაც გადაწყვეტთ, თავს არ დავზოგავ და მოგეხმარებით.
Talk it over with the girls, and whichever way you decide, I'll do my best to help you.
205722.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 3
– გმადლობ, დე! მუდამ რა კეთილი ხარ! – და ემი წავიდა, რომ გეგმა დებისთვის გადაეშალა.
"Thanks, Mother, you are always so kind." and away went Amy to lay her plan before her sisters.
205723.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 3
მეგი მაშინვე დასთანხმდა, დაჰპირდა, მოგეხმარებიო და ყველაფერი შესთავაზა, რაც კი გააჩნდა – თავისი პაწია სახლით დაწყებული და სტუმრებისთვის განკუთვნილი მარილის კოვზებით დამთავრებული.
Meg agreed at once, and promised her aid, gladly offering anything she possessed, from her little house itself to her very best saltspoons.
205724.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 3
სამაგიეროდ, ჯომ მაშინვე დაიწუნა პროექტი და თავიდან ცივი უარი თქვა ამ საქმეში გარევაზე.
But Jo frowned upon the whole project and would have nothing to do with it at first.
205725.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 3
– რა ჯანდაბად გინდა? შენი ფული უნდა დახარჯო, ოჯახი ააფორიაქო და სახლი თავდაყირა დააყენო ვიღაც გოგოების ჯოგისთვის, რომლებსაც ფეხებზე ჰკიდიხარ?
"Why in the world should you spend your money, worry your family, and turn the house upside down for a parcel of girls who don't care a sixpence for you?
205726.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 3
მეგონა, იმდენი სიამაყე და ჭკუა-გონება მაინც გქონდა, ყოველ მოკვდავს ფეხქვეშ არ გაეგებოდი მარტო იმიტომ, რომ ფრანგული ჩექმა აცვია და კარეტით დაბრძანდება, – გამოუცხადა ჯომ, რომელიც თავისი რომანის ტრაგიკულ კულმინაციას მოსწყვიტეს და სტუმრიანობის გუნებაზე არ იყო.
I thought you had too much pride and sense to truckle to any mortal woman just because she wears French boots and rides in a coupe," said Jo, who, being called from the tragic climax of her novel, was not in the best mood for social enterprises.
205727.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 3
– არავისაც არ ვეგები ფეხქვეშ და ვერც იმას ვიტან, როცა ისე მფარველობით მექცევიან, როგორც ახლა შენ, – აიფხორა ემი; დები ახლაც ჩხუბობდნენ ხოლმე, როცა ასეთი საკითხები წამოიჭრებოდა.
"I don't truckle, and I hate being patronized as much as you do!" returned Amy indignantly, for the two still jangled when such questions arose.
205728.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 3
შენ სულ არ გადარდებს, სხვებს თავი მოაწონო, კარგ ხალხში იტრიალო, მანერები გაიუმჯობესო და გემოვნება განივითარო, მე კი ეგ ყველაფერი მადარდებს და ყველა შანსი მთლიანად მინდა გამოვიყენო.
You don't care to make people like you, to go into good society, and cultivate your manners and tastes, I do, and I mean to make the most of every chance that comes.
205729.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 3
შენ, თუ მოგწონს, შეგიძლია ცხვირაწეულმა მუჯლუგუნების კვრით იარო და ამას დამოუკიდებლობა დაარქვა.
You can go through the world with your elbows out and your nose in the air, and call it independence, if you like.
205730.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 3
ემიმ ისე მარჯვედ ჩამოაყალიბა ჯოს წარმოდგენა დამოუკიდებლობაზე, რომ ორივეს სიცილი აუტყდა და დავა შედარებით წყნარ კალაპოტში გადავიდა.
Amy's definition of Jo's idea of independence was such a good hit that both burst out laughing, and the discussion took a more amiable turn.
205731.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 3
მოსაწვევები დაიგზავნა, თითქმის ყველამ თანხმობა შემოთვალა და დიდებული ღონისძიების დღედ მომდევნო ორშაბათი დაინიშნა.
The invitations were sent, nearly all accepted, and the following Monday was set apart for the grand event.
205732.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 3
ოჯახური მეურნეობის მანქანის მუშაობის რიტმის დარღვევამ მთელ წამოწყებაზე ცუდად იმოქმედა, მაგრამ ემის დევიზი Nil desperandum იყო და რაკი ერთი გადაწყვიტა, ესა და ეს უნდა გავაკეთოო, კიდევაც აკეთებდა მიუხედავად დაბრკოლებებისა.
This hitch in the mainspring of the domestic machinery had a bad effect upon the whole concern, but Amy's motto was 'Nil desperandum', and having made up her mind what to do, she proceeded to do it in spite of all obstacles.
205733.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 3
იმით დავიწყოთ, რომ ჰანას კერძები არ გამოუვიდა.
To begin with, Hannah's cooking didn't turn out well.
205734.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 3
ქათამი მაგარი იყო, ენა – მლაშე, შოკოლადს კი ქაფი რიგიანად არ მოადგა.
The chicken was tough, the tongue too salty, and the chocolate wouldn't froth properly.
205735.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 3
ღვეზელი და ნაყინი იმაზე ძვირი დაჯდა, ვიდრე ემი მოელოდა, ასევე – ეტლი.
Then the cake and ice cost more than Amy expected, so did the wagon.
205736.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 3
ბეთი გაცივდა და ჩაწვა.
Beth got a cold and took to her bed.
205737.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 3
თუ ორშაბათს დარი არ იქნებოდა, ყმაწვილი ქალბატონები სამშაბათს უნდა მოსულიყვნენ – ამ პირობამ ჯო და ჰანა ისე გააცეცხლა, მეტი რომ არ იქნებოდა.
If it was not fair on Monday, the young ladies were to come on Tuesday, an arrangement which aggravated Jo and Hannah to the last degree.
205738.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 3
ხან წამოწინწკლავდა, ხან მზე გამოაჭყეტდა, ხანაც ქარი წამოუბერავდა და ამინდმა იმდენ ხანს ვერ გადაწყვიტა რა ექნა, რომ უკვე ყველასთვის დაგვიანდა რამის გადაწყვეტა.
It drizzled a little, shone a little, blew a little, and didn't make up its mind till it was too late for anyone else to make up theirs.
205739.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 3
სასტუმრო ოთახი უჩვეულოდ უბადრუკი მოეჩვენა, მაგრამ იმის მაგივრად, რომ ოხვრა-კვნესას მოჰყოლოდა იმაზე, რაც არ გააჩნდა, ადგა და ის მოიხმარა საუკეთესოდ, რაც ჰქონდა: სკამები ხალიჩის გაცრეცილი ადგილების დასაფარად მიდგა-მოდგა, კედლებზე ლაქებს კი შინნაკეთი ქანდაკებები ააფარა, რამაც ოთახი სამხატვრო სალონს დაამგვანა, ისევე როგორც ყვავილებით სავსე ლარნაკებმა, რომლებიც ჯომ ყველგან დადგა, სადაც კი მოუხერხდა.
The parlor struck her as looking uncommonly shabby, but without stopping to sigh for what she had not, she skillfully made the best of what she had, arranging chairs over the worn places in the carpet, covering stains on the walls with homemade statuary, which gave an artistic air to the room, as did the lovely vases of flowers Jo scattered about.
205740.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 3
ეტლები თავის დროზე უნდა მოეყვანათ, მეგი და დედა მზად იყვნენ სტუმრების დასახვედრად, ბეთი ისე გამოკეთდა, რომ შეეძლო კულისებში მიხმარებოდა ჰანას, ჯოც დააჯერეს, თავს ძალა დაატანე და იმდენი ხალისი და თავაზი გამოიჩინე, რამდენსაც შენი დაბნეულობა, თავის ტკივილი და ყველასა და ყველაფრისადმი მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება შეგაძლებინებსო.
The carriages were promised, Meg and Mother were all ready to do the honors, Beth was able to help Hannah behind the scenes, Jo had engaged to be as lively and amiable as an absent mind, and aching head, and a very decided disapproval of everybody and everything would allow.