მოიძებნა 669199 ჩანაწერი
205741.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 3
უკვე დაღლილი ემი სტუმრების დასახვედრად გამოეწყო და თავი იმ ბედნიერი წამის მოლოდინით გაიმხნევა, როცა საუზმობას მშვიდობიანად მორჩებოდნენ, მეგობრებთან ერთად ეტლით გაემართებოდა და დღეს მშვენიერი შემოგარენის დათვალიერებას დაუთმობდნენ, ვინაიდან „ბარაბანი“ და ჩატეხილი ხიდი თავისი გეგმის მომგებიან მომენტებად მიაჩნდა.
as she wearily dressed, Amy cheered herself with anticipations of the happy moment when, lunch safely over, she should drive away with her friends for an afternoon of artistic delights, for the 'cherry bounce' and the broken bridge were her strong points.
205742.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 3
თერთმეტზე დაწყებულმა კოკისპირულმა წვიმამ, ეტყობა, ენთუზიაზმი ჩაუქრო თორმეტ საათზე მოსასვლელ ყმაწვილ ქალბატონებს, რადგან არავინ გამოჩენილა და ორ საათზე ქანცგაწყვეტილი ოჯახი კაშკაშა მზეში მიუჯდა სუფრას, რათა მალფუჭებადი კერძები შეჭმულიყო და ზარალი არ ენახათ.
A smart shower at eleven had evidently quenched the enthusiasm of the young ladies who were to arrive at twelve, for nobody came, and at two the exhausted family sat down in a blaze of sunshine to consume the perishable portions of the feast, that nothing might be lost.
205743.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 3
ხალისიანად ლაპარაკობდა, მაგრამ გულის სიღრმეში ნატრობდა, ნეტავი სამშაბათი სულ არ მეხსენებინაო, რადგან ამასობაში ამ წამოწყებისადმი თავისი ნამცხვარივით გაუცივდა გული.
She spoke briskly, but in her secret soul she wished she had said nothing about Tuesday, for her interest like her cake was getting a little stale.
205744.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 3
– ასთაკვი ვერ ვიშოვე და დღეს უსალათოდ უნდა გახვიდე იოლას, შვილო, – თქვა მისტერ მარჩმა, როცა ნახევარი საათის შემდეგ შევიდა შინ; სახეზე უშფოთველი სასოწარკვეთილება ეხატა.
"I can't get any lobsters, so you will have to do without salad today," said Mr. March, coming in half an hour later, with an expression of placid despair.
205745.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 3
– ქათამი ჰანამ ერთ წუთით დატოვა მაგიდაზე და კნუტებმა მიაგნეს.
Hannah left it on the kitchen table a minute, and the kittens got at it.
205746.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 3
ძალიან შევწუხდი, ემი, – ჩაურთო ბეთმა, რომელიც კვლავაც კატების მფარველად რჩებოდა.
"I'm very sorry, Amy," added Beth, who was still a patroness of cats.
205747.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 3
– გავქანდე ქალაქში და მოვითხოვო? – მარტვილის საკადრისი დიდსულოვნებით იკითხა ჯომ.
"Shall I rush into town and demand one?" asked Jo, with the magnanimity of a martyr.
205748.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 3
რაკი ომნიბუსში ერთადერთი მგზავრი იყო – მძინარე ხნიერი ლედი, ემიმ ჯიბეში ჩაიდო ვუალი და მოსაწყენ გზას იმით იმოკლებდა, რომ ანგარიშობდა, სად წაუვიდა ფული.
As the omnibus contained only one other passenger, a sleepy old lady, Amy pocketed her veil and beguiled the tedium of the way by trying to find out where all her money had gone to.
205749.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 3
– დილა მშვიდობისა, მის მარჩ! მაშინ კი აიხედა და ლორის ერთი ყველაზე ელეგანტური უნივერსიტეტელი ამხანაგი შერჩა ხელში.
"Good morning, Miss March," and, looking up, she beheld one of Laurie's most elegant college friends.
205750.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 3
იმ იმედით, ჩემზე ადრე ჩავაო, ემიმ არაფრად ჩააგდო ფეხებთან მდგარი კალათი, თავის თავს მიულოცა, კიდევ კარგი, ახალი სამგზავრო კაბა მაცვიაო და როგორც სჩვეოდა, თავაზითა და ხალისით დაუბრუნა სალამი ყმაწვილკაცს.
Fervently hoping that he would get out before she did, Amy utterly ignored the basket at her feet, and congratulating herself that she had on her new traveling dress, returned the young man's greeting with her usual suavity and spirit.
205751.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 3
მშვენიერი მასლაათი გამოუვიდათ, რადგან ემის მალევე გაუქრა მთავარი საწუხარი: თურმე ჯენტლმენი პირველი ჩადიოდა, მაგრამ სწორედ მაშინ, როცა განსაკუთრებით ნაზად ამბობდა რაღაცას, მოხუცი ლედი ჩასასვლელად წამოდგა, კარისკენ გაბარბაცებულმა კალათას წაჰკრა ფეხი და – ჰოი, საშინელებავ!
They got on excellently, for Amy's chief care was soon set at rest by learning that the gentleman would leave first, and she was chatting away in a peculiarly lofty strain, when the old lady got out, in stumbling to the door, she upset the basket, and—oh horror!
205752.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 3
– ასთაკვი მთელი თავისი უგვანი ზომითა და მშვენებით წარდგა ყმაწვილი ტიუდორის კეთილშობილ თვალთა წინაშე.
—The lobster, in all its vulgar size and brilliancy, was revealed to the highborn eyes of a Tudor!
205753.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 3
– ღმერთმანი, სადილი დარჩა! – წამოიძახა ვითარებაში გაურკვეველმა ყმაწვილმა, ხელჯოხით შეაგდო ალისფერი ასთაკვი თავის ადგილას და დააპირა, კალათა მოხუცი ლედისთვის მიეწოდებინა.
"By Jove, she's forgotten her dinner!" cried the unconscious youth, poking the scarlet monster into its place with his cane, and preparing to hand out the basket after the old lady.
205754.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 3
– თუ შეიძლება, ნუ... ეს... ჩემი გახლავთ, – წაიბუტბუტა ემიმ და სახე ლამის თავისი თევზივით აუწითლდა.
"Please don't—it's—it's mine," murmured Amy, with a face nearly as red as her fish.
205755.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 3
– უჰ, მართლა? უკაცრავად. რა ძალიან ლამაზია, არა? – მხნედ წარმოთქვა ტიუდორმა და, იმავდროულად, ისე თავშეკავებით გამოხატა ინტერესი, კარგად აღზრდილ კაცს რომ ეკადრებოდა.
"Oh, really, I beg pardon. It's an uncommonly fine one, isn't it?" said Tudor, with great presence of mind, and an air of sober interest that did credit to his breeding.
205756.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 3
ემი თვალის დახამხამებაში მოვიდა გონს, თამამად დადგა კალათა სკამზე და სიცილით მიუგო: – არ გნებავთ, ამისგან გაკეთებული სალათა მიირთვათ და ის მშვენიერი გოგონებიც ნახოთ, რომლებიც ამას უნდა შეექცნენ?
Amy recovered herself in a breath, set her basket boldly on the seat, and said, laughing, "Don't you wish you were to have some of the salad he's going to make, and to see the charming young ladies who are to eat it?"
205757.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 3
მართლაც რომ მარჯვედ დაიძვრინა თავი, რადგან მოახერხა და მამაკაცის სულის ორი მთავარი სიმი შეარხია:
Now that was tact, for two of the ruling foibles of the masculine mind were touched.
205758.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 3
ასთაკვს მაშინვე საამურ მოგონებათა შარავანდი დაადგა, ხოლო „მშვენიერი გოგონების“ ხსენებით აღძრულმა ცნობისწადილმა ტიუდორს კომიკური მარცხიდან სულ სხვაგან გადაუტანა ფიქრი.
The lobster was instantly surrounded by a halo of pleasing reminiscences, and curiosity about "the charming young ladies" diverted his mind from the comical mishap.
205759.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 3
„ის და ლორი ალბათ ბევრს იცინებენ და იქილიკებენ, მაგრამ მე ხომ ვერ დავინახავ! ეგეც საქმეა“, გაიფიქრა ემიმ, როცა ტიუდორმა თავი დაუკრა და ჩავიდა.
"I suppose he'll laugh and joke over it with Laurie, but I shan't see them, that's a comfort," thought Amy, as Tudor bowed and departed.
205760.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 3
შინ ეს შეხვედრა არ უხსენებია (თუმცა აღმოაჩინა, რომ ახალი კაბა კარგა გვარიანად დაეთითხნა წაქცეული კალათიდან გადმოღვრილ საწებელს და კლაკნილ ნაკადულებად დასჩენოდა კალთაზე) და მზადება განაგრძო, რაც ახლა წინანდელზე უფრო გულის გამაწყალებელი ეჩვენებოდა და თორმეტზე ყველაფერი კვლავ მზად იყო.
She did not mention this meeting at home (though she discovered that, thanks to the upset, her new dress was much damaged by the rivulets of dressing that meandered down the skirt), but went through with the preparations which now seemed more irksome than before, and at twelve o'clock all was ready again.