მოიძებნა 669199 ჩანაწერი
205761.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 3
ემი ატყობდა, რომ მისმა მისვლა-მოსვლამ მეზობლებიც დააინტერესა და უნდოდა, გუშინდელი მარცხის მოგონება დღევანდელი ბრწყინვალე წარმატებით წაეშალა, ამიტომაც განკარგულება გასცა, „ბარაბანი“ მომართვითო და დიდი ამბით დაიძრა, რომ სტუმრებს დახვედროდა და ბანკეტზე მოებრძანებინა.
Feeling that the neighbors were interested in her movements, she wished to efface the memory of yesterday's failure by a grand success today, so she ordered the "cherry bounce", and drove away in state to meet and escort her guests to the banquet.
205762.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 3
– ბორბლების რახრახია! მოდიან! პარმაღზე გავალ, შევეგებები: სტუმარ-მასპინძლობის წესია და თანაც მინდა, საწყალმა ბავშვმა კარგი დრო გაატაროს მთელი იმ ფათერაკების შემდეგ, – თქვა მისის მარჩმა და სიტყვა საქმედ აქცია.
"There's the rumble, they're coming! I'll go onto the porch and meet them. It looks hospitable, and I want the poor child to have a good time after all her trouble," said Mrs. March, suiting the action to the word.
205763.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 3
მაგრამ ერთი რომ გახედა გზას, მაშინვე უკან შემობრუნდა; სახეზე ენით აუწერელი იერი ედო: დიდ ეტლში ჩაკარგულები ისხდნენ ემი და ერთადერთი ყმაწვილი ლედი.
But after one glance, she retired, with an indescribable expression, for looking quite lost in the big carriage, sat Amy and one young lady.
205764.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 3
– გაიქეცი, ბეთ, და ჰანას მიეშველე: რაც სუფრაზეა, ნახევარი აიღეთ. სისულელე იქნება, რომ თორმეტი კაცის საუზმე ერთადერთ გოგოს დავულაგოთ წინ, – შეჰყვირა ჯომ და სამზარეულოსკენ გაექანა ისეთი აფორიაქებული, რომ სიცილისთვისაც კი ვერ მოიცალა.
"Run, Beth, and help Hannah clear half the things off the table. It will be too absurd to put a luncheon for twelve before a single girl," cried Jo, hurrying away to the lower regions, too excited to stop even for a laugh.
205765.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 3
შემოვიდა ემი, სრულიად მშვიდი იყო და მომხიბლავი გულითადობით ექცეოდა იმ ერთადერთ სტუმარს, რომელმაც პირობა აასრულა.
In came Amy, quite calm and delightfully cordial to the one guest who had kept her promise.
205766.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 3
ოჯახის დანარჩენი წევრებიც აჰყვენ მოვლენათა ამ დრამატულ შემობრუნებას, ემიზე არანაკლებ კარგად შეასრულეს თავისი როლები და ერთობ ხალისიანი ხალხის შთაბეჭდილება მოახდინეს მის ელიოტზე, რადგან თავშეკავება მაინც უჭირდათ.
The rest of the family, being of a dramatic turn, played their parts equally well, and Miss Eliott found them a most hilarious set, for it was impossible to control entirely the merriment which possessed them.
205767.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 3
შინ რომ შებრუნდა, დაღლილი, მაგრამ ჩვეულებისამებრ უშფოთველი, შენიშნა, რომ ავბედითი ნადიმის ყველა ნაკვალევი გამქრალიყო, მხოლოდ ჯოს აკეცვოდა საეჭვო ნაოჭები ტუჩის კუთხეებში.
As she came walking in, looking very tired but as composed as ever, she observed that every vestige of the unfortunate fete had disappeared, except a suspicious pucker about the corners of Jo's mouth.
205768.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 3
– რა კარგია, რომ სასეირნოდ დარი დაგესწროთ, ჩემო კარგო, – უთხრა დედამ, თითქოს თორმეტივე სტუმარმა ისეირნაო.
"You've had a loverly afternoon for your drive, dear," said her mother.
205769.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 3
– მის ელიოტი ძალიან საყვარელი გოგოა და, მე მგონი, კმაყოფილი დარჩა, – უჩვეულოდ თბილად შენიშნა ბეთმა.
"Miss Eliott is a very sweet girl, and seemed to enjoy herself, I thought," observed Beth, with unusual warmth.
205770.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 3
– ნამცხვარს ხომ ვერ მიწილადებდით? იმოდენა სტუმრიანობა მაქვს, მართლა დამჭირდება, თანაც მე თქვენნაირ გემრიელს ვერ გამოვაცხობ, – დინჯად თქვა მეგმა.
"Could you spare me some of your cake? I really need some, I have so much company, and I can't make such delicious stuff as yours," asked Meg soberly.
205771.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 3
– სულ წაიღე. აქ ჩემ გარდა ტკბილეული არავის უყვარს, მე კი სანამ მაგას მოვერევი, დაობდება კიდეც, – ამოიოხრა ემიმ და ის მოზრდილი თანხა გაახსენდა, რაც იმისთვის დახარჯა, რომ აი, ასეთი შედეგი მიეღო.
"Take it all. I'm the only one here who likes sweet things, and it will mold before I can dispose of it," answered Amy, thinking with a sigh of the generous store she had laid in for such an end as this.
205772.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 3
– საწყენია, ლორი რომ არ არის აქ, მოგვეხმარებოდა, – დაიწყო ჯომ, როცა ორი დღის განმავლობაში ზედიზედ მეორედ მიუსხდნენ ნაყინსა და სალათს.
"It's a pity Laurie isn't here to help us," began Jo, as they sat down to ice cream and salad for the second time in two days.
205773.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 3
დედამ გამაფრთხილებელი მზერა ესროლა, ჯომაც თავი შეიკავა შემდგომი შენიშვნებისგან და მთელი ოჯახი გმირული დუმილით ჭამდა, სანამ მისტერ მარჩმა წყნარად არ შენიშნა: – სალათა ძველების საყვარელი კერძი იყო და ივლინმა...
A warning look from her mother checked any further remarks, and the whole family ate in heroic silence, till Mr. March mildly observed, "salad was one of the favorite dishes of the ancients, and Evelyn..."
205774.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 3
– ყველაფერი კალათაში ჩაალაგე და ჰუმელებს გაუგზავნე:
Bundle everything into a basket and send it to the Hummels.
205775.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 3
მე დანახვაზეც გული მერევა და არც თქვენ უნდა დაიხოცოთ თავები ზედმეტი ჭამით მარტო იმიტომ, რომ სისულელე ვქენი! – წამოიძახა ემიმ და თვალები მოიწმინდა.
"I'm sick of the sight of this, and there's no reason you should all die of a surfeit because I've been a fool," cried Amy, wiping her eyes.
205776.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 3
– ძალიან განვიცდი, რომ იმედი გაგიცრუვდა, საყვარელო, მაგრამ ჩვენ ცდა არ დაგვიკლია, რომ კმაყოფილი დარჩენილიყავი, – დედობრივი სიბრალულით შენიშნა მისის მარჩმა.
"I'm very sorry you were disappointed, dear, but we all did our best to satisfy you," said Mrs. March, in a tone full of motherly regret.
205777.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 3
– ძალიანაც კმაყოფილი ვარ. რაც ჩაფიქრებული მქონდა, გავაკეთე და თუ არაფერი გამოვიდა, ჩემი ბრალი არ არის. სწორედ მაგით ვიმშვიდებ თავს, – ოდნავ აუკანკალდა ხმა ემის.
"I am satisfied. I've done what I undertook, and it's not my fault that it failed. I comfort myself with that," said Amy with a little quiver in her voice.
205778.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 3
– ყველას დიდ მადლობას გიხდით, რომ დამეხმარეთ და უფრო მადლობელი ვიქნები, თუ ამ ამბავს აღარ ახსენებთ, ერთ თვეს მაინც.
"I thank you all very much for helping me, and I'll thank you still more if you won't allude to it for a month, at least".
205779.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 3
რამდენიმე თვე ისე გავიდა, ეს ამბავი მართლაც არ უხსენებიათ, თუმცა სიტყვა „დროსტარება“ მუდამ საერთო ღიმილს იწვევდა, ხოლო დაბადების დღეზე ლორიმ საათის ძეწკვზე ჩამოსაკიდი ბრელოკი აჩუქა ემის – მარჯნის პაწია ასთაკვი.
No one did for several months, but the word "fete" always produced a general smile, and Laurie's birthday gift to Amy was a tiny coral lobster in the shape of a charm for her watch guard.
205780.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 4
ლიტერატურის გაკვეთილები.
LITERARY LESSONS.